ეს იქნება ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი ამ კონკრეტულ გამოცდებზე. 3 თვეა თემა ლაიტმოტივად გასდევს ბლოგს. ბევრი მგულშემატკივრობდა ბლოგერულად, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა. თქვენ არ იცით, რა ჩაიდინეთ (პოზიტიური გაგებით :D) :*
ამ პოსტიდან 3 თვე გავიდა და მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ როგორ მიუწვდომლად მეჩვენებოდა... ახლა კი, მეორადის ერთი გამოცდაღა დამრჩა და ოფიციალურად გადავდივარ ვიწრო პროფილის არჩევის რეჟიმში :)
აღარც მინდა წინა წლის ოქტომბრის გახსენება, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ამ წუთას სრულიად ძალაგამოცლილი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ღირდა... :)
ეს გამოცდები რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი?
სანამ LMU-ში თითქმის ყველა სპეციალობა გადავიდოდა Bachelor+ Master სისტემაზე, არსებობდა Diplom. სპეციალობას ეუფლებოდი 5 წლის განმავლობაში. ბაკალავრისგან განსხვავებით, არ გქონდა წნეხი, 1700 საგნის ერთად ჩაბარებისა და 3 წელში 5 წლის მასალის ჩატევის. გქონდა საშუალება, აგერჩია, რომელი საგნის ჩათვლას გააკეთებდი. სამაგიეროდ, ყველა გავლილ საგანში 5-6 სემესტრის შემდეგ გქონდა ზეპირი გამოცდა. თუ ამ გამოცდებს ჩააბარებდი, გქონდა უფლება ვიწრო პროფილი აგერჩია და დარჩენილი 2,5 წელი გესწავლა დიპლომის დაცვამდე და იგივე სახის ზეპირ გამოცდებამდე. ასეთი სახის გამოცდა არ აქვთ ბაკალავრებს. ისინი წარადგენენ ყველა ჩათვლას და თავისუფლდებიან შუალედური გამოცდებისგან. ბაკალვრი+ მასტერის შემოღება ცალსახად ფულის დაზოგვის დიადი მცდელობაა, რომელიც უშუალოდ გადადის სტუდენტების ნერვებზე. :D მე მქონდა ბედნიერება, მომესწრო და ჩამებარებინა Diplom Medieninformatik-ზე :P ბაკალავრებს რომ ვუყურებ, გული მისკდება :D რაღაც გადაფრენით აბარებენ საგნებს. თუმცა, შეუმცირეს პროგრამა და სემესტრის ბოლოს მხოლოდ დიპლომის სტუდენტები ვისმენთ ხოლმე დამატებით ლექციებს, რომლებიც გამოცდაზე ჩვენთვის მოვა.
ჰოდა, სწორედ ეს გამოცდები მქონდა. ჯერ რომ დავეშვი საერთოდ, უნდა მქონოდა მინ. 9 ჩათვლა სხვადასხვა საგანში, რომლებსაც წერითი გამოცდების ჩაბარებისას ვიღებდი მთელი ამ სემესტრების განმავლობაში. შემდეგ საგნები მოათავსეს 5 დიდ ბლოკში და თითო ზეპირი გამოცდისას მცდიდნენ 2-3 საგანში.
და მგონი, გავედი ბოლოში :D
ბოლო მონაცემებით ჭრილში მყავს 2,3... ეს ფრიად კარგი შედეგია.
პოსტის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, ამ ჩაბარებულ 4 გამოცდას და ჭრილში მიღებულ ნიშანს მოაქვს ის სარგებლობა, რომ 4,0-იც რომ მივიღო ბოლო გამოცდაში, საბოლოოდ მაინც კარგი ნიშანი მეყოლება მთლიან Vordiplom-ში. (აქაური სისტემა 1,0= ჩვენი ხუთიანი, 2,0=ჩვენი ოთხიანი და ა.შ. 4,0= ჩვენი სამიანი და 5,0= ჩაჭრა :D თითო ნიშანი იყოფა კიდევ სამ ნაწილად... ცოტა რთული სისტემაა)
მთლიანად ჩაბარებულ Vordiplom-ი მიხსნის ვიზის გაგრძელებისას ბიუროკრატების წუწუნისგან. ასევე მაძლევს საშუალებას, აუღელვებლად გადავიდე სწავლის შემდეგ და ბოლო ეტაპზე. ბევრი კარგი სამსახურის ძებნისას ჩაბარებული Vordiplom-ი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ყველაზე მთავარი, მაგრამ ჯერ გაურკვევლი პლიუსი კი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება... შეეეიძლება, თუ ძალიან გამიმართლებს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი "მოსტიპენდიო" ფულადი დახმარება მივიღო. სტიპენდია სხვა სფეროა, პრინციპში. ამ შემთხვევაში თვიურად გერიცხება რაღაც თანხა ანგარიშზე, რომელიც სწავლის დასრულების და შენი პროფილით მონახული სამსახურის შოვნის შემდეგ უნდა დაუბრუნო სახელმწიფოს(თუ არ ვცდები სრულად არა... უნდა გავარკვიო). გუშინ გავიგე, რომ ეს ეტაპი გავლილი უნდა მქონდეს, განაცხადი რომ წარვადგინო... ჰოდა, ვცდი... ჩემი რა მიდის :D
ყველაზე დიდი სარგებლობა ამ გამოცდების ჩაბარებამ მოუტანა ჩემს თვითშეფასებას და სულიერ სიმშვიდეს. ახლა ერთით ნაკლები პრობლემა მაქვს, რაც თავისთავად ძალიან კარგია.
ჰოდა, ბოლო გამოცდაში რომ არ ჩავიჭრა მოულოდნელად, უნდა დავჯდე ახლა და 4 წიგნი + დაახლოებით 12 სტატია უნდა წავიკითხო და დავამუშავო... თქვენ კი, დიდი და დიდზე დიდი მადლობებეი და 2kiss-ები თანადგმოსთვის :*
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ვაი ამდენი გამოცდა ? O.o
AntwortenLöschenყოჩაღ :*
მთავარია ოპტიმიზმი :2კისს:
რა უცნაურია აი ესა ”. შეეეიძლება, თუ ძალიან გამიმართლებს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი "მოსტიპენდიო" ფულადი დახმარება მივიღო. სტიპენდია სხვა სფეროა, პრინციპში. ამ შემთხვევაში თვიურად გერიცხება რაღაც თანხა ანგარიშზე, რომელიც სწავლის დასრულების და შენი პროფილით მონახული სამსახურის შოვნის შემდეგ უნდა დაუბრუნო სახელმწიფოს” აქ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია აიღოს, მეც კი მომცეს მიუხედავად იმისა რომ ერთი წუთი არ მიმუშავია აქა :D (შეცდომით აგვაგზავნე აპლიკაცია) და ბევრი ფული რომ დამირიცხეს გული გამიკდა მეთქი ეს რა ფულია, სასწრაფოთ ვთქვი უარი სტუდენტირ სესხზე და უკან დავაბრნე თანხა :D
AntwortenLöschenრომ იცოდე, როგორ გაფასებ - მართლა უდიდესი ნებისყოფა და გონება გაქვს. წარმატებებს გისურვებ ყველაფერში with all my heart! (კარგად ვიცი, რა ძნელია უცხოეთში ნებისყოფის გამოჩენა და რამის მიღწევა.)
AntwortenLöschen@ Tomushka, არა, აქ ეგრე არაა. აქ ყველაფერზე სირბილი გიწევს :D და ცოტა სხვანაირი პრინციპითაა ეს სესხიც.
AntwortenLöschen@ Sophie, მადლობა :*
ნებისყოფა მქონდეს, რა მიჭირდა :S
მაგის არარსებობას ვებრძვი რაც თავი მახსოვს :D
wow, gasulxar boloshi da axla sawuwunoc araferia, dajda, waikitxa, gaaanaliza! :*
AntwortenLöschen