11.06.08

იცი???

იცი, რა მიყვარს?!
რომ თენდება და მე ამ ხმების ფონზე ვწვები დასაძინებლად, ჩემს ყვავილებიან თეთრეულში, რომელიც, ალბათ, ბავშვობას მაგონებს...
ფანჯრებს ფარდებისგან ვათავისუფლებ და გამოკეტილ კუბში წოლის რეალობას ვკლავ. ალბათ, ფანჯარაც ამიტომ მაქვს ღია...
და იცი, როგორ მინდა, იცნობდე ამ წვრილმანებს???
ჩემი ცხოვრების პატარა რიტუალებს...
და
პეპლებიან კედლებს...
შარფმოხვეულ ბრებს...
დალის კალენდარს...
"Wie verschlafe ich pünktlich?"- საფოსტო ბარათს, მადიმ რომ მაჩუქა და საწოლის თავთან გავაკარი, რომ უფრო კარგად ჩამეძინოს და გავაცდინო ლექცია :D
ჩემს განთქმულ "ბილეთებიან კარს"...

JUST, წვრიმალნებს...

:)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates