გუშინ რაღაც ფილმს ვუყურე... ცრემლთაღვრით მთავრდებოდა და ნუ, მე რამდენადაც იშვიათად ვტირი რეალში, იმდენად ხშირად ვიცრემლები ფილმებზე და წიგნებზე... დაჟე, მულტფილმებზეც...
ჰოდა, ნუ ისედაც დასტრესილი ვიყავი და უცებ ფილმის ბოლოში, ამ "Fuck, რა ცუდად დაამთავრეს" შეგრძნებას დაემატა სიმღერაც, რომელიც ძალიან ცხადად მახსენებს, ძალიან უცნაურ პერიოდს და ადამიანს ჩემს ცხოვრებაში (ნუ, აქ ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ.... მე ასე ვხედავ)...
ჰოდა, ნუ ეს რა შუაში იყო, კიარადა, გადავიდეთ იმაზე, რომ ეს ლექსი გამახსენდა...
***
მე უჰორიზონტო არსებობაში ვკვდები...
აქ ემოციის მკვლელებს სძინავთ ირგვლივ და
არ შეიმჩნიო, თუ არაფერს გეტყვი...
ყავისფერი ფარდებით დააბნელეს სული და
გარეთ რა ამინდია- ნეტა, ვინმე მეტყვის?
ახლა ყველა უჯრედი ჩემში უსუსურია,
მინდა გადავიფარო ტანზე შავი პლედი...
იმიტომ რომ არ იძვრის ჩემს სივრცეში ჰაერი...
იმიტომ რომ “უჩემო” მუსიკაში ვკვდები...
მაშინ ჯერ კიდევ განვიცდიდი "ჩემს აღარ ყოფნას" იმ მუსიკაში, უკვე მარტო რომ მიწევდა მოსმენა...
But, things change :)
And above all things, I wish you love...
:)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen