მომენატრა ჩემი კულულები.....
დამაცადე!!!
და მაცადე
მოვიფიქრო, რა დავწერო
ამ პატარა ოთხკუთხედზე
ფურცელი რომ ჰქვია...
მოვიფიქრო?
„ლექსი მეწყერი“-ს ამბიცია არ მაქვს ნამდვილად,
მაგრამ მართლა თავისით მოვიდა...
უუზარმაზარ ფანჯრის მინაში
ჩემი სახის ანარეკლი დავინახე_
ხუჭუჭა, აწეული თმებით,
ორი კულული ლოყაზე რომ მეხება...
და ისეთი მოწყენილი იყო, რომ...
გავუღიმე...
ვიცი, ხვალ ვიღაც მეტყვის:
“ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!!!! “
:)
02.07.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen