06.03.09

ფორთოხლები და მექანიკები და სხვა ბოლშოი ვეშები

პრეისტორია: წინა კვირას ფეხბურთს ვუყურებდით თანამშრომელთან.
ხოოო... ფეხბურთს
ნუ, ახლა პროფი კრიტიკოსი არც მე ვარ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ფეხბურთი არ მოგწონდეს.
ჰოდა, სულ 3 გოგო ვიყავით და თამაში რომ დაიწყო და ერთერთმა თქვა: აუ, რა, ეს გეტრების ფერი მთლიანად ფორმას რაღაც არ უხდებაო , მივხვდი, რომ აი, ფეხბურთის გარდა ყველაფერზე იქნებოდა იმ საღამოს საუბარი...პირველი რომ თვალში გეტრები მოგხვდება ფეხბურთის ყურებისას :D


პრეისტორია მჭირდებოდა შემდეგი შედარებისთვის: როგორც სელინჯერმა აღნიშნა სხვადასხვანაირი მკითხველის შესახებ და არა მარტო მან, მეც რაღაც უცნაური მკითხველი ვარ, ზეინტელექტუალურებისთვის, ალბათ, ზუსტად ოლივიასნაირი, გეტრებს ვუყურებ ხოლმე

გუშინ დავამთავრე "მექანიკური ფორთოხალი" და მინდოდა, რამდენიმე აზრი დამედო.

ჯერ გეტრებით დავიწყებ:

ანუ, წერის სტილით. თუ არ მომეწონა, უკვე რაღაც აკლდება წიგნს, რომელსაც ვკითხულობ. შეიძლება შიგ დიდი აზრი იყოს ჩადებული, მაგრამ ჩემთვის პერფექციონისტურად ყველაფერი უნაკლო უნდ აიყოს, ნუ, ჩემი გემოვნების მიხედვით, რა თქმა უნდა. თავიდან საკმაოდ ვიხალისე სლენგებით, ძირითადად რუსულიდან, როგორიცაა: ბოლშოი, echt სკორი,კროვი და ა.შ. რაღაც მომენტში, როცა უკვე მობეზრების ეტაპი დაიწყო, დავფიქრდი იმაზე, თუ რა ძირეული დატვირთვა უნდა ჰქონოდა მიზანმიმართულად სლავურ და ბრიტანულ სლენგს. შემდეგ თავად წიგნში იყო ახსნილივით, რომ რაღაც პროპაგანდა და ამბავი... მაგრამ მე მაინც ბოლომდე ვერ მივხვდი... ანუ, სატირის ვარიანტში იყო, კომუნისტური საბჭოთა კავშირის მიმართ (რაზეც, ნაწილობრივ, აღწერილი საზოგადოებრივი ცხოვრება და სოციალური ასპექტები მიუთითებდნენ), თუ რაღაც სხვაც იმალებოდა ამ ყველაფრის უკან? ... შეიძლება თინეიჯერის უკეთ წარმოდგენაში დამმხმარე საშუალება იყო... ვისაც გაქვთ წაკითხული, დამიკომენტეთ... :)


შემდეგი ვიზუალური პრობლემა იყო ის, რომ ფილმი მქონდა უფრო ადრე ნანახი. ხელი შემიშალა ამ ყველაფერმა საკუთარი ფანტაზიით წარმომედგინა თუნდაც ბარი, ან ალექსი და მისი დრუგზ :D



საბოლოო ჯამში, მაინც მომეწონა, კარგად წავიკითხე. ფილმი სხვანაირად მთავრდება და არ ველოდი წიგნში ასეთ დასასრულს, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
ახლა მთავარ აზრზე, ანუ, თავისუფალ ნებაზე და არჩევანის საშუალებაზე... ერთ საინტერესო ამონარიდს მოვიყვან:
"Vielleicht, ist das ganz entsetzlich, ein guter Mensch zu sein...
Was will Gott? Will Gott den guten Menschen, oder will er den Menschen, der das Gute wählt? Ist ein Mensch, der das Böse wählt,womöglich gar besser als einer, dem das Gute aufgezwungen wird?"
(იქნებ საშინელებაცაა იყო კარგი ადამიანი... რა სურს ღმერთს? კეთილი ადამიანი თუ ადამიანი, რომელიც სიკეთეს ირჩევს? იქნებ, ადამიანი, რომელიც ბოროტებას ირჩევს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის ქმნას აიძულებენ?)

წიგნში ყველაზე დიდ მონაპოვრად ადამიანისთის სწორედ თავისუფალი ნება სახელდება.
და აქ დავფიქრდი ერთ რამეზე: თქვენ აუცილებლად გექნებოდათ ცხოვრებაში მომენტი, როცა თავს აიძულებ კარგი და კეთილი იყო. შეიძლება იმ წუთას საერთოდ არ გინდოდეს ეს, მაგრამ გონებით ხვდები, რომ ასეა საჭირო. ან, გგონია, რომ გამოუვალი მდგომარეობა გაქვს, ანუ, თითქოს არჩევანს საშუალება არ გაქვს... და აკეთებ იმ სიკეთეს, მაგრამ არჩევანი ყოველთვის ხომ არსებობს? აი, თუნდაც იმ წუთას რომ თქვა უარი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა გამოსავალი ცუდ შედეგებს მოგიტანს, მაინც ის გააკეთო, რაც გინდა... ალბათ, საზოგადოებრივი აზრი, მრწამსი, ირგვლივ მყოფი ადამიანები ან, თუნდაც, გარემო აუცილებლად ქმნის ჩვენგან მექანიკურ ფორთოხლებს და ის, რასაც სინდისს ან "ხალხი რას იტყვის"–ს ვეძახით ალექსის გულისრევასთან ასოცირდება...
ერთერთი ყველაზე დიდი "მექანიკის მაწარმოებელი" ალბათ მაინც შინაგანი თვითგადარჩენის რეფლექსია, რაც ნებისმიერ არსებას აქვს დედამიწაზე, ანუ, მთლად ადამიანის მონაპოვარი არაა...

საბოლოო ჯამში, მაინც იქამდე მიდიხარ, რომ გააზრებულად გაკეთებული არჩევანი არის ის, რაც შენგან პიროვნებას ხდის...


წიგნის დასასრულს ალექსი გამოდის გარდატეხის ასაკიდან და თითქოს ბეზრდება ეს ხულიგნობა... სურვილი გაუჩნდება ოჯახი ჰყავდეს, მამა გახდეს და თან ფიქრობს, რომ რაც არ უნდა უხსნას თავის შვილს, ის მაინც იგივეს გააკეთებს, რასაც თავად აკეთებდა იგივე ასაკში... მისი შვილიც ეცდება რაღაც ასწავლოს თავის შვილს და ასე შემდეგ, მაგრამ ისტორია აუცილებლად განმეორდება და ისინი მაინც ჩაიდენენ სიგიჟეებს მცირეწლოვან ასაკში...

არ დავიჯერე ალექსის გაკეთილშობილება... მობეზრებაზე არაა აქ საუბარი, არც გაზრდაზე და დაღვინებაზე. შეიძლება, რა თქმა უნდა, ბავშვური სისულელეები აღარ ჩაიდინო, მაგრამ ის, რაც შენში ღრმად არის ფესვგადგმული ერთ მშვენიერ დღეს არ ქრება უკვალოდ.

შეიძლება მომავალში ალექსმა სხვა გზით და სხვა ხერხით და უფრო ზრდასრულისთვის შესაფერისად გამოავლინოს იგივე აგრესია და არა ქუჩაში ვიღაც ლოთისთვის კბილების ჩამტვრევით... მაგრამ მაინც გამოავლინოს. მხოლოდ მობეზრება არაათქო, ვთქვი ზემოთ, მხოლოდ კეთილი ნებაც არაა მგონი. სულ მცირე ნებისყოფა და გააზრებული არჩევანი მაინც უნდა ამ ყველაფერს... რიავიც...

6 Kommentare:

  1. hmm saintereso hazrebi iyo tuma me mainc mgonia rom agresia yvelashii uulevia ubralod zogi trgunavs amas zogi vera/ara xoda amotom aseti shecvla me mainc shesazlebeli mgonia xolo sxvebis chagvra da batonobis survili yvelas aqvs zalian mkvetrad konkretul asakshi tundac es saqartvelo iyos tavi zvelbichobis da qurdobaze da shavobaze ocnebit

    AntwortenLöschen
  2. მე ვარ ის ცოდვილი, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარს :P ხოდა, თუ ყურება მომიწია, ყველა გატანილ გოლზე ტაშს ვუკრავ, მნიშვნელობა არა აქვს, ვის კარში და ვის გააქვს :D გოლი მევასება და გეტრებიც ;)

    მექანიკურ ფორთოხალს რაც შეეხება, შენ რა ენაზე წაიკითხე??? რუსული სლენგი, რამდენადაც ვიცი, პირველ ქართულ გამოცემაშია, ახალი გამოცემა ბევრად სჯობს, პირველად მეც სწორედ ეგ წავიკითხე. კარგი წიგნია ნამდვილად. ძალიანაც შთამბეჭდავი და ყველაფერი, მაგრამ მაინც შოუა რაღაცნაირი... ასეთი შეგრძნება დამიტოვა. თავისუფალი ნება ადამიანს ღმერთისგან აქვს (ვისაც მისი სწამს, რა თქმა უნდა), მაგრამ ნება არ არის კაპრიზი და ხუშტური, რაც ხშირად ერევათ ერთმანეთში. ყველა ადამიანში ზის მხეცი, ოქეი, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია - როცა ადამიანს აქვს აგრესია, მაგრამ მას იკავებს, ნორმალურია, როცა ამ აგრესიას გააზრებულად ავლენს და სხვა ადამიანების ტკივილით სიამოვნებას იღებს - დამნაშავეა, მესამე ტიპი, მაგ, ჰიჩკოკის "ფსიქოს" გმირი - ფსიქიკურად დაავადებულია. ალექსი - დამნაშავეა :|

    პოსტი ძალიან მომეწონა, კარგად დაგიწერია. კომენტარის მოცულობითაც მიხვდები :)

    AntwortenLöschen
  3. ჩემს შემთხვევაშიც ჯერ ფილმი იყო და მერე წიგნი. აი, ფილმი რომ ვნახე, ისეთი განწყობით ჩავუჯექი, რომ რაღაც შედევრი უნდა მენახა და იმედი გამიცრუვდა, ამიტომ წიგნსაც ვერ დავუდე გული და ბოლოს ძაან ზერელედ გადავიკითხე და ისიც კი არ მაქვსოვს, ბოლომდე ჩავედი თუ არა : ))

    AntwortenLöschen
  4. @ ჩორვენი,
    ხო, გეთანხმები, თუმცა იმისთვის, რომ დათრგუნო, აუცილებლად უნდა იყოს სურვილი შენივე...
    ისე, ჯასთ,მობეზრებებიც ხდება,მაგრამ არა ასეთ გამოხატულ სიატუაციებში, ჩემი აზრით.


    @Sophie,

    ფეხბურთს რაც ეხება, ეტყობა ჩემი ფაქტიურად ბიჭებში გაზრდის შედეგია :)

    წიგნი წავიკითხე გერმანულად. აქ, ძირითადად, გერმანულად ვკითხულობ. სლენგს დატვირთვა ჰქონდა, რა თქმა უნდა. და ორიგინალში სხვა ენაა გამოყენებული? :spy:


    კარგია, თუ გავაგრძელებთ აზრების განვრცობას. იქნება, მეტი გავიგო :D

    იგივე ალექსის შემთხვევაში, დამნაშავე ალექსი და ისეთი, რომელმაც აირჩია ბოროტი, უფრო კარგი ადამიანი იყო თუ ის ალექსი, რომელსაც რეფლექსების დონეზე დაუპროგრამეს სურვილები???

    ჩემთვის ის ალექსი იყო ერთი ბრუტალი, თავქარიანი. მისი არც ციხეში მოხვედრით შეიცვალა რამე, პირიქითაც და ბუნებრივია, არ იწვევდა სიმპათიას.
    მაგრამ ალექსი "მკურნალობის" შემდეგ პროტესტის გრძნობას აღვიძებდა ჩემში, იმიტომ, რომ ის ვერ ირჩევდა საკუთარის სურვილის მიხედვით. სხვა საქმეა, ეს სურვილები ბოროტ განზრახვებს წარმოადგენდნენ თუ არა.
    თუ სახელმწიფოს ან საზოგადოებას აწუხებდა ბოროტი ალექსი, მას სხვანაირი გზები უნდა მოეძებნა მის შესაჩერებლად, ან თუნდაც იურიდიული ბერკეტები გამოეყენებინა.



    @ კუდა,
    ფილმზე არც მე გადავრეულვარ.
    ნუ, მორიგი "უნდა მოგწონდეს" იყო.
    წიგნმა უფრო მეტი საფიქრალი დატოვა, რა თქმა უნდა

    AntwortenLöschen
  5. ინგლისურად მაქვს ეგ წიგნი წაკითხული (ზოგადად ვფიქრობ რომ შეძლებისდაგვარად ადამოანმა ყველა წიგნი ორიგინალში უნდა წაიკითხოს)

    მოდი ამ კომენტარში ვიყტვი ალექსზე რას ვფირობ. აქაც დაწერეთ რომ ის არის თინეიჯერი ბიჭი ბანდის წევრი, ხულიგანი და მოძალადე ანუ ერთი სიტყვით დამნაშავე, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. მე ალექსს ვხედავ როგორც ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს (და მხოლოდ მისი თინეიჯერობა არაფერს შუაშია) რომლის გამოსწორებასაც ცდილობს სახემწიფო, მშობლები, მაგრამ მცდარი გზით. ფაქტია რომ ის დასცინის სხვა ადამიანებს, სახემწიფოს და რეგულაციებს რადგან სულ ელემენტარული არის ფსიქოპათი რომელიც მოთავსებული უნდა იქნას ფსიქიატრიულ კლინიკაში ზედამხედველობის ქვეშ. ის რომ წიგნის ბოლოს ალექსი ”იცვლის მსოფმხედველობას” სინამდვილეში კარგად გათვილი ნაბიჯია. ის რეალურად კი არ იცვლება არამედ გარემოს აძლევს იმას რაც მათ უნდათ, რასაც მისგან მოელიან, თორემ მისია აგრესია გამქრალი არაა.

    საკუთარი სურვილისამებრ ნაკლებად ვიქცევიტ, და რაც უფრო განვითარებულია სახემწიფო იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი თავისუფლება ქონდეს ადამიანს, პირიქით უფრო მეტად არის შეზღუდული.

    AntwortenLöschen
  6. @ KV,

    ის, რომ ალექსს მთლად დალაგებულად ვერ აქვს თავში ყველაფერი, მართალია, მაგრამ მასე ყველას ვერ გაუშვებ ფსიქიატრიულში.

    ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ განათლებული და ერუდირებულია თავისი ასაკისთვის და თუნდაც იმ დრუგებთან შედარებით. ანუ, მოტივაცია არ ჰქონდა. ამას ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ საკმაოდ დასაფიქრებელი ფაქტორია ჩემის აზრით.
    ანუ, შინაგანი ფაქტორების გარდა, ბევრი გარე სიტუაცია დაემთხვა ერთმანეთს, შენი თქმის არ იყოს, მშობლების არასწორი და თითქოს ნეიტრალურ–ინდიფერენტული მიდგომის ჩათვლით.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates