31.08.09

ცუდად არჩეული

ცუდად ასრულებულ სურვილს ჰგავს.
აი, ისეთს: ჩაფიქრებისას შემთხვევით სხვა სიტყვა რომ წამოგცდება
და მერე თან გიხარია და თან არც...

ცუდად დაწერილ ლექსს ჰგავს.
აი, ისეთს, შუალედში რომ ადგები და
საჭმელს გაიკეთებ...

ცუდად მოყოლილ მოთხრობას ჰგავს,
ქრონოლოგია-არეულ თხრობას,
რომელიც პირვანდელ აზრს ჰკარგავს...

ცუდად არჩეულ გზას ჰგავს.
აი, ისეთს, ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას
უკან მობრუნება რომ გინდა...


ცუდად ახდენილ ოცნებას ჰგავს...
ისევ რომ შეფუთავ და უკან აგზავნი წარწერით:
"თუ შეიძლება შემიცვალეთ. მე სხვანაირი ოცნება მქონდა...
ეს ჩემსას არ ჰგავს..."


:)

7 Kommentare:

  1. საყვარელია და ორიგინალური

    AntwortenLöschen
  2. ძალიან ორიგინალურიაა ^^

    :>

    AntwortenLöschen
  3. მომეწონა :)))
    იცი, მეგობარი მეუბნება ხოლმე ”ოცნებები დააკონკრეტე”. თავიდან არ ვუდგებოდი სერიოზულად და მერე აღმოვაჩინე, რომ როცა რამეს ვნატრობდი და მისრულდებოდა, ისეთი იყო, როგორც ვამბობდი და სინამდვილეში კიდე იმდენი წყალქვეშა ქვები აღმოჩნდებოდა და მერე მეტყოდა - აი , ხო შეგისრულდა , მაგრამ... დააკონკრეტე!

    AntwortenLöschen
  4. @ dodka,

    Thanks :)



    @ Khatia & clown,
    ჩემი ორიგინალურობა არ გაიშვას :D
    :2kiss:

    @ ბაბისა,
    ჰეჰ, კარგი იყო :)
    მე ოცნებები, როგორც წესი ძალზე იშვიათად მისრულდება. თითქმის ყველა მათგანისთვის კბილებით ვიბრძოლე ლამის და მაგას ასრულება აღარ ჰქვია.

    მაგრამ არის რაღაცეები, რაც ისე, თავისით გინდა რომ აგისრულდეს, ან სხვა რაღაც "შემოგენატრინება" ხოლმე.
    :)

    რიავიც...

    AntwortenLöschen
  5. მეც მასეთი რთულად ასრულება ვიგულისხმე, სანამ არ დავიხარჯები ბოლომდე იოლად არაფერი მოდის როგორც წესი :)))) არ ვიცი რატოა ასე და მეც მასე ვამბობ ხოლმე, გემო მაშინ აქვს თავისით რომ ხდება, ამდენი თუ ვიწვალე, სიამოვნებას ვეღარ ვგრძნობ შედეგითთქო , მაშ :))))))

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates