კხმ...
ისა, ხო...
დავსერიოზულდეთ. ...
რა დროს დასერიოზულებაა, არადა:
აქ დავპოსტე ადრე გეგმები -> Zwischenbillanz
ჰოდა, 7 გეგმა იყო... ნუ, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ საღამოს დავიძინე და ის გეგმა უეჭველი ასრულდა, გამოდის, რომ 6 გეგმა იყო....
ჰოდა, მთავარი სასიხარულო:
აეეეეეეეეეე, ჩავაბარე!!!!
Info II ჩავაბარე!!!!
ანუ, არ მომიწევს გადაბარებაზე სირბილი და იმაზე ნერვიულობა რომ ზეპირ გამოცდაზე ამ საგნის გამო ვერ გავალ....
ისე, ღამის 2 საათზე დადეს პასუხები.... გავოგნდი :D
ჰო, ეს მთავარი...
სხვა:
- ინგლისურის ნიშანს სექტემბერში გავიგებ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დავწერე და გადავალ შემდეგ ლეველზე....
- ჩემი მერამდენიღაცე სამსახურის შეfს თავზე დაუმხობლადაც მოუწია გაგება, რომ ისე არაა, როგორც მაგას ჰგონია... :D
- Eff. Alg-ზე გავედი.... უეჭველი ვიცი, რო ვერ ჩავაბარე, მაგრამ ის ზემოთხსენებული ინფორმატიკის გამოცდაც მყოფნის. იმედია, პასუხი მალე მეცოდინება, მაინც.... მშვიდად რომ ვიყო, რომ ვერ ჩავაბარე :D
- ქორწილი უკარგესი იყო და
- მე და შვილმაც გადავიღეთ რაღაც ფოტოები, მაგრამ არც ისე მომეწონა და ახლა მეორე სეანსზე მოგვიწევს წვალება....
მაგრამ....
მმმმმმმმმმმმმმმ
just, გემრიელი დღეა.... ამ ყველა კარგ ამბავთან ერთად, ჩემს მთავარ სამსახურში ახალი პროექტი მოვიდა, რომელიც მე უნდა მოვუმზადო შეFობას და მონაცემების შეყვანა არ მომიწევს.... :ურა: გამიხარდა,იმიტომ, რომ მთელი 2 კვირა ყოველდღე უნდა ვიარო და მონაცემების შეყვანა რომ ეთხოვათ, თავს ჩამოვიხრჩობდი... ზედ მეძინება ხოლმე...
კიდევ ის, რომ ჩემმა დიშვილმა დიალოგების აწყობა ისწავლა:
- ანა, რა გქვია შენ???
- ანა... (უსწრაფესად ამბობს)
- და რამდენი წლის ხარ?
- ეთი....
:love:
მეორე დიშვილმა გამომიცხადა, ცურვაჟე დავდივარო და მაშჭავლებელი შეგვიჩვალეშო, და გოგო და გოგო არიანო, ერთშ ბევრი თმები აქვშო (ალბათ, გრძელი...) და მეორეშ ჩოტაო...
მარტო ცურვაჟე დავდივარო და ჩეკვაჟე და სიმღერაჟე არ მინდაო :D
:love:
22.07.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen