ანუ, პოსტი ფულზე....
გადაგდებების ისტორია გახსოვთ? აი, ვინმეს რომ ეტყოდნენ, რომ ბრატ, აი ძმა მიკვდება და იმენა რამე თუ გაქვს დამეხმარე, 2 კვირაში დაგიბრუნებ და მსგავსი ბულშით... ყოველთვის ვკაიფობდი მსგავს რამეებზე და რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც მოვყვებოდი ასეთ შარში...
მსგავსი ისტორიებიდან გამოსავალიც გემახსოვრებათ, ვიღაცა მაგარ ძველ ბიჭს დააყენებდნენ ხოლმე მსგავს იმბეცილებს და თანხის კვადრატს ახდევინებდნენ უკან ....
ჰოდა, დრო შეიცვალა, ძმაო... ახლა სამართალდამცავებში მომუშავეები აწერენ სხვებს ფულს და ბესპრიდელობენ, იმ იმედით, რომ ნუ... ძველები შეყარეს ყველა ციხეში და აწი, ჩვენ გწველითო...
ჰოდა, ახლა ვზივარ აქ მე, ერთი პატარა გოგო და ვიცი, რომ ზემოთხსენებულ სქემას არ მივმართავ არასდროს, ჩემი შეცვლილი თუ როგორიც არის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ისიც ვიცი, რომ ზუსტად მაგის იმედი აქვს იმ იმბეცილს, რომელსაც გაჭირვებისას გავუწოდე დახმარების ხელი და შიგ ჩააფურთხა ბოლოს... მაგრამ ისიც ვიცი, რომ მაგ ფულს ვარწყევინებ უკან.... ვოტ.... ნახ. მაგარი ბიჭები!!!! ჩემზე მაგარი ბიჭი არ შეხვედრია ჯერ მაგას !
ეს ყველაფერი რას მოვაყოლე????
იმას, რომ 27ში Oasis-ის კონცერტია და ბილეთი ღირს 42 ევრო და არ მაქვს ფული, რომ წავიდე....
იმას, რომ დაზღვევა არ მაქვს გადახდილი ამ თვეში და თირკმელებმა მორიგი გატრაკება ახლა მოინდომეს და ვერ მივდივარ ექიმთან და როდის დამისტუკებს მარცხენა თირკმელი, არ ვიცი...
იმას, რომ ჩემი სწავლისთვის გადადებული ფული გავუგზავნე კლასელს, რომელსაც ძალიან უჭირდა და დეკემბრის შუაში მოსაცემი ჯერ არ მოუცია და ყოველ დარეკვაზე "ხვალ მიგზავნის" და ბოლო დარეკვისას, ერთ საათში დაგირეკავთქო, რომ ვუთხარი, 1 საათში ტელეფონი გათიშა.
იმას, რომ მერე მე მომიწია ფულის სესხება, რომ უნის გარეთ არ დავრჩენილიყავი....
იმას, რომ, ამის შემდეგ, ვინც არ უნდა დამირეკოს და რამდენიც არ უნდა მთხოვოს ყველას ნახ. გავუშვებ, იმიტომ რომ, ჰგონიათ, რომ ეს ფული ჩემთვის არაფერია....
იმას, რომ, ასეთი ხალხი რომ მუშაობს სამინისტროებში, სადაც წესით უკანონობას ებრძვიან, იმიტომ აქვს ჩვენს ქვეყანას გადებული ღრმად და კარგა ხანი ექნება კიდევ.
არადა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ მითხრა ჩემმა მეორე კლასელმა ისეთი რამე ამ იმბეცილზე, რომ კიდევ მაგასთან კონტაქტი რომ მაქვს, გასაძუყნი ვარ მაგარი... მიეცი შანსი ადამიანებს არა ისა ....
22.02.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
NO NO NO!
AntwortenLöschenაუცილებლად უნდა მისცე ადამიანებს შანსი, სხვანაირად არ შეიძლება. ადამიანებს გაიცნობ და მიხვდები, ზოგი იმსახურებს, ზოგი - არა, მაგრამ მაინც ღირს :) 42 ევროს იშოვი და უფრო მეტსაც, მაგრამ ადამიანების გარეშე ძალიან გაგიჭირდება. ეს ჩემი აზრია და ბუნებრივია, არ არის აუცილებელი ყველასთვის მისაღები იყოს.
@ Sophie,
AntwortenLöschenარა, აქ რეალურად არ არის 42 ევროზე საუბარი, ეს just, ბილეთის ამბავში :D
რაც შეეხება შანსის მიცემას, ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ნაწილობრივ. არის შემთხვევები, როცა უბრალოდ აღარ გინდა რა...
აღარ გინდა, რომ სულ შენი მიცემული შანსის დაიგნორებაზე გადიოდეს ყველაფერი...
ნუ, მე აღარ მინდა...