13.04.08

***

მე და შენ ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...
მე და შენ ერთმანეთის ჰაერით ვსუნთქავთ...
„ერთი მანეთის“ ეპოქაში რომ ვიყოთ,
ამ ჰაერს უფრო ძვირად შევაფასებდი...

და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წილი ჟანგბადი
ერთ წამსაც აღარ გვეყოფა...
და ამიტომ, სწორად მივხვდით,
როცა სხვა სივრცეებისკენ გავიქეცით,
სანამ ჯერ კიდევ გვქონდა ფილტვებში მარაგი...

უფრო სწორად: მე ვერ გავიქეცი...
მე ჯერ კიდევ იმ ერთი წამის სამყოფი ჰაერით ვსუნთქავ ...
და აღარ მყოფნის ....

15.05.07
მიუნხენი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates