ჰო...
ფრიად ისეთი დღეები მაქვს.... ნაყოფიერი...
2 გამოცდა ჩავაბარე... ერთში მოულოდნელად მაღალი ქულა მყავს, გავოცდი...
გუშინ არ წავედი ლექციაზე, გამოვიძინე და მერე მთელი დღე სახლს ვალაგებდი.
ნუ, "სახლის დალაგება" ცოტა ფართო მცნებაა... რა დალაგება ამას უნდაო, გაუკვირდება ვინმეს, ჩემი ციცქნა ოთახი რომ ნახოს... მაგრამ არის, არის... და ეს ჩემი ნივთებთან დაშორების პრობლემასთან პირდაპირ კავშირშია.
არაფერს არ ვაგდებ თავის დროზე. ისეთი რაღაცეები მაქვს შენახული, ვინმემ შეიძლება დამცინოს. პერიოდულად, როცა ძალიან ბევრი ხლამი გროვდება, ვბრაზდები და მერე მაქვს დიიიდი "ნაგვის გატანის დღე". დაუნდობელი ტირანი ვხდები :D და ვაცარიელებ სახლს...
გუშინ ეს აურზაური საკანცელარიო ხლამს არ შეხებია, კარადები დავლაშქრე... გადავალაგე ყველაფერი, რაც 3 თვეზე მეტია არ მცმია და ჰუჰ, მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი გარდერობი სავალალო მდგომარეობაშია. :D მაგრამ ასე იქნება ცოტა ხანი, რადგან დღეს ლმუ-მ დამაწერა 600 ევრო. ფაქტიურად, შიშველი და პლიუს უფულო გავიჩითე... lol
სამაგიეროდ სახლი დაცარიელდა ცოტა.
ჰო, მერე საღამოს ჩვეულ "პონტის პონტში, ზრდილობის ამბავში მოკითხვა"-ს ჰქონდა ადგილი, რაც მწარედ დავაიგნორე. ალბათ იმიტომ, რომ ინერციით მქონდა დამლაგებლობა გამოყოლილი საღამომდე და ზაოდნო ადამიანებიც მივაყოლე ბარემ... :D
ჰოდა, ამ ყველაფერმა ისე დადებითად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, გლობალური სახე მივცე ჰუმან-ნაგვის გატანას... :D
დღეს კიდევ გმირულად ვაპროგრამე და იმედი გამიღვივდა, რომ შეეეეეეიძლება კიდეც ჩავაბარო გამოცდა... რიავიც....
ახლა მეორე საგნის კონსპექტის კითხვის თავი არ მაქვს, წავლოგინდები...
თან ხვალ ბავშვების სანახავად მივდივარ..... მმმმმმმ.....
მომენატრნენ ....
უახლოესი ორი კვირის გეგმა :
1.Eff. Alg გამოცდაზე გასვლა... მარა მარტო გასვლა :D
2. Info II- ს ჩაბარება "მკიდია" ნიშანზე
3. English-ის ჩაბარება 1იანზე, რომ შემდეგ ლეველზე გადავხოხდე...
4. ტანიას ქორწილისთვის რაღაცეების მომზადება...
5. ჩემი მერამდენიღაცე სამსახურის შეfისთვის მთელი საგვარეულოს თავზე დამხობა თუ ისე არ ჩამსვა გრაფიკში, როგორც მე მინდა.... თუ არადა, მაგ სამსახურიდან ვაფშე წამოსვლა და სხვაში გადაბარგება...
6. ჩემი შვილით სადმე გასვლა და რამის გადაღება და პლიუს კიდევ ერთი ჩანაფიქრის გადაღება....
7. ახლა ლოგინისკენ წაფორთხიალება....
04.07.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen