28.01.09

თემა შემომიგდეთ

ოდა, ამდენი დღე სად ვარ?

აქ ვარ, არსად არ წავსულვარ. ვკითხულობ სხვების ბლოგებს, ვცდილობ რაღაც ვიმეცადინო, 8234987364547 ცალ პრობლემას ერთი მაინც გამოვაკლო და ასე...

ესე გი, ეს არ იქნება წუწუნ-პოსტი. ეს იქნება, აი პოზიტივში გადაბარგების პოსტი!!!!

"Was nicht passt, wird passend gemacht" პოსტი. ამიტომ, გავიხსენებ, რა გავაკეთე კარგი ამ კვირასა შიგან....


- გავაგზავნე მაილი ახალ ჯობზე და 1 კვირის შემდეგ მოვიდა პასუხი, CV მოაყოლო ეგებო... ახლა ველი ლუბაჩკას, რომ გადამიღოს სურათი და გავუშვა... მმმმმ... ოოო, ეგ თუ გამოვიდა, კაი იქნება...
სამსახური: რაღაც ინტერნეტ-ტესტების მომზადება და მერე მათი დამუშავებაო. რაღაც მედიის ფირმაში თუ ტელევიზიაში თუ რაღაც ეგეთში. თან აქვეა ჩემთან ახლოს, დროს ვიგებ ბევრს მისვლაში. მართალია, ძველიდან წამოსვლა მომიწევს, მაგრამ პლიუსები აქ უფროა. თან 9 თვეა მარტო და ისევ დავბრუნდებითქო, ძველში დავიბარე


- ერთ-ერთ საგანში ჩავაბარე ყველა დავალება, ანუ გამოცდაზე გასვლის უფლება მოვიპოვე. იმედია, გამოცდას ჩავაბარებ.

- ველაპარაკე მამაჩემს. მაგრად მაკაიფა ჩემს ძმაზე... I love my Dad and I love my Bro (მარა უმცროსი Bro :D )

- ველაპარაკე ანას. გამომიცხადა, ბებომ ტუკიკი მიყიდაო რო გაიზრდება, წავაკითხებ ბლოგზე, რეებს სულელობდა ხოლმე :D

- ვიყავი სუშიზე თანამშრომლებთან ერთად.... მმმმ... აი, გასკდომამზე შემიძლია ვჭამო...


- დავიმატე facebook ზე რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც რეალში არ ვიცნობ, ასევე თანამშრომლები და ერთიც 2 წლის წინ შემთხვევით გაცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი, რომელსაც საქართველოზე აბოდებს. რამდენიმე წლის წინ ვირტუალური ნაცნობობების ცუდად დამთავრების შემდეგ მსგავს რაღაცეებს ვერიდები ხოლმე, მაგრამ ახლა დრუგოე დელო, მორიდებული ნაცნობობა მაქვს :D


- ჩემს დას გავუგზავნე ჩემი ძველი SE 850i


მე 4 თვის წინ გადავედი ამაზე: XDA-Diamond


- შემიყვარდა ახალი Baby-face ტიპი... . ნუ, შემიყვარდა, რა... შიგადაშიგ ახალი სახეებით აღვფრთოვანდები ხოლმე. სურათის ქოფირაითი არ მაქვს, ამიტომ ვერ დავდებ (სხვებზე ხომ მაქვს, აი ), ზატო ლინკს დავდებ, ჩემი ნაცნობი ფოტოგრაფის მოდელია
აი, ლინკი
მმმმმ... გემრიელ
მივიღებ იდეებს, როგორ გავიცნო :D

- ერთ სოც. ქსელზე შემთხვევით აღმოვაჩინე მამაჩემის ჰამბურგში მყოფი დეიდაშვილები და გავიცანი (დიდები არიან ჩემზე გაცილებით და ამიტომ მე არ ვიცნობდი). ჰამბურგში წავალ ახლო მომავალში, ანუ...


- გავიგე ერთი ძალიან კარგი ამბავი, ჯერ ვერ გავაბაზრებ, ჯერ ჩშშშ.... მაგრამ , აი ძალიან კააარგი ამბავია და ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ დადებით პასუხს... მმმმ....




ჰო, მეტი რა, ვუვლი გაი+რიჩის წარმატებით...

და ვიქმნი განწყობას, უმეტესწილად ჯაზით :)


"შემიქმენით განწყობა, ქალბატონო..." (c) მე :)


ვსe...

5 Kommentare:

  1. vaime ra simpatiajkaa is tipiiii :D

    rogor gaicno? rogor da cadi gadagebaze im nacnob fotograftan :D
    an kidev shenc daicye modeloba :D
    an ravi ravi :D


    uh uh!!

    AntwortenLöschen
  2. უუ, სუშიზე მეც მასევარ. უზომოდ ვჭამ და მერე ცუდად ვარ ამდენი ბრინჯისგან :(

    AntwortenLöschen
  3. სოციალური ქსელები რომ მესმის, ეგრევე www.face.ge დარეკლამება მინდება :)

    რა ინციდენტი მოხდა?

    AntwortenLöschen
  4. @Katten,
    მე იმიტომ ვჭამ უზომოდ, რომ კაკრაზ ისეთი, მსუბუქი საჭმელია...


    @ Dv0rsky, უF, მანდაც ვარ დარეგისტრირებული და სული 2 მეგობარი მყავს... ვერ დავუმუღამე... ჩემებიც არ არიან და :(

    AntwortenLöschen
  5. @ჩორვენი,

    mmm... რა უბედური ვარ, ეს ბეიბიfეისები რომ მომწონს :(

    მე და მოდელობა ცოტა ვერა :D
    ფოტოგრაფობა ხომ არ დავიწყო, ნეტა. მოდელად ავიყვანდი :lol:

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates