18.06.08

ჰო...

ჰო, მოატყუე შენი თავი
შენი გრძნობაც მოატყუე
ურცხვად ჩაკალი!

თავზე საბანი წაიფარე
ბევრი იტირე
საკუთარი აზრი დაღალე!

ჰო, დაივიწყე ჩემში ქალი
და მერე სხვების „შექმნილ“ მორალით
თავი იმართლე...

და რომც გტკიოდე, ხელი მკარი,
თვალი დახუჭე
შენში ჩემს მიმართ ვნება მოკალი!

ჰო, შეეგუე ბედს და ნუ იბრძვი,
წადი, სხვა ქალთან სექსით დაკავდი.
მერე მოდი და მიპასუხე:
ეს ყველაფერი მართლა სადამდის?


08.01.07

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates