ერთი წლის წინ, ადრინდელი ბლოგზე გამოქვეყნებული. აქაც იყოს, მიყვარს რატომღაც
April 14th, 2007
სადღაც, სულ ახლოს არ სძინავს…
მე შემიძლია, ამ ყველაფერს ხელით შევეხო
და გადავწყვიტო- ხილული ვიყო,
თუ უხილავი…
სადღაც ახლოს დაიბნა
და ათასი ალკოჰოლში ამოსვრილი სიტყვა
ფეხთან დამიყარა,
მაგრამ მაინც ვერ გაბედა ეთქვა
მთავარი…
სადღაც შორს ჩემს ხმას ელის,
ალბათ თბილს და ნაზს…
რა ვქნა, ასეთი ხმა რომ არ მაქვს?
სადღაც? არა - აქვე, ჩემში,
ეს სამივე ისტორია ისტერიულად კვდება
და როგორ მიკვირს, როცა ვიღაც მეკითხება :
”ახალი რა ხდება????”
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen