იყო და არა იყო რა... კიარადა, ის რაც სულ იქნება... სანამ მე ვარ...
არადა, დაახლოებით 2 თვის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი აღარ იყო... რომ ჩვენში ამოიწურა მეგობრობის ყველა რესურსი და რაღაც ძაააალიან დიდი და მნიშვნელოვანი უცებ უფერული გახდა... გახუნდა...
ჰოდა, ახლა აქ სენტიმენტალური დაღვრები რომ გამოვრიცხო, just დავწერ იმას, რომ ცხოვრებაში ისე არავინ და არაფერი მაკლია, როგორც ჩემი მეგობარი... რომელთანაც შემეძლო ზუსტად ის ვყოფილიყავი, რაც სინამდვილეში ვარ. მეწუწუნა, პატარა ბავშვივით მეჭირვეულა, მეჩხუბა, გავბუტულიყავი, რაღაც სიგიჟეები მომეყოლა, რასაც სხვისგან არ აიტანდა, რაღაც ისეთზე მეკაიფა, რასაც სხვას არასდროს აპატიებდა.
ან just მოვფერებოდი, მეთქვა, რომ მომენატრა მაგრად, რომ მიხაროდა მარტო იმის ცოდნაც, რომ სადღაც არსებობდა და მეც თუნდაც სუუუუულ პატარა ადგილი მქონდა მის ცხოვრებაში...
ის ამ ყველაფერზე just გაიღიმებდა... მე ვერ დავინახავდი ღიმილს, მაგრამ ხმაზე შევატყობდი, რომ იღიმებოდა... და მერე უუუმშვიდესი ხმით, მეტყოდა რამეს...რასაც მარტო მე გავიგებდი...
...ადამიანებთან ერთად შეგრძნებებიც მენატრება ხოლმე და ეს ყველაფერი მომენატრა... ძალიან თან. და მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველასთან შედარებით, ის ყვეეეეელაზე ყველაზე მეგობარია.
კანონზომიერებები ჩემნაირ ცვალებად ხალხთან არ არსებობს, მაგრამ ორი რაღაც ვიცი:
მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა ან მოხდება, რაზეც არ გვილაპარაკია და არ ვილაპარაკებთ, რაც მწყენია და მიწყენინებია, ანი ყოველთვის იქნება და ყველას წასვლა-წამოსვლას, დავიწყებას, გაუცხოვებას წარმოვიდგენ, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენ იმას, რომ ანი როდესმე არ მეყოლება(ფიზიკურ არსებობას არ ვგულისხმობ). ეს არის ერთი დიდი კანონზომიერება, ანუ ის, რომ ანი არის !
და მეორე კანონზომიერებაა, რომ ჩემი ყვეეეელაზე მეგობარიც არის და როგორც არ უნდა დავაჯერო თავი საწინააღმდეგოში, ის მაინც სუუულ იქნება...
ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი...
ვსe...ეს უნდა ყოფილიყო ჩემს ბლოგზე....
28.05.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ისა.. ისა...
AntwortenLöschenრა ქვია... რაღაცნაირად..
ჰა?????
AntwortenLöschen:D