13.06.08

fuckin' ინტუიცია....

თქვენი არ ვიცი და ...
ძალიან ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ სადღაც რაღაც ხდება...
და ამ შეგრძნების კულმინაცია არის ყოველთვის რაღაც არასასიამოვნო ინფორმაცია...

ჰოდა, კი ვერ ვიტან "მძიმე ბავშვობა მქონდა და ამიტანეთ" პოზას, იმიტომ რომ ბევრს ჩემს ირგვლივ უარესი ჰქონდა, მაგრამ... მართლა ასე იყო, მგონი და ამ ერთხელ ვიწუწუნებ ... ანუ, ომი რომ დაიწყო და გადმოვფორთხდით თბილისში, ტოისწ ჯერ მამაჩემის სოფელში, დედაჩემი გაბრუნდა ისევ, მშობლების როგორმე გადმოსაყვანად... მამაჩემი ომში... ბავშვები ნათესავებთან, რომლებიც ზედ გვყვებოდნენ, მაგრამ მაინც მარტო ვიყავით რა...

ჰოდა, სულ კარებისკენ ვიყურებოდი და სულ პანიკური შიშები მქონდა, რო არცერთი არ დაბრუნდებოდა და დავრჩებოდით იმ ტალახიან სოფელში უპატრონოდ და დავიხოცებოდით... მოვიდოდნენ წვერიანი ცუდი ძიები ტანკებით და რავი მე... :D ბავშვის ფანტაზია რა...

ჰოდა, აი ველოდი, როდის მოვიდოდა დედა ისევ...
და როდის მოიტანდა აუცილებლად ცუდ ამბავს....


და მოვიდა ...
და ცუდი ამბავიც მოიტანა....



ჰოდა, მართალია ქალბატონი მონტესორი და მანამდე კიდე ბევრი ადამიანი, რომ ბევრ რამეზე პასუხი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ...
დღემდე შემრჩა ეს პანიკები და დღემდე რო fuckin' ამართლებს... ნერვები მეშლება... არადა, კი არ ამართლებს, უბრალოდ, ემთხვევა რაღაცეები... სხვა დროსაც ხომ ხდება ნეგატიური ამბები???
ხზ... რას გაიგებ...


ჰოდა,რატომ ვიბოდიალე ამდენი????
შეგრძნება მაქვს, რომ ახლაც სადღაც რაღაც ხდება ... და მე არ ვიცი, რომ ხდება...
და ცუდი რაღაც ხდება.....

:პანიკიორშამლიაჰ:

2 Kommentare:

  1. მემგონი შენ სულ ცუდს ელი,დ ა როცა ხდება - ეგ გამახსოვრდება, როცა არა - გავიწყდება.

    ჰოდა კიდევ - ეცადე მოიშორო პანიკა, რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს ეცვლი,დ ა თუ შეცვლი - რაღას პანიკობ ))

    AntwortenLöschen
  2. ეს ყველაფერი თეორიულად კი ვიცი, პრაქტიკაში ვერ ვატარებ, უბრალოდ :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates