როდესაც საიდანღაც მიდიხარ, ის გარემო შენთვის ისეთი რჩება, როგორიც ბოლოს ნახე.... თითქოს შენ იცვლები, მაგრამ ის დგას ერთ ადგილას... გელის, რომ მერე შენთან ერთად გააგრძელოს გზა.... რომ ერთი წამიც არ დაკარგო...
რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და ამ იმედის თუ წარმოგდენის აბსურდულობას ამჩნევ დაბრუნებისას და თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ მაინც მომხდარი ცვლილებაც არ გამოგეპარება...
გამონაკლისს არც მე და თბილისი წარმოვადგენთ... ყოველ ჩასვლაზე სხვანაირი მხვდება.მეც ყოველ ჩასვლაზე სხვანაირი ვარ. საოცარია, მაგრამ ეს საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს... ზუსტად 2 ან 3 საათში მოვდივარ აზრზე და "ვაიმეეე, ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება მამააა" ტიპი არც არასდროს ვყოფილვარ და არც იმაზე არ ვფიქრობ, რომ რაღაც ჩვევები ძალიან უცნაურად ჩანს და ყვირის თბილისში, ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად, არასდროს მადარდებდა სხვისი იდეები.
ყოველთვის ვიცი, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყველაზე "სახლში" მაინც თბილისში ვარ, მაგიტომაც არ ვფიქრობ აქ სამუდამოდ დარჩენაზე :)
მაგრამ თითო პარადოქსი არ დაილევა ცხოვრებაში და ეს ჩემს შემთხვევაში და ჩემი მანდ ყოფნისას არის ქართველი მამრების ფენომენი :D ლოლ
გამაოგნებლები არიან IMHO ... :D
just ერთ ისტორიას მოვიყვან მაგალითად : რამდენიმე ახალ მეგობართან ერთად ვიყავი და შევესწარი ასეთ დიალოგს :
- ჰო, ისე რავი, კაი გოგოა...
- არ იცი იმ დღეს რა მოხდა? გამოვედით ***-დან და რაღაც უნდა მეყიდა და შევთავაზე და არაო, მადლობაო, ქუჩაში ჭამა არ მიყვარსო... ნუ, მეც ვუთხარი კაითქო...
-(გაბადრული სახით) კარგია, ეგრე უნდა ქნა, არ უნდა მიაჩვიო, ხო იცი....
მე ასეთი ვიჯექი :spy:
და ეს მესმის ისეთი ბიჭებისგან, რომლებიც იმ სფეროში, სადაც საქმიანობენ, საკმაოდ წარმატებულები არიან, გრუზინების კვალობაზეც OK გამოიყურებიან (ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ტიპი მაინც), თითქოს განვითარება + განათლებაც ასე თუ ისე რაღაც დოზით აქვთ და რაც მთავარია, თავად თვლიან, რომ კარგი ტიპები არიან... ანუ, თავდაჯერებულობას ასხივოსნებენ ირგვლივ და ამ დროს ასეთი შიში საიდან???? იმის შიში, რომ შეიძლება ვიღაცამ კაფეში დაპატიჟება გამოსძალოს, რასაც გულის სიღრმეში ძალიანაც ნატრობენ, მაგრამ ვინმე სხვა "მაგარმა ტიპმა" ჩათვალოს, რომ წველიან...
აი ეს მგონი, მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს.... და ეს "დიადი შარავანდედი იგი თვითდაჯერებულობისა" სხვა არაფერია, თუ არა კარგად შეფუთული კომპლექსების ბუდე...
გასაოგნებელია ისიც, რომ იგივე ხალხი ალბათ ასე 3-4 წლის წინ მაგარ ტიპად ჩათვლიდა თავს, თუკი გოგოს სადმე ხზ უძვირეს რესტორანში დაპატიჟებდა "მერე რა, რომ ნასესხები ფულით :D " და მერე კიდევ რამე ისეთ კაი საჩუქარს, ტიპა DG- სუნამოსაც მიაყოლებდა და დარწმუნებული იმაში, რომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და "მეტი რაღა უნდა გოგოს ვა, სხვანაირად როგორ ვანახო, რო მომწონს" მარაზმში ჩაიძირებოდა....
ორივე უკიდურესობა sucks.... რატომ უნდა იყოს შენი საკუთარი მოქმედება იმაზე დამოკიდებული, სხვა ვიღაც მესამე თუ მესამასე პირი სწორად ჩათვლის თუ არა შენს გადაგმულ ნაბიჯს??? რატომ არაა ყველაფერი იოლი, "მინდა?- გავაკეთებ" პრინციპით? და რატომაა ეს სასაუბრო თემა საერთოდ???
ნუ, მე რო ზედმეტად "არაქართველმანდილოსნური" ვარ ასეთებისთვის, უკვე ცნობილი ფაქტია, ამიტომ, საკუთარი არამატერიალისტურობიდან ვერ გავაკეთებ დასკვნებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს გოგოების ბრალია... ან მე მარტო ისეთ გოგოებს ვიცნობ, ვისთვისაც შენი ფინჯანი ყავა და გასლიპინებული მერსედესი არანაირად არ წარმოადგენს ღირებულებას... რიავიც.....
ჰო, ნუ კიდევ, ქართველი ქალის "ვარგისიანობის" და "ურააა, პატრიოტი ვარ და ნაღდი ქართველი ვარ, ჩდშც " ფენომენზე სხვა სერიაში გავაგრძელებ...
მორალი ამ ისტორიიდან : დამპატიჟეთ ფინჯან ყავაზე. :D (აბა, ამდენი ტყუილად ვწერე ???? :D)
როგორც ჩემს ადრინდელ ნაბოდვარში აღვნიშნე:
me iseve, rogorc kafeSi SekveTil finjan yavas,
sakuTari Secdomebis safasurs Tavadve vixdi.
Tqven nu mepatiJebiT...
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen