პირველი- ანუ, სულ თავიდან რაც მქონდა, ახლაც ის მაქვს. წლების მანძილზე ბევრი კონტაქტი მომიგროვდა. ამათგან ყველას ვიცნობ :D სულ ჩართულია, როცა სახლში ვარ. მაშინაც კი, თუ მძინავს. ნაგლად არ გავდივარ და მაქვს busy იარლიყი მუდმივად. ვერ ვხვდები სკყპეში დამალვის ფილოსოფიას, აი ვითომ offline რომ არიან.მაინც ყველა ხვდება და რა აზრი აქვს. უფრო ტეხავს. ხშირად არც მე ვარ ყველასთან ლაპარაკის ხასიათზე. ვხედავ, რომ ვიღაცა მწერს, მაგრამ თუ არ მაქვს სურვილი, ვუპასუხო, არ ვპასუხობ. ვერ მომედავებიან, რომ დავაიგნორე... იმხელა წითელი აგური მადევს გულზე :D ზოგისთვის შეიძლება თავხედობა ეს უფროა, მაგრამ იმასაც ვერ მოვატყუებ, რომ არ ვიყავი და ვერ ვნახე მოწერილითქო. როგორც წესი, მოგვიანებით ვპასუხობ ხოლმე, როცა მაქვს დრო. ის წითელი აგური იმასაც ნიშნავს, რომ არ გცალია რაღაც კონკრეტულისთვის, მარტო იმ მომენტებისთვის კი არაა, როცა სწავლობ :D
მეორე- გავაკეთე სპეციალურად უსაქმური ნათესავებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყოველდღე მინ. 3 საათი მაქვს დრო საჭორაოდ... :D
მესამე- გავაკეთე გუშინ. სპეციალურად იმ პერიოდისთვის, როდესაც თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებთან მინდა კონტატქი და დანარჩენები მძაბავენ. ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ადამიანია ლისტში: ანი და ზურიკა .
ამათ აუცილებლად დაემატება კიდევ ორი ადამიანი, ამათგან ერთი ჩემი უმცროსი ძმაა (სკყპეზე მიუწერია, მიყვარს ჩემი დაო ).
დანარჩენი ნახ. პირველი სკყპეც ეყოფათ
21.01.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
რაღაც მსგავსი მეც უნდა მოვიფიქრო, თორემ უკვე ბევრი აენთო, ძაან ბევრი. ზოგიერთის ვინაობა კი საერტოდ დამავიწყდა :)
AntwortenLöschenDieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschenჩეთან მასე განვითარებულები ვერ არიან, დამალული რომ ვარ რომ მიხვდნენ, ანუ ვერ წარმოუდგენიათ ეტყობა, ნუ ისევ ის გულუბრყვილო ნანიკო ვახსოვარ ყველას და ამიტომ დამალული მოდუსით საკმაოდ კარგად ვსარგებლობ, იმას ვეკონტაქტები ვისი ხალისიც მაქვს. ისე შენი აგური ხანდახან ნერვებს მიშლის იმიტომ რომ ვიცი რომ ხედავ და როცა გაგისწორდება მაშინ მომწერ, ამიტომაც გიფეთქებ ხოლმე რომ მომწერო.ისევ დარეკვაზე გადავედი...
AntwortenLöschenისე დღეს ის აგურიც არ გიდევს, ტელეფონზეც არ მპასუხობ არადა ეკლესიაში უნდა შევხვედროდით. იმედია ცოცხლებში წერიხარ...ავნერვიულდი შენ გაოხრებულო. მერე კიდე იმ შენ აგურდადებულ სკაიპს მიაწერ რომ არავის არ ვუყვარვარო. კაცების დედაც მე . თვალების ექიმთან მივიდნენ ის დროა ნუ...........
მე სკაიტი აRარ დამჭირდებაა :p (imedia :emo: )
AntwortenLöschen@ Naniko,
AntwortenLöschenესე იგი, უნდა გასწავლო, რომ ერთ ზარს თუ არ ვუპასუხე, 200 ზედიზედ აღარ უნდა დარეკო. :D
@ Tamta, შენ რად გინდა სკყპე. მაინც მიუწვდომელი ხარ სამარადჟამოდ :mo: