25.05.08

ასეც....

+ ***
გჯერათ, ქალბატონო, ბედისწერის?
ან მიზნის მიღწევის, ან ოცნების ახდენის?
გახსოვთ მირაჟები ბრძოლის ველის?
და წყალი გამოწვდილი სისხლიანი პეშვით...
მე არ მჯერა არცერთის...

მე ყველა სივრცეში გამოვფენდი
ამ ემოციაგამოცლილ სიტყვებს
და თუკი შემკვეთი სურვილს გამოთქვამდა,
სახელს მივაწერდი...ან გვარს...ან თარიღს...
გრძნობა, რომელსაც ცხოვრობ შეკვეთით...

მოდით, მე თქვენის ნებართვით, ან თუნდაც, მის გარეშე,
მივაფურთხებ ამ ყველაფერს ( რა არამანდილოსნურია)
და აღარასდროს დავწერ თქვენნაირებისთვის...

ჰმმ...
... რა ამაზრზენად გაიტრუნეთ შოუს მოლოდინში... :(
კარგად მოიმარჯვეთ ჭუჭყიანი ხელები
და მრავლის-ვერ-მთქმელი მჭერმეტყველებით გაქექეთ ჩემი სული...
ეს ერთადერთია, რაც გამოგდით...

მე, ისევე, როგორც ადრე, არ ვწერ თქვენნაირებისთვის...

2 Kommentare:

  1. ერმმმ ჩემი არაჰუმანური გამოხტომებს გამო, მსგავს რამეს რომ ვკითხულო, სულ საკუთარ თავზე მგონია ხოლმე, კომპლექსია ერთგვარი :D

    AntwortenLöschen
  2. :D
    +1 ნუ შიგთავსს გააჩნია ხოლმე

    ეს წინა წელს დაწერილი რაღაცაა :D
    საერთოდ ადამიანების არსებობას რომ ვაპროტესტებდი.(რამ გამამწარა ნეტა?) :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates