- 1. იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი- არ ვაპირებ კარგა ხანი არცერთს. თუ მეორე ბლოგს შევქმნი, შეიძლება წორდპრესზე შევქმნა, წმინდა გამოცდილების შეძენის გამო. რაღაც მყუდროდ ვარ ბლოგერში
2. თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.- "პწიჩკა"
3. მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)- ჩემს ბლოგზე სხვა წარწერა ვერ წარმომიდგენია. რამდენად მახვილგონივრულია სხვებმა განსაჯონ :)
4. ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე- თემატური ბლოგი კი არაა ესა. :D ნიშები და დალაგებული ცხოვრება მქონდეს, რაღა მიჭირდა :D
5. გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები- "პწიჩკა"
6. მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის- სათაურებში ცოტა მოვიკოჭლებ, თუმცა, ვცდილობთ... ვცდილობთ
7. პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები- ჰმმ, იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ კარგი რჩევაა. "პწიჩკა"
8. პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.- ეს როგორ უნდა ვქმნა, ნეტავ?! რაღაც ეშმაკობა იქნება :D
9. ებრძოლეთ სპამს!- "პწიჩკა"
10. იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
11. დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები- "პწიჩკა"
12. იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე-
13. კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
14. გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
15. მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით- "პწიჩკა"
16. მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება- "პწიჩკა"
17. დარეგისტრირდით Google Analytics-ზე- "პწიჩკა"
18. გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი- ვთვლი, რომ მასეა და... :user: :D
19. გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან- "პწიჩკა"
20. შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
21. პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით- ნწუჰ :D თითო გამოქვეყნებულ ფოტოზე ქოფირაითი მქენჯნის. აქ ცოტა სხვანაირად მიგვაჩვიეს :D არ ვგიჟდები სურათებიან პოსტზე. არ მგონია, რომ ყველა პოსტს უკლებლივ სურათი უნდა ახლდეს
22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.- რასაც ვდებ მათზე "პწიჩკა"
23. არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები- "პწიჩკა"
24. დაიცავით თვით-დისციპლინა
25. დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე- "ჰეჰ, წევრების პირველ ათეულში ვარ, მგონი :D"
26. ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.- აი, ამას უნდა მივხედო ერთ დღეს.
27. უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს- თითქმის ყველას ვპასუხობ. გამოცდების დროს გამომრჩა რამდენიმე მხოლოდ
28. დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე- მიმიწვიონ და დავწერ, დსმა :boli: :D
29. იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის- 150 ან მეტი ბლოგი მაქვს გამოწერილი :D
30. იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში- ზომიერად აქტიური ვარ ორივეგან
31. გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან- ჰაჰ? ეს ვერ გავიგე...
32. შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან- ნწუჰ, ჩემი ბლოგი ჩემი ბლოგია... რამე სხვა Co-ბლოგერულში ჩართვას არ გამოვრიცხავ...
33. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები- ვზრუნავ, თუმცა არა საკმარისად
34. გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება- "პწიჩკა"
35. იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
36. გადაიღეთ ვიდეო-პოსტი- აი, ეს მეორედ მოსვლა რომ იქნება და თუ გადავრჩი, შეეეიძლება მოხდეს :D
37. არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი- სპამს ვერ ვიტან. ზომიერად ვარეკლამებ. + შეუფერებელ რეკლამას, ტიპა "სექსები, სექსები დაიდო" და ამ დროს გოგრაზე პოსტს ვერ ვიტან და მაღიზიანებს => ცუდად დარეკლამებული ბლოგი მაქვს :D მაპატიეთ :D
38. მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს- მადლობა ყველა სტუმარს :love:
39. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
40. მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
41. არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
42. დაილაგეთ სამუშაო მაგიდა- ბლოგის სათაურს ავხედე და შემრცხვა :D
43. სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
44. გამორთეთ კომენტარების მოდერაცია- ბლოგის შექმნისას პირველი ეგ ვქმენი :D
45. არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
46. დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)- ვარ და მყავხარ :) თუმცა, არ ვიყენებ აქტიურად
47. წაიკითხეთ წიგნი- ჰა? ეს ბლოგერობასთან რა კავშირშია? :D გამაოგნებელი რჩევაა, იმჰო :D
48. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი- lol, არ მაქვს :D. ანუ, პწიჩკა :D
49. იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
50. მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
51. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
52. შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!- უმეტეს შემთხვევაში არ ვგეგმავ პოსტვას. თუმცა, ეს შენს წინა დავალებებს ეწინააღმდეგება. მანდ დიდის ამბით დავგეგმეთ :D
53. წერეთ ყოველ დღე- :S
54. თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ- :S
55. არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.- რატომღაც სულაც არ მექმნება დისკომფორტი ჩემი სამეგობროს აქ შემოსეირნებისას. თავად გარბიან :D ოჯახის წევრებს არ ვეტყვი, გული მოუკვდებათ. :D
56. თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
57. გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.- ვლინკავ :D
58. დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!- აქ, ამ ბლოგზე ჩემზე იმდენად რეალურად ვწერ, რომ ხანდახან მეც მიკვირს :D real side of me :D
59. თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.- არ ჩავჭრილვარ. პოლიტიკაზე პოსტები საჩემო არაა და კატეგორიულად არც ვაპირებ გავხადო. დანარჩენზე ვპოსტავ იშვიათად...
60. დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.- მთვლელების მთელი არმია მაქვს
61. თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
62. სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
63. წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.- ზომიერება, ზომიერება... თუმცა, არ აკლია ამ ბლოგს გულწრფელობა, ჩემის ჰაზრითა.
64. ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.- ვაკეთებ თითქმის ყველაფერს, ერთი რამის გარდა: სხვის პირად სივრცეს პატივს ვცემ და სახელებს ხშირ შემთხვევაში ვერიდები :D
65. კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.- :no:
66. არ იზარმაცოთ! - :blush:
67. დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
68. დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.- ვფიქრობ, რომ არაკრიტიკოსი ვარ, ზოგადად. :)
69. გამოიგონეთ საკუთარი თავი.- yeap, diamond me-ს შევქმნი და ყოველ დილით სარკეში ვეტყვი, რაოდენ გენიალურია და Juhuuuu, ისიც გენიალური იქნება :D
70. წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.- ჰმმ..
71. როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.- ჯობს, ასეთ დროს არც არაფერი დაწერო. ფრიად არაგულწრფელი მიდგომაა ჩემის აზრით. შემედავეთ :D
72. ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.-
73. გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.- თუ დავწერ, არ წავშლი :) ეს წაშლილი პოსტები არის დიდი სლეობა :nod:
74. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.- ფრიად კმაყოფილი ვარ სამსახურით + შეფობამ ქართული არ იცის :chuckle: :D
75. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.- ვაქვეყნებ და არ მაწუხებს ეგ ფაქტი. თუ არ წაიკითხავენ და იყონ ეგრე :D ესეც ჩემი ნაწილია და რატომ არ უნდა იდოს ბლოგზე?
76. მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ- uff... აქ იმდენი პოსტია ჩემს მეგობრებზე, ex-მეგობრებზე, მეგობრებზე, რომლებიც არ ვიცი, რა პონტში იყვნენ ჩემი მეგობრები, რომ ამის ნაკლებობას არ ვუჩივით :D btw: ჩემი უუსიხარულესი და ყველაზე დიდი ხნის მეგობარი მესიზმრა გუშინ :love:
77. შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!- მიყვარს
78. წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები- ვკითხულობ და ვაკომენტარებ,თუკი სურვილი მიჩნდება
79. ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!- კაი ახლა :D
80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge- ვკითხულობ, მაგრამ არა შთაგონებისთვის :)
ტაკს: 31/80 ანუ, 38,75%
47. წაიკითხეთ წიგნი- ჰა? ეს ბლოგერობასთან რა კავშირშია? :D გამაოგნებელი რჩევაა, იმჰო :D
AntwortenLöschenრა კავშირშია და 1. ლექსიკას გაიმდიდრებ, 2. შთაგონებას მიიღებ...
80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge- ვკითხულობ, მაგრამ არა შთაგონებისთვის :)
AntwortenLöschenაბა რისთვის? უფასო შოკოლადებს მე არ ავრიგებ და... :D
@ sweet,
AntwortenLöschen:D
ბლოგერობამდეც ვკითხულობდი წიგნებს, აზრზე ხარ?
:D
გოგო, შოკოლადებს არ არიგებ, მაგრამ მე შთაგონება, რავი... შენ ვარდისფერი და ნათელი ხარ და მე კიდევ მოწუწუნე :D ვერ გამოვა შთაგონებები, კვეთა არ გვაქვს.
ვკითხულობ ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ სხვანაირი ხარ :D
ვიდეო პოსტზე მომეწონა :D :D
AntwortenLöschensaertod ar mar=gizianebs sheni davalebebi :)
AntwortenLöschenposts rom chemit icyeben momcons :D
@ Anuschka, ხო, რავიც, ისეთი პოსტი გქონდა, დავკომპლექსდი :D
AntwortenLöschen:*
უკვე დამღალე რა :). (ხო ეს ხალიანი სმაილია :D) გააქართულე პოსტ კომენტი თვარა სანამ დავპოსტე გადავბოდიალდი სადღაც. :P
AntwortenLöschen@ Gigoli,
AntwortenLöschenშენ უკვე თუ დაიღალე, მერე რა იქნება?
:D
სამწუხაროდ კომენტარების გაქართულება ჯერ არ/ვერ მოხერხდება. შეგიძლია, გადახვიდე სხვაგან, მაინც დაღლილხარ და :)
უკვე ვისწავლე და არსად წასვლას არ ვაპირებ, ეგ სხვებმა იჯავრონ :D
AntwortenLöschen