07.01.11

მე რომ...

მე რომ შენ ვიყო, მოვიდოდი და გეტყოდი, რომ არსადაც არ მივდივარ. რომ შეიძლება, შენ ხარ მშიშარა და გარბიხარ, ან მაგდებ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოვალ და გეტყვი, რომ ვრჩები, იმიტომ რომ, ვიცი, ეს ყველაზე მეტად გჭირდება...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ის, რასაც მე გაძლევ, იმაზე გაცილებით მეტია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუცია შენთვის და არცერთ, არცერთ ნამცეცს არ წაგართმევდი...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ყოველი ჩემი მოსვლა შენთვის ჩემგან სუსტს კი არა, ყველაზე ძლიერს ხდიდა...


მე რომ შენ ვიყო, მეცოდინებოდა, რომ შენი სიმშიდე ვარ; ის ადგილი ვარ, სადაც დაღლილი, ძალიან დაღლილი მოდიხარ და ისვენებ...

მე რომ შენ ვიყო, არ გავიქცეოდი, იმიტომ რომ, როცა მე მე ვარ, გამბედაობა არ მყოფნის და გავრბივარ...




პ.ს.
დრაფტებში აღმოვაჩინე და ძალიან გამიკვირდა. როგორც წესი, თუ ვპოსტავ, ვაქვეყნებ კიდევაც.

გადავხედე და გამეღიმა. ამათგან 1 სიტყვაც აღარაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ან ძვირფასი, იმ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, რამაც დამაწერინა...

it happens ... :)
And sometimes, it's good that it happens :)

2 Kommentare:

  1. ანუ, შენ რომ ის იყო, ის იქნებოდა შენი სიმშვიდე თუ პირიქით?
    ვერ გავიაზრე :დ
    "პირიქითს" რაღაც ვერ ვიჯერებ :D

    AntwortenLöschen
  2. @ ზურ, loool
    მეგობარია სტუმრად და ისე ხმამაღლა ავხარხარდი, შეეშინდა.

    მართალი ხარ, რომ "პირიქით" ვერ იჯერებ :D

    აბა, მე ვინმესთვის სიმშვიდის მომტანი ვარ?
    :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates