დავიღალე....
ძალიან დავიღალე...
და მგონი, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ ვარ ვალდებული, სხვების დღის გაფუჭების შიშით გავიღიმო...
თუ ვინმეს დღე გაგიფუჭეთ ამ პოსტით, sorry... (თავის დაზღვევა მაინც...)
დავასკვენი, რომ ყველაზე ისეთი.. ცუდი და დეპრესიული დღეები მაშინ მაქვს, როცა რეალურად რაღაც ურთიერთობის დასრულების + ვიღაცის დაკარგვის წინაშე ვდგავარ. ერთი მხრივ, კარგია, ალბათ, იმ პონტში, რომ ასე მაინც იგრძნო, რომ ადამიანი ხარ...
მაგრამ მეორე მხრივ... ძალა აღარ მაქვს, ვიფიტები და დავიღალე რა...
ვიყავი ისეთიც ერთ დროს, როცა ყველანაირად ცდილობ, არავინ დაკარგო... ვიბრძოდი, შინაგანად ბევრს ვითმენდი (როგორც წესი, გარედან ჩანს რატომღაც, რომ არ ვითმენ არაფერს...), არ ვიმჩნევდი... და გადავარჩინე რამდენიმე რაღაც, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... კარგი ბებერივით გამომდის, მაგრამ ალბათ, ეგოისტი ვარ... კიარადა, უეჭველი ეგრეა... საკუთარ ძალებს ვუფრთხილდები...
დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს... სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ... სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი... აღარ მინდა...
ან ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა.... :) ხზ....
ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...
ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...
ხანდახან, მთელი გულით მეცოდება
მიტოვებული "მე"...
ჩუმად, უხმაუროდ შევუღებ კარს
და სიცარიელეს ვუვსებ...
ხანდახან, პატარა ბავშვივით მიყვარდება
ჩემი გაბუტული "მე".
ლამაზ მოგონებებს ვუფრიალებ
თვალწინ სათამაშოებივით...
გაუხარდეს, წაეპოტინოს...
ხანდახან, თვალწინ ფეხქვეშ მითელავენ
მოტყუებულ, ნაფურთხებ, ნაცემ "მე"-ს.
გვერდით მივუწვები და
გახეთქილ ტუჩზე შემშრალ სისხლს ვწმენდ...
ხანდახან,
ხელიდან მეცლება...
აღარ მიჩერდება, გამირბის...
და ვერ მოვუარე...
ზემოდან დავცქერი -
მიკვდება "მე"...
24.07.08
ამ სოპლებიანი პოსტის მერე პოზიტივისკენ გადაბარგებაში უნდა დავპოსტო !!!
ბალანსი თუ რაღაც ეგეთი რო შევაკოწიწოთ...
:ცინიზმიგადაგვარჩენს:
:yes:
24.07.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ბოლომდე ვერ წავიკითხე პოსტი - sorry...
AntwortenLöschenშენც იგივეს გისურვებ და ხშირად!;)
მეც კარგ ხასიათზე ვარ, და ბოლომდე წავიკითხე კიდევაც, და მაინც კარგ ხასიათზე დავრჩი ))
AntwortenLöschenიიმიტომ, რომ მაინც გადალახავ ყველაფერს.
და კიდევ, არც ერთი ურთიერთობა არ ღირს საკუთარი თავის გადაბიჯებად და ტკივილის მიყენებად.
Screw them all.
p.s: How I wish you were here )))
@jaco,
AntwortenLöschen:)
ნწ, არ გაიფუჭო დღე ... :)
@ dodka,
აი, ბოლო აბზაცში როგორ მართალი ხარ იცი???
აი, ძალიან...
და იმედია, თეორიულად რომ ვიცი ეგ, როდისმე, ერთხელ მაინც თავის დროზე გავატარებ პრაქტიკაში...
და + ამას: ამ კონკრეტულ შემთხვევაში თურმე იიიმდენად არ ღირს... ვხვდებოდი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი...
და გაოგნებული ვარ, ყურებს არ ვუჯერებ + ჩემს თავზე გაბრაზებული ვარ, ტიპიური :უტვინოქალივარყველაფერიმჯერა: რომ გავიჩითე, როცა წესით, თავი ცოოოოტა ჭკვიანი მგონია :D + რაღაც არსებობს რა... და მე რო მგონია ცუდი ამბები მემართება, თურმე პირიქით... :D :D :D
უგაოგნებულესი ვარ....
ჯერ ჩვენ უნდა ვისწალოთ საკუთარი თავის მოსმენა და პატივისცემა, თუ გვინდა სხვებმაც იგივე გააკეთონ.
AntwortenLöschenთუ ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს, სხვები რატომ არ იზავენ ამას?
აი ნახავ, როგორც კი შენს შეხედულებებს, მოთხოვნებს და პრინციპებს პრიორიტეტულს გახდი, შეცვლება დამოკიდებულება შენს მიმართ...
მეც სწავლის პროცესში ვარ ჯერ და სულ ეხლახანს დავიწყე, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თავს ამ გზაზე და ყველას ვინც გადავწყვიტეთ ვუთხრათ ამ ყველაყას რომ ჩვენც ადამიანები ვართ !!!!
:)
მინდოდა დამეწერა ქვეყანას და რაღაც სასაცილო სიტყვა გამოვიდა :D :D :D
AntwortenLöschenაუ რამდენი დრო გავიდა და რამდენი შეცდომა დავუშვი, სანამ თეორიული ცოდნის გაპრაქტიკულება შევძელი, ხომ ვერ წარმოიდგენ :დ
AntwortenLöschenახლაც ყოველ დღე მიწევს პატარპატარა ბრძოლები საკუთარი ტავისთვის - მაგარი ადვილია როცა ვინმე გიყვარს და ყველაფერი კარგადაა, რომ მოდუნდე და მოუეშვა და - ოჰ მერე რა კაცო არ წავალ იქ, არ გავაკეთებ ამას, რა უჭირს-ები შთააგონო საკუთარ თავს და მერე მალევე იწყება თავის კარგვა და გათქვეფა რაღაც გაუგებრობაში... ))
me-s tu davukvirdebi sos-is situaciaa, magram chems mes exmaureba kargad:) gadmocemistvis originaluri forma gakvs gamokenebuli. dzaan magaria
AntwortenLöschendanke :)
AntwortenLöschen