19.10.09

surprise, surprise

გიყვართ სიურპრიზები? მოულოდნელად თავს დატეხილი ამბები?

ალბათ, უმეტეს შემთხვევაში სასიამოვნოდ გახარებთ...
მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც სიურპრიზით უდროო დროს განებივრებენ, ისე რომ, იგი ეფექტს კარგავს...

მე მიყვარს სიურპრიზები. ძალიან თან... რაღაცას რომ არ ველი, არ ვითხოვ ან არ მოვითხოვ და უცებ რომ ხდება... უფრო ეფექტურია. თან იმის შეგრძნება, რომ ადამიანმა იფიქრა შენზე, დაკარგა დრო და ენერგია იმისთვის, რომ შენ რაღაც გაგხარებოდა, ძალიან მაბედნიერებს. :)

მაგრამ არის ერთი რამ, რაც არ მიყვარს და რაც, სამწუხაროდ, თავად გამიკეთებია: თბილისში რომ ჩავედი 2 წლის წინ, ოჯახის წევრები არ გამიფრთხილებია. არასოდეს დამავიწყდება ჩემი უმცროსი ძმის გაოგნებული, ნამძინარევი სახე, კარის გაღებისას რომ ჰქონდა. კი, ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მე არ მინდა ეგრე გამაკვირვოს ვინმემ. ცოტა გამოუცნობი ემოციები მაქვს და შეიძლება ცუდად გავხდე, ისტერიულად ავტირდე და ყველაფერი ჩაიშალოს. მირჩევნია, ვიცოდე მსგავსი მოსალოდნელი ამბების შესახებ და ემოციურად მომზადებული შევხვდე.

ომის დროს ბაბუაჩემი რომ გამოიხსნეს და თბილისში ჩამოიყვანეს, სკოლაში ვიყავი. როგორც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. სკოლაში მომაკითხეს, სახლში წამიყვანეს და გრძელ დერეფანში ჩემსკენ ზურგით მდგომი ბაბუა რომ ვნახე, ისეთი ისტერიული ტირილი ავტეხე, 2 საათი მაწყნარებდა ;(

მეორედ ეგეთი "სიახლე" ჩემი ძალიან დიდი ხნის უნახავი უფროსი ბრო-ს ჩამოსვლა იყო. არც მაშინ ველოდით და მეგობარმა რომ მახარა ფანჯრიდან: ჩამოვიდაო-, შუა ქუჩაში ავღნავლდი. უმცროსკლასელები გაოგნებულები მიყურებდნენ :D ჰეჰ, რა დრო იყო. ჯერ კიდევ დალაგებული ურთიერთობა გვქონდა. :D


ჰოდა, რა სასიამოვნოა, ადამაინებმა შენი სისუსტის გამომჟღავნებისას გიყურონ. იმედია, მსგავს მოულოდნელობებს არავინ დაგეგმავს და განახორციელებს მზაკვრულად :D

4 Kommentare:

  1. მეც მიყვარს სიურპრიზები ^^




    აი ქრისტ 3 წლის წინ თამთა რომ ჩამოვიდა მეც ისტერიული ტირილი ამიტყდა :D

    AntwortenLöschen
  2. აი შენ რო წერ, ეგეთი სიურპრიზების მე მეშინია. მირჩვენია წინასწარ ვიცოდე, ჯერ ერთი უფრო ხანგძლივად მაქვს სიხარულის განცდა, მეორეც – მოულოდნელი გრანდიოზული სიურპრიზი მაოგნებს უფრო, ვიდრე მახარებს :)

    AntwortenLöschen
  3. ვინმე რომ თავზე მოულოდნელად დამადგება, ეგ ნამდვილად არ მიყვარს. მაგრამ საჩუქრები იცოცხლე, კარგია :))

    AntwortenLöschen
  4. @ clown,
    ხო, ეგ მართლა გამაოგნებლად ჩამოვიდა მაშინ. მეც მანდ ვიყავი :D


    @ ნან & Natalia,
    ხო, ვერც გაგიხარდება ადამიანს ნორმალურად რა...

    საჩუქრები კიდევ, იცოცხლე ;)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates