28.02.08

დღეიდან გატყუებთ!!!

დღეიდან გატყუებთ,
ისეთი ვარ, როგორიც გინდათ...
დღეიდან გიღიმით,
თითქმის გულწრფელად მიმაქვს
გულთან ახლოს თქვენი შენიშვნა.

დღეიდან ვიცვლები, ვკარგდები,
ვიზრდები
და საზოგადოებისთვის მისაღები ვარ...

ჩამსვით ჩარჩოებში! უსიტყვოდ,
ღიმილით გავიგებ...ავიტან...

დღეიდან ნაზი ვარ.
ჰო,კარგი, მშვიდიც და
ზრდილიც და მორცხვიც, ჯანდაბას.

ვდუმვარ და თავს ვიქნევ,
თქვენს ყველა აზრს ჩემად აღვიქვამ...
და გიხარიათ! მმმმ... თან ძალიან:
ვა, ეს რა კარგი ვარ ?!
შეიძლება ითქვამს,რომ ბრწყინვალე მონამდე
ბევრიც არ მაკლია...


და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით,
რომ გატყუებთ ყველაფერს
და ამ ცვლილებების გამო
საკუთარ თავს ვერასდროს ავიტან!!!!


და დაიჯერეთ, გული იჯერეთ,
მე მოგატყუებთ, რომ გატყუებთ


და არ ვიზრდები... არ ვკარგდები....
არ მინდა !!!! :P


28.02.08

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates