24.02.09

They call me...

სადღაც 24,5 წლის წინ, საგვარეულოში იყო დიდი კრება, სიაში ჩამოწერილთაგან რომელი სახელი აერჩიათ.
სია გარეთ გამოაგზავნა დედაჩემმა, მას შემდეგ, რაც მე მოვევლინე გურჯისტანს (ჯერ კიდევ საბჭოთა დრო იყო და გაკვირვებები, ტიპა, "აუ, მამაშენი არ ესწრებოდა?" არ დავინახო )
სია შედგებოდა ერთმანეთზე უცნაური და უროდი სახელებისგან. მას შემდეგ, რაც სრულ ჭკუაზე ვარ, დედაჩემთან მაქვს 2 საათიანი პოლემიკები, თუ რატომ მოუვიდა თავში აზრად ამ 3 სახელიდან ერთერთის არჩევა:

ლანა - ტიპა ჩემი დის სახელთან გარითმავდა :D

სტელა – :ღმერთოჩამცხეურო:

და ქრისტინე



საწყალი ბიძაჩემი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დაფიქრდა და ვინაიდან ვერ ეტყოდა, რას უშვრებით ბავშვს, რას არქმევთო, შეეცადა, უროდ სახელებს შორის ნაკლებად უროდი აერჩია და დამარქვეს ქრისტინ.
ამ სახელმა და მითუმეტეს ბოლოში "ე" ასომ გამიმწარა ბავშვობა.
ნუ, აფხაზეთში ბევრი რუსი და აფხაზი იყო ამ სახელით, მაგრამ, აი, თბილისში, მე ვიყავი ყველგან ერთადერთი ქრისტინე.
ბრრრრ...
დამაკომპლექსა ის სიტყვა არაა... გამაუბედურა ამ სახელმა.

მერე, 16ის რომ გავხდი და პირადობის მოწმობის ასაღებად მივედი, ლამის იარაღის ძალით შევაცვლევინე ბოლო ასო და გავხდი ქრისტინ. თქვენთვის, ალბათ, არანაირი განსხვავება არაა,მაგრამ ჩემთვის ოოოო....


გარდატეხის ასაკში ადამიანების გაცნობას ვერ ვიტანდი, იმიტომ, რომ ჩემი სახელი უნდა მეთქვა...

2003 წლიდან კი ყველაფერი შეიცვალა რადიკალურად. რატომ? იმიტომ, რომ დოიჩლანდში წამოვედი და აქ 10–დან 4 ქრისტინა, ქრისტინე, ან ქრისტიანეა...


და 19 წლის ასაკში პირველად მივხვდი, რა ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ამბობ სახელს, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად აღიქმება... მაგრამ რად გინდა?! ჩემი გვარი ენის გასატეხია აქ. ნუ, გვართან საერთოდ სხვა დამოკიდებულება მაქვს და იმდენად ჩემია, რომ უცნაურზე უცნაურიც რომ იყოს, არასდროს მექნება ისეთი პრობლემა, როგორიც სახელთან დაკავშირებით მქონდა.


ჰოდა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ: მერვე კლასიდან ავარჩიე ჩემი შვილების სახელები: ირაკლი, ლუკა და ლილე (ან თეკლა) და ჩემი შვილები რომ ამიმხედრდნენ და ეს რა დაგვარქვი, დეო, როგორ უნდა ავუხსნა, რა კრიტერიუმით ავარჩიე სახელები??? just,მომწონდა და ვსe?...



ეს ამხელა ამბავი რას მოვაყოლე???
just, მინდოდა დამეწერა, რამდენი სახელი მქვია.
დავიწყეთ:

ქრისტინე– ჩემი დამრიგებელი, რამდენიმე მასწვალებელი და ჩემი ერთი მეგობარი დღემდე ასე მეძახიან და ჰოი, საოცრებავ: ამათგან ჩვეულებრივ აღვიქვამ. სხვამ რომ ასე მომმართოს, ალბათ ყელში ვწვდები

ქრისტინ – ნუ, ასე მომმართავს ყველა უცხოელი ... უფრო სწორად, გერმანულად ქისთინა ვარ

ქრისტინ– ასე მომმართავს ორად ორი ადამიანი: ანი და ჩაკრულო ... :)
ქრისტ – ასე მომმართავენ კლასელები და ყოფილი კურსელები. ასევე სახლშიც, ოჯახის წევრების ნაწილი...

ქრისტ– ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული მიმართვა, რომელიც ურეკში ჩემი ლიდერისგან იღებს სათავეს და აქ მყოფი ყველა ქართველი მეგობარი ასე მომმართავს.
+ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მიმართვა... :)

ქრისტ და ქრის– ზემოთხსენებული ქრისტ–ის შემოკლებული ფორმები. მაგათ კიდე შემოკლება უნდათ? ისევ და ისევ გერმანიაში გავრცელებული მიმართვა :D


ჰოოოდა, ახლა მოდის პრიკოლები:
ქიტო– ჩემი დის ნათლია და რამდნეიმე ნათესავი.
ცისტო– დედაჩემი მოფერებით
დააააა
ქისო – მეზობლები და სანათესაო და ოჯახშიც ...


რა დავაშავე :D


პლიუს,

კატა– დედაჩემი მეძახის. სახელს აქვს ნეგატიური და პოზიტიური დატვირთვა, გააჩნია, დედაჩემი როგორ ხასიათზეა და მე რა დავაშავე.

ვირთხა– ჩემი უფროსი ძმის მიერ გამოგონებული მოფერება... (ახლა მაინც ხომ გასაგებია, რა პონტშიც ვომობთ :D)

ლოპესა– დამარქვა მეგობარმა, რომელიც ქრისტინს მეძახის... ისტორიის მოყოლა მეზარება :D მაგრამ დავიწყებას მიეცა უკვე, ასე რომ, გავატაროთ...

კრისწი– პირველად ასე მომმართა 29–მ. რამდენიმე ფორუმელი მეძახის კრისწის... na ja, კიდევ კარგი ძალიან ფეხმოკიდებული ფორმა არაა... :D

ზაირა, ზაირა დეიდა, ზაირაჩკა– ანიამ დამარქვა, ფორუმზე ჩემი ძველი ნიკის ამბავში. მომმართავენ ის ფორუმელები, რომლებიც პირადად გავიცანი 2 წლის წინ.

ჰმ... მეტი არ მახსენდება ამ წუთას...



და კიდევ ერთი უცნაურობა: ზუსტად ვიცი, სად რას მეძახიან და იმ გარკვეული ჯგუფისგან არასდროს მიკვირს.
რაღაც ზედონეც არ ვეძრობი და არ ვუკადრისობ სახელებს. თან რაღაც პირის დაღებამდე გამიკვირდებოდა, მეზობლები, რომლებიც ქისოს მეძახიან ერთ მშვენიერ დღეს ქრისტი–ზე რომ გადავიდნენ... ყურში მომხვდება...


ჰოდა, მორალი ამ ისტორიიდან: სანამ "ქრ" და "სტ" იქნება მიმართვაში, გამოვეხმაურები.


კიდევ ერთი მორალი ისტორიიდან: ვირტუალურ ამბავში Chaotic ვარ (ანუ, ქეოტიკი და არა ჩაოტიკი :D )

და კიდევ საერთო ჯამში მორალი: არა უშავს სახელი მაქვს. ადამიანების გაცნობა აღარ მიტყდება :D


ვიდეო, რომელმაც ამ პოსტისკენ მიბიძგა.

სორრი, ოფიციალურ ვერსიებს გათიშული ჰქონდათ ჩამატების ფუნქცია :(

12 Kommentare:

  1. ნუ გადამრიე, ადამიანო! ქრისტინე გერქვა მაყვალა ხო არა? :P ასეთი მშვენიერი სახელი. ე- შეიძლება ცოტა გიტეხავდა, მაგრამ ლანას მაინც ჯობია :ლოლ: ახლა გამახსენდა, საბერძნეთში ქრისტინა გამოითქმის, როგორც ხრისტინა :) ჩემს ახლო მეგობარს ჰქვია და მომწონს ეს სახელი ძალიან. ქრისტო/ხრისტო კიდევ ბიჭებს ჰქვიათ, რამდენადაც ვიცი. (სახელებზე საუბარი ისე მიყვარს, ვეღარ ვჩერდები)

    AntwortenLöschen
  2. ახლა გავიგე შენი სახელი და ისა...

    ისე მევასება ააურობა და შენც, რომ ჩემთვის "კრის" ხარ...

    ოღონდ რუსულად არა, ქართულად.

    AntwortenLöschen
  3. @ Sophie,
    აუ, ახლა ცხადად წარმოვიდგინე, სად ვიქნებოდი, მაყვალა რო ვყოფილიყავი :D


    ხრისტოს რაც შეეხება, მართალი ხარ, ბიჭის სახელია. საბერნეთში ხრისტინიი ასე მეძახდნენ, ბოლო ხმოვანს წელავდნენ.



    @ Kate,
    არადა, კომენტები რომ არ მხვდებოდა, ვიფიქრე, აღარ კითხულობსთქო :)

    მარა, რო დაუფიქრდე, მე ძალიან იშვიათად ვაკომენტებ ბლოგებს...
    :user:

    AntwortenLöschen
  4. გადასარევი, ლამაზი და სასიამოვნო სახელი გაქვს და მდიდარი ადამიანი ყოფილხარ, რომ ამდენი ნაირსახეობა ყოფილა შენი სახელის. თან ესპანელებს თუ დავუჯერებთ, რაც უფრო მეტი სახელი გაქვს, ბოროტი ძალა მით უფრო დაიბნევა და ვერ გიპოვის, ასე რომ :):):):)

    AntwortenLöschen
  5. @ Alexander,
    ნუ, რომ ვთქვა შემიყვარდათქო, მოგატყუებ, მაგრამ მივეჩვიე :)


    ქრისტი–ში რაღაც საშუალო და სასიამოვნო გამოსავალი ვიპოვნე და უფრო ჩემია, ვიდრე ჩემი ოფიციალური სახელი :)

    AntwortenLöschen
  6. ჩემი აზრით ლამაზი სახელი გაქვს, ორიგინალურია.
    ბოლო დროს ალბათ მომრავლდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ძალიან ორიგინალური იყო. კლასელებს რატომ უსმენდი :) :)

    ჩემი ნაცნობის შვილს ქვია და კიკის ეძახიან მოფერებით. ეს მხოლოდ შინაურები, სხვებისთვის ქრისტინეა და მეც ყოველთვის მომწონდა:)

    AntwortenLöschen
  7. @ Keti,

    :)
    რა უცნაურია. ჩემმა მამიდაშვილმა დაარქვა ქრისტინე. მე კი ვუტხარი, რავი, რას ერჩი ბავშვსთქო, მაგრამ მოწონთ ძალიან და ჰა...
    თან ეგენიც კიკის ეძახიან :D

    ჰოდა, ისე გამოდის, რომ ერთმანეთის სახელებს ვარქმევთ შვილებს. იმან ქრისტინე დაარქვა, მე ლილეს ვარქმევ :D

    მხოლოდ, უფრო სახელის პონტში და არა ერთმანეთის პონტში :)

    AntwortenLöschen
  8. ჰმმმ... მე მაგრად ვერ ვიტან ისინი ვინც ნანას მეძახიან, რომ ცდილობენ რომ ნანიკო დამიძახონ. ანუ მიჩვეული ვარ ვინ როგორ მეძახის და რას...
    ხო ისე, როცა ვინმესთან გახსენებ მაშინ გეძახი - ქრისტის და შენ გეძახი ქრის ან ქრიის.

    AntwortenLöschen
  9. პრინციპში, სტელა რომ დაერქმიათ რა? სადაც სტელა მაკარტნი დაატარებს სახელს ამაყად.. :D

    P.S. "Kommentar veröffentlichen" - ბრრრ... ამ ენაზე სულ ესეთი რეაქცია მაქვს :s

    AntwortenLöschen
  10. @ tornike,

    რა დაგიშავე :D


    გერმანულ ენას რაც შეეხება, იყო დრო, მეც ვერ ვიტანდი... ახლა კიდევ, მმმმ...

    ინტონაცია–აქცენტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში სკოლებში რა აქცენტითაც ასწავლიან, ღმერთმა ნუ მომასმენინოს :D

    AntwortenLöschen
  11. daqali mayvs Kristi & vgiiijdebi mag sahelze. mec dzaan saertashoriso & saqartveloshi arc ise gamezoblisbavshvebuli saheli mkvia & raviic me momwons rom asea ))

    AntwortenLöschen
  12. @ paradise_seeker,

    ახლა მეც მომწონს, ტიპა, შევეგუე და თუ ქრისტის მეძახიან, მსიამოვნებს, მაგრამ ვაგლახ, რომ სულ ესე არ იყო :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates