08.03.09

ბინდისფერია სოფელი, იმჰო

მორალის კითხვას არ ვაპირებ.
უბრალოდ, ვაფასებ ჩვენს ფოლკლორს, მიყვარს ძალიან.
ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არაფერს ვუსმენ და არც იმას, რომ 24 საათი შემიძლია ფოლკლორს ვუსმინო.
ძალიან ვნანობ, რომ თავად არ ვიცი სიმღერა, არც ცეკვა. :(

ვთვლი, რომ ფოლკლორი უძვირფასესი მონაპოვარია ნებისმიერი ერის ისტორიაში და თვითმყოფადობაში.

დღეს ვუსმენდი მხოლოდ ქართველებს. ასე დაემთხვა. ჰოდა, ბასიანის "ბინდისფერია სოფელი" რომ დაიწყო მმმმ.... გავიტრუნე. სხვათაშორის, ძელზე გასმას გადავურჩი და მეგობრების წრეში მამღერებენ ამ სიმღერას. მეორე ხმას ვამბობ :D :ჩემიხმაარგაიშვას:

ჰოდა, უცებ ძალიან მომინდა დამედო ვიდეო აქ და მეთქვა, რომ ხომ სასწაულიათქო??? მივაშურე youtube-ს, ავკრიფე საძიებელში და ბრრრრ..... აი, მართლა მარაზმია რა... თედიაშვილის "ბინდისფერია სოფელი" ამოაგდო :(. მაგ ტიპს ოფიციალურად ვუწოდე "ფოლკლორის მკვლელი" თავის დროზე. დღეს ორმაგად გავცოფდი, მაგრამ თედიაშვილს რას ვერჩი?! ამხელა Youtube-ზე რომ მარტო ამ ვერსიას ამოაგდებს და სულ მაქსიმალური ქულები უწერია შეფასებაში, უკეთესი არც უნდა გვეღირსოს .

დარწმუნებული ვარ, მართლა ნამდვილი "ბინდისფერია სოფელი" არც ექნება ნახევარს მოსმენილი. აქ შეიძლება ვიღაცამ მითხრას, ზუსტად ეგ იყო მიზანიო, ფოლკლორს აღარ უსმენს ხალხი და იქნებ ასეთი რიმეიქებით დაინტერესდესო. ბულშით! აი, ამას რომ ადამიანი მოუსმენს და მოეწონება, ის ფოლკლორამდე მაინც ვეღარ ავა და თუ არ მოეწონა, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ დაფიქრდეს და ძველი ვარიანტი მოძებნოს სადმე... სულ აუცრუვდებათ გული ხალხურზე. ძირითადად ეგეთები გაყვირიან მერე "Fუუუ, ხალხური არა ისა..." დასაბუთებულად ვერავინ გეტყვის, რატომ არ მოსწონთ. ეს არა მხოლოდ ფოლკლორზე. ტიპა "რაღა დროს ეგაა"–თი შემოიფარგლებიან, მოდიდან გადადის :D

ანუ, იმას კი არ ვაპროტესტებ, რომ ვიღაცამ ახალი ვარიანტი გააკეთა. არანაირად. უბრალოდ, ეს სიმღერა არ იმსახურებს ასეთ სამარცხვინო "განახლებას" და არც ასეთ სამარცხვინო მსმენელს.
აი, ძალიან, ძალიან მიკვირს, რომ სიმღერის ეს ვარიანტი თუნდაც ერთ ადამიანს მოსწონს. კლიპზე ხომ არაფერს ვამბობ


წავედი მერე, myvideo-ზე ვეძებე. ძლივს გამიხსნა... მაინც დავდებ






და როგორც თავად სიმღერაში აღინიშნება, თანდათან უფრო ბინდდება...
ანუ, სლენგზე: ძააან ბნელა რააა...


:(

3 Kommentare:

  1. მეც მიყვარს ფოლკლორული მუსიკა და არა მარტო. ქართული თუ არა ქართული არ აქვს მნიშვნელობა.

    მასეთ კაი იქნებოდა მაი ვიდეოზე დადებული ვიდეოების ატვირთვა რომ შეიძლებოდეს იუტუბზე.

    AntwortenLöschen
  2. ვიფიქრე ვრცელ კომენტარს გავაკეთებთქო ,მაგრამ ... იცი რასაც ვფიქრობ :D

    AntwortenLöschen
  3. @ Katten, ალბათ, კიდეც შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი...


    @ tamta, ეს რას მოვესწარი

    :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates