09.01.11

წლის კომპლიმენტი... so far!

მე დავრწმუნდი, რომ მამრები კომპლიმენტის სკოლაში დადიან, კომპლიმენტის სახელმძღვანელოებს ყიდულობენ, სერთიფიკატს იღებენ და მერე დიდ, ვრცელ ჰორიზონტზე აფრქვევენ ამ წიგნებიდან დაზეპირებულ ფრაზებს. :D

ამიტომ ჰგავს ყველა მათი სიტყვა ერთმანეთს. ჩემს შემთხვევაში, უკლებლივ ყველას კომპლიმენტი დიდი Fail-ია. რამდენიმეზე კიდეც დამიპოსტავს, მაგრამ ახლა დაძებნა მეზარება. თუ დაინტერესდით, სათაურის გასწვრივ განთავსებული tag-ებიდან "კომპლმენტი" აირჩიეთ და გადახედეთ.

ბოლო "კომპლიმენტი":
მე- აუ, მაგრად მშია.
მამრი- არა უშავს, შენ 2 დღეც რომ არ ჭამო, არაფერი მოგივა, მარაგი გაქვს...
მე- (ხელი მიმაქვს ჩემს წელთან) ხო არა?!
მამრი- (ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ დიდი სლეობა თქვა) ჰო. აი, ამ გოგომ კი აუცილებლად უნდა ჭამოს, სუსტია და მარაგი ერთი დღეც არ ეყოფა. (მეორე სლეობა სტუდიაში)
მე- ჰმმ... (ვიღიმი, რაც ძირითადად იმას ნიშნავს, რომ თქვენ სლეობას საზღვარი არ აქვს!)


პ.ს. არადა, ჩვეულებრივ ტანზე ვარ. :D
პ.პ.ს. ბულემიას და ეგეთებს მაინც ვერ ამკიდებთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, იმჰო!!!

4 Kommentare:

  1. ისე ქრისტი ადრეც აღვნიშნე რომ ძალიან გახდი, ხოდა მხოლოდ ჰულა-ჰუპით მიაღწიე მაგ შედეგს?

    AntwortenLöschen
  2. @ clown,
    მარტო ჰულა-ჰუპით არა, მაგრამ უდიდესი წვლილი მიუძღვნის :D

    AntwortenLöschen
  3. იქნებ კომპლიმენტი კი არა, შეურაცხყოფა უნდოდა? :D

    AntwortenLöschen
  4. @ კნუტი, ჰაჰაჰა
    არა, აშკარად ცდილობდა კომპლიმენტი გამოსვლოდა :D

    (მამენტ, შეიძლება არც :D)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates