18.01.09

უნდა დავდო, რაა...

დღეს, ანუ 19 იანვარს, ღამით, უკვე მესამე წელია, ვუსმენ ერთსა და იმავე ფოლდერში მოთავსებულ სიმღერებს. ფოლდერის სახელს არ დავწერ. საერთოდ, ამასაც არ უნდა ვპოსტავდე, შეიძლება, მაგრამ ამ ბლოგზე, არ მგონია, ისეთი ვინმე იხედებოდეს, ვინც პარალელებს გაავლებს პოსტთან. იმიტომ კი არა, რომ რამის მეშინია... უფრო იმიტომ, რომ, ზოგადად, ადამიანებს, ვისთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს, არ ვუქმნი პრობლემებს. შეიძლება, კი არა, დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა აღარაა წლების წინანდელ ამბებში, მაგრამ მაინც არ გამიხარდება არანაირად, ჩემდა უნებურად ვინმეს სირთულეები რომ შევუქმნა.
რაც შეეხება კარგ მოგონებებს, ყველაფერი მაინც ფარდობითია... კარგთან ერთად, უუუამრავი ცუდიც შეიძლება გავიხსენო ამ მთელი ამბიდან. უფრო მეტიც, დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ის კარგი მართლა იყო და რომ ვიღაცა ჯგუფურად არ ხალისობდა და თხზავდა ისტორიებს. ალბათ, ვერც ვერასდროს გავარკვევ, მაგრამ ეს არცაა არსებითი.
შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მიხვდე, რომ რაღაც ვერ გააკეთე კარგად, შეიძლება მთელი ცხოვრება პირიქით გეგონოს და შენი საქციელით ამაყობდე, შეიძლება გულის სიღრმეში სინდისი გქენჯნიდეს, მაგრამ რეალურად, ყველას აქვს გამოცდილი, რომ ეს არსებულ სიტუაციას არ ცვლის. :)
ჰოდა, რაც მე ვიცი ამ ისტორიიდან, არის ის, რომ სწორადაც მოვიქეცი და შეცდომებიც დავუშვი, რაღაც ვისწავლე, რაღაცის რწმენა დამეკარგა, რაღაც გამიხარდა, მაგრამ უფრო მეტი მეტკინა და რომ, ეს თურმე კატასტროფა არაა. ვამაყობ ჩემი თავით, რომ არ დავიბოღმე. :)
ახლა მაგ ფოლდერში აღმოვაჩინე ჩემი დასეივებული .txt ფაილი. რა საწყალი ვარ, რამ შემანახინათქო, კი ვიფიქრე, მაგრამ რომ წავიკითხე, მაინც გამეღიმა... :)

ჰოდა, ეს სიმღერა



და ფოტოც






და მოვრჩი ქაქანს :)

2 Kommentare:

  1. isa RA QVIA
    ar vic mara titqos pozotiuri posti ki arada just chanaceri zogjer iseti emociebit gaqvs datvirtuli rom realur gancyobas ver vigeb :D

    AntwortenLöschen
  2. @ ჩორვენი,
    აბსოლუტურად ვამართლებ ბლოგის სახელწოდებას.
    :D

    ანუ, საერთოდ, მთლიანად გახსნილი საკუთარ თავთანაც არ ვარ, მგონი და ამიტომ, ცოტა დამაბნეველი პოსტებია, მაგრამ, რეალურად, ზუსტად ის განწყობა მაქვს, როგორითაც ვწერ ხოლმე. უბრალოდ, ქაოსი ემოციები მაქვს და ბერვი ჩანს ერთი შეხედვით :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates