ახლო წარსულში რამდენიმე თარიღის ჩამოთვლა შეიძლება, რომელთაც ვერ ვიტან....
ერთი ასეთი 5 აგვისტოა, 2007 წლის...
მეორის 2009ისეული ვერსია მალე იქნება და კერძო პოსტი მიეძღვნება, ალბათ.
ჰოდა, LadyCrow-ს ბლოგზე დღიურების თემაზე გაკეთებული პოსტი როცა წავიკითხე, ჩემს ერთადერთ დღიურს (ბლოგს თუ არ ჩავთვლით და იმ დღიურსაც გადაჭარბებულად თუ ვუწოდებთ დღიურს) გადავხედე და ეს ვიპოვნე
****
სიკვდილივით ცივი
ზღვასავით შავი
დაღლილობასავით აუტანელი
კითხვები, რომლებსაც ვერ სცემ პასუხს.
ვერც მე
მე ჩემიც ბევრი მაქვს კითხვის ნიშანი...
აკრძალეთ პუნქტუაციის ყველა წესი
წერტილის დასმის გარდა.
აკრძალეთ ყველა გრძნობა
ინდეფერენტულობის გარდა.
და დამაყარეთ აი, ის შავი მასა...
წყევლაა რაღაც...
05.08.2007
პლიუს ამას კიდევ 2 ჩანაწერი, რომელიც ფრიად წრეგადასულად პირადია...
ჰმმმ.... ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის შემდეგ კითხვებს პასუხი გაეცათ.
თავის დროზე ლექსის იდეა იყო წერტილის გარდა ყველანაირი სასვენი ნიშნის ამოღება, მაგრამ ორი მძიმე მაინც გამეპარა :D რა ვქნა, ქართულში კარგი მასწავლებლები მყავდა :D კი აღარ მეტყობა, მაგრამ ამ მძიმომანიას ვერ გადავურჩი....
22.02.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ეეი,რა მაგარი ლექსია :უპ:
AntwortenLöschenჩემი ძველი ჩანაწერები ეგრე კარგად არ გამოიყურება :უსერ: სულ სხვანაირი ვიყავი მაშინ : )))
@ LadyCrow,
AntwortenLöschen:user:
ნუ, ეს არც ისე ძველია...
სულ რაღაც 2 წლის წინ...