02.12.09

November Beauty Products

ცოტა დრო მაქვს :D

ნოემბერში გადავხედე საკუთარ გარდერობს და ბევრი ვერაფერი შევიძინე ერთი ჯინსის, ქუდისა და კაშნეს გარდა.

მაგრამ ამაზე არ შევჩერდები.
კოსმეტიკური საშუალებებიც გამომელია და შევიძინე შემდეგი პროდუქტები:

Allesandro- Fashion Colours Nagellack (9,90 Euro).


ძალიან კმაყოფილიც არ ვარ, სამწუხაროდ. ნაცრისფერი საერთოდ ვერ გამოვიყენე ვერაფერში. დანარჩენი ფერებიც ერთ ფენად ვერ ნაწილდება თანაბრად და ორ ფენად რომ ვისვამ, რაღაცნაირი გლუვი ხდება. ზემოდან გამჭვირვალე ლაკის გადასმა უნდა ვცადო ერთი...


P2- ღია ვარდისფერი ლაკი (2 ევრომდე ღირდა, თუ არ ვცდები).


სპეციალურად ვიყიდე. სულ მკვეთრი ფერის ლაკები მაქვს და ყველაფერს არ უხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ორ ფენად დადებულიც კი არ ნაწილდება თანაბრად და ზოლები ემჩნევა ფრჩხილს.

Manhattan-Eyeshadow Base (ასე 5 ევრომდე).


სასწრაფოდ მჭირდებოდა. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ოდნავ ბზინავს. წესით long lasting არისო, მაგრამ საღამოსკენ მაინც გადანაწილდა ტენი ქუთუთოების ნაკეცებში. მსგავს პროდუქტს თუ ხმარობთ და კმაყოფილები ხართ, მომწერეთ კომენტარებში. :)


და ბოლოს
Eucerin- PH5 Waschlotion- სახისა და ტანისთვის (8,5 ევრო).



მე მხოლოდ სახისთვის ვხმარობ. ჩემი 6 წლიანი გამოცდილების ნიადაგზე, ფაქტიურად არ აქვს აზრი, რამდენს გადავიხდი სახის მოვლის საშუალებებში, ეფექტი არცერთს მოუტანია ჯერ. შედარებით კარგად ვიხმარე ვიში და "ლა როშე პოსეი". ამას ჯერ ვაკვირდები. სახეს მიშრობს თითქოს დაბანისას, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი გადაჭრით, კარგია თუ არა.


სულ ეს იყო. :)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates