16.10.09

ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა

ისიც, რომ 15 ოქტომბერს მოთოვოს...

:puke:
ისე ხომ ვერ ვიტან სიცივეს და მოღრუბლულ, უმზეო ამინდს და ეს ოქტომბერი დაგვირგვინებაა...
ახლა აპრილამდე ყინვა და უბედურება იტანე კიდევ...

:hugepuke:

რა მოხდება, ადამიანურად იყოს ზამთარში 3 თვე სიცივე და არსებობდეს წელიწადის ოთხივე დრო? ააარა, აქ უეჭველი უნდა ჩამოიქცეს ცა და აგვისტოს იმ ორი კვირის განმავლობაში გამოანათოს მზემ, როდესაც შენ მუშაობა გიწევს.

შემდეგში სადმე 8 წლით რომ წავალ, წინასწარ გადავხედავ კლიმატის თავისებურებებს. თუმცა, ამ გლობალური დათბობის გადამკიდე აღარაფერში უნდა იყო დარწმუნებული.


პ.ს. ბათუმში ძალიან ბევრი ნალექი იცისო და ფრიად სერიოზულად დავფიქრდი, რამდენად ავიტან წვიმას ორ დღეში ერთხელ... დააბრუნეთ აფხაზეთი ვ სტუდიუ, თუ შეიძლება... ზღვაც იყო და ნაკლები ნალექიც :( რაც დრო გადის, ლოგიკურად ბავშვობის მოგონებები უფრო უღიმღამო და ფერმკრთალი ხომ უნდა ხდებოდეს და რაღაც პირიქითაა: რაც დრო გადის, უფრო საშინლად მენატრება 8 წლის "მე"-ს გავარვარებულ ასფალტზე ზღვამდე ფეხშიშველა ტანტალი...



პ.პ.ს. პოსტს აშკარად ასდის ზამთრის დეპრესიის დასაწყისის სუნი, რომლის გადამკიდემაც წინა ზამთარი ძილში გავატარე... :D წელს სასტიკად დავიტვირთე თავი ლექციებით და კურსებით. იმედია, სამსახურიც დაემატება ამ ყველაფერს და დათვივით გაზაფხულზე არ გავიღიმებ... :D

პოსტს აგრეთვე ასდის "სახლში არ ვყოფილვარ 1 წელი და 5 თვეა და როგორც ამ გადასახედიდან ჩანს დაახლოებით ერთი ამდენიც დაემატება, სანამ ჩავაღწევ და ჩემს დიშვილს უკვე პირველი GF-ც ეყოლება, მეორე დიშვილი სკოლაში დაიწყებს სიარულს და ჩემს ნათლულს ბაღში მიიყვანენ ამასობაში" :D I'll be damned :D

11 Kommentare:

  1. ვაიმე მე თავიდან მეგონა ღადაობდი...
    თოვლიო რო თქვი.....

    O.o

    AntwortenLöschen
  2. Chaotic Reality ბათუმში! გატყუებენ, არ დაიჯერო, არც ისე ხშირად წვიმს :უსერ:

    კაი, წვიმს, მაგრამ ეს ის წვიმა არაა შენ რომ გეშინია. სამაგიეროდ არ ცივა, თოვლი თითქმის არ მოდის, ან თუ მოდის ორ დღეში მიდის :D

    პ.ს.ბათუმში საცხოვრებლად ხალხი უნდა გადმოვიბირო :D

    AntwortenLöschen
  3. batumshi cxovrebaze raxania vocnebob, ert wels mainc vicxovrebdi siamovnebit, hoda ramden xans unda iyo mand, rodis rchebi swavlas da brundebi ?

    AntwortenLöschen
  4. @ clown, სახუმრად მაქვს საქმე?
    :D

    @ ნან, აუ, ხოო?
    რაღაც ძალიან დამაშინეს. ლონდონი მიმიქარავსო.
    ისე, შენ ბათუმში საერთოდ ნაცნობები რომ გვყავს, თუ იცი? :D
    ქალბატონი კატერინა :D

    @ ბაბისა, ოცნება იყო ჩემთვისაც და მგონი, გადავწყვიტე საბოლოოდ. მთავარია, სამსახური ვიშოვო კარგი მანდ.
    ჯერ ჩამოსვლის კი რა გითხრა. 2-3 წელი არა :(

    AntwortenLöschen
  5. au, miyvars, sashinlad miyvars zamtari ad tovli. dges chventanac camotova magram cvimashi iko areuli da tavistavad ar dado :)

    AntwortenLöschen
  6. @ Tomushka, თოვლი მიყვარს 1-2 დღე, მაგრამ 5 თვე?

    მე მზის, ზღვის, სითბოს ადამიანი ვარ :D

    თოვლი, სიცივე, მოღრუბლული ამინდი და წვიმა ჩემი საქმე არაა :(

    AntwortenLöschen
  7. Chaotic@
    დაიცა, რომელი კატერინა???
    2 კატერინა მყავს და მიმანიშნე როგორმე თორე მოვკვდი ინტერესით :)

    AntwortenLöschen
  8. @ ნან,

    გვენეტაძე

    ;)

    AntwortenLöschen
  9. Chaotic@

    ვაა, მაგარია! :)

    ხუთი წელია არ მინახავს :(

    AntwortenLöschen
  10. @ ნან, 5 წლის წინ მე ვეწვიე ათენში და მერე 3 წლის წინ საქართველოში ვიყავით ერთდროულად და ბათუმში დეიდასთან ჩასული წამომიყოლა თბილისამდე. აიაიაიაი, ის მგზავრობა იყო ენით აღუწერელი :D

    AntwortenLöschen
  11. Chaotic @
    ეჭვიც არ მეპარება :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates