ჰმმ..
საერთოდ, რელიგიურ თემებზე წერას ვერიდები.
ახლა უნდა ვცადო, დავპოსტო. რამდენად გამოვა, არ ვიცი...
ჰოდა, ხვალიდან იწყება აღდგომის მარხვა.
მარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესია იხსენებს ადამის და ევას სამოთხიდან განდევნას. ასევე, არის საყოველთაო პატიების დღე, რადგან მარხვა უნდა დაიწყო მსუბუქი გულით. შესაბამისად, უნდა თხოვო პატიება ყველას, და შენც უნდა მიუტევო ყველას...
ჰოოოდა, აი, აქ იწყება კოშმარი...
აბსოლუტურად უხარისხო მიმტევებელი ვარ. საერთოდ, არარელიგიურადაც რომ მივუდგე, ჩემი ხასიათის ერთერთ ცუდ თვისებად მიმაჩნია, რომელიც წლების განმავლობაში მცდელობის შემდეგაც ვერ აღმოვფხვერი.
და დავაკვირდი, როგორ ვჩითერობთ: იმათ ვთხოვთ პატიებას, ვისთანაც ისეთი არაფერი დაგვიშავებია და შესაბამისად, ასეთები გვთხოვენ პატიებას და ოპლა, აშენდა ქვეყანა :D
წელს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი... რეალურად, ითვლება, რომ აბა, რაღა მარხვის დამცავი ხარ შენო....
არიან ადამიანები, ვინც არც იციან, რომ მათზე ნაწყენი ვიყავი და ვერ მივადგები და ვეტყვი, რომ ვპატიობ :D თან პატიება ფართო ცნებაა: ძალიან ცუდად გამომდის და სულ მახსოვს... ნაწილობრივ ძალიან მძაბავს ის გარემოება, რომ მეათე კლასში მომხდარი კონფლიქტი დღემდე ვერ ვაპატიე საუკეთესო მეგობარს... აი, შეიძლება ძალიან მიყვარდეს და ვგიჟდებოდე, მაგრამ მაინც სულ მახსოვს და მაინც სულ იმას ვთვლი, რომ არ ვიყავი ღირსი.... :D :მეარაფერიმეშველება:
ვერაფრით ვპატიობ ჩემს ძმას რაღაცეებს... აი, ხომ ჩემი ძმაა, მაგრამ ვერა რა .... :(
პლიუს, ჩემი რაღაც ზეაგრესიული ხასიათის გამო, დარწმუნებული ვარ, ბევრს ვატკინე რაღაც მომენტში გული... ვიცი, რომ რამდენიმე კონფლიქტს მოვაგვარებ, თუ ოდნავ დათმობაზე წავალ, მაგრამ ვერა რა....
ჰოდა, რა ვქნა ახლა მე ???
რამდენიმე წლის წინ, როცა მქონდა მიტევებების მცდელობა, რაც უშუალოდ ფეხით გადიოდა ჩემს თვითშეფასებასა და ასე შემდეგებზე და ნუ, წესით, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, უნდა გამეტარებინა, აღმოვაჩინე უპარადოქსესი რამ: რომ სწორედ ის ეკლესიური კატეგორია იყენებდა ამ თვისებას, თან იასნა სათავისოდ... და რაღაც მომენტში დებილი ბავშვივით ვიდექი... და არა რა... ასე არა...
ნუ, ის რომ ყველაზე ამორალურები მორალისტები არიან, საბოლოოდ დავასკვენი ამ რამდენიმე თვის წინ და კიდეც დავწერე მგონი აქ. ადრე მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მათ ფონზე "ცუდი" ვარ, მაგრამ ახლა, just, მეღიმება...
იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე კარგი ვარ... ბულშით :D
იმიტომ, რომ ვიღაცაზე უფრო "კარგობით" ან "ცუდობით" არ განისაზღვრება შენი, როგორც ინდივიდის ავ-კარგიანობა... ასეთი საზომი ერთეული არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავად აცხადებენ ამ საზომობაზე პრეტენზიას და რაღაც ნაწილისთვის შეიძლება დროს გარკვეულ პერიოდში კიდეც იმოქმედონ დამბოლებლურად, მაგრამ nothin' lasts forever... :)
ჰოდა, რიავიც...
დავწერო ახლა აქ, რაც გაწყენინეთ, მაპატიეთთქო??? :user:
ჩითერობა იქნება ფრიადი...
ოოდა, just, მალე სხვა პოსტამდე... თუმცა, გამომწერებიც მომაკლდნენ და მკითხველთა რაოდენობაც მიიწევს დაღმართისკენ... :)
02.03.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ეს პოსტი რომ წავიკითხე, ზღაპარივით, მეგონა, ბოლოში ჩავალ და ქაოტიკი რაღაც ჭეშმარიტებას გაამჟღავნებს-მეთქი. ჭეშმარიტების მიგნება რომ ასე ადვილი იყოს...
AntwortenLöschenჩიტერობაა მართლა, როცა მხოლოდ იმიტომ მიუტევებ ვიღაცას, რომ ასეა მიღებული ამ დღეს :| შენს გულწრფელობას ვაფასებ. უბრალოდ, ხანდახან უნდა დაფიქრდე, ღირს კი ვიღაცაზე გაბრაზება და წყენის დამახსოვრება. მიუტევე და მოგეშვება - ჩემი დღევანდელი დევიზი :D ;)
@Sophie,
AntwortenLöschenეჰ, ჭეშმარიტება ხომ იცი, ფარდობითი ცნებაა ;)
გაბრაზებას რაც შეეხება, კონტროლირებადი რომ იყოს, რაღა მიჭირდა :D
აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ამბავია...
მაგრამ ეს იმათთან მიმართებაში, ვინ მიყვარს, ან ვისაც ვაფასებ... მათ უფრო ვერ ვპატიობ...
შეიძლება იმიტომაც, რომ ვიღაცა უცხო მკიდია, ან პასუხს გავცემ და არ გავბრაზდები და ახლობლების შემთხვევაში, არ გავუკეთებ იმას, რასაც უცხს გავუკეთებდი და ვთვლი, რომ არ ვიმსახურებ ხოლმე...
რავი, ბუტია ვარ მგონი :D