არა ალმადოვარის, არამედ ჩემი ქოშების.
ცნობილი ფაქტია, რომ მე და ფეხსაცმელებს ერთმანეთი გვიყვარს და ეს ისე, უბრალოდ კი არა, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი (მამენტ, ჩემს საბანკო ანგარიშს ორივე ვეზიზღებით, ვგონებ).
ჰოდა, ჩემი ფინანსური კრიზისი ძირითადად მაშინ იღებს საგანგაშო ფორმას, თუ 10 დღეში ერთხელ ახალი წყვილი ფეხსაცმელი არ მაქვს. ამ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, ბოლო 1,5 თვე ეკონომიკის უკანალში ვიმყოფები....
ჰოდა, განგაში ავტეხე, როცა აღმოვაჩინე, რომ არაფერი მქონდა ისეთი, რასაც ამ სეზონზე ჩავიცვამდი... ცდუნებას ვერ გავუძელი და დღეს დიდი სიამაყით წავპაკუნდი ჩემი ახალი წკაპუნებით უნიში, სადაც ჩემმა ჯგუფელმა აღნიშნა, რომ მაღალ ქუსლებზე დგომა ჩემი მისწრაფებაა... მერე გაშიფრა და განიხილა ფსიქოლოგიურად ეს ყოველივე და დაასკვნა, რომ მაღალ ქუსლებზე დგომა თავდაჯერებულობას მმატებს, რაშიც სავსებით დავეთანხმე... მოგეხსენებათ, რომ იყო მეტრა60 ( :D) არც ისე გადასარევია, თან გერმანიაში... ყველა ზემოდან გიყურებს მლიაჰჰჰჰ.... 12 წლიდან უკვე მასიურად ჩემზე მაღლები არიან...
მაგრამ ინგილსელების არ იყოს I smelled a Rat რა... სამსახურისკენ რო წავპაკუნდი, მომიჭირა ... ნუ, გაგრძელებას აღარ დავწერ აქ... სადო-მაზო შინაარსის პოსტის დაწერას არ ვაპირებდი... ფეხშიშველმა ვიმუშავე....
და ყველაზე საოცარი ისაა, რომ ხვალაც ვაპირებ ჩაცმას... ნუ, ერთი ბეტა-გეგმით: Flip-Flopებს წავიღებ მაინც....
24.06.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen