TFU რაააა....
არ გაგახარებენ ბოლომდე....
დღეს მქონდა უუუკარგესი დღე.
ჯერ რაღაც გამოცდა ჩავაბარე. ნუ, ეგ თუ გამოცდა იყო...
მასეთი გამოცდები მქონდეს, ნეტა, ჩემს პირველადზე და რაღა მიჭირდა...
6 კითხვა იყო სულ და ძალიან სასაცილო გამოცდა იყო მოკლედ.
მერე ბევრი რამე მოვასწარი, სამსახურშიც გავაგრძელე მანჰაიმიდან ჩამოსული შესწორებების გადატანა პროგში...
სახლში წამოვედი და ტანიჩკამ დამირეკა, რაღაც უნდა გთხოვოო: ჩემი მეჯვარე იქნებიო????
დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ... არ ვიცი რატომ, მაგრამ აი, ძალიან გამიხარდა.თან აქ ჰყავს ბავშვობის მეგობრები და მაინც მე რომ მთხოვა. თან პირველად ვარ მეჯვარე. ჰოდა, ივლისის ბოლოს, ალბათო და მერე სექტემბერში საფრანგეთშიო. უკვე დავიწყე ყველაფერზე ზრუნვა. კარგად უნდა დავადგინო ოღონდ, ფრანგული წესების მიხედვით რა მევალება... დიეტაც ჩავწერე ლამის კალენდარში...
ამოვედი ბედნიერებისგან გაბადრული სახლში და ფორუმზე ნინოს თემაში დამხვდა პოსტი, რო ბაია ჰყავსო... ჩემი სიხარული ქალი... დედაა...
ჰოდა, ეს ხომ მესამე უკარგესი ამბავი დღეს და ისეთი ბედნიერი ვიყავი, სახლის დალაგებისთვისაც დავხარჯე ენერგია... არადა, მაგის დრო არ მაქვს ახლა ....
და ამ უკარგეს განწყობაზე ვარ და მოვიდა ეს სლე და ყველაფერში ჩააფურთხა... :ბრრრრრ:
არადა, ჩემს თავზე უფრო მეშლება ნერვები...
დაიკიდე რა... აფურთხოს და იყოს. შენ დაიკიდე !!!! და თუ არ იკიდებ და პახოდუ გაღიზიანებს, მაშინ შენც შეაფურთხე...
უბრალოდ, ამ "გადებილებ და არ შეიმჩნიო"- პონტს ვერ ვიტან რა ... გული მერევა უკვე... მლიაჰჰჰჰჰ!!!!!
ვსE, ვიცი ახლა როგორც უნდა მოვიქცე და Scheiß-EGAL ვის გაუტყდება და ვის-არა.
26.05.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen