პროექტი ჰგავს და არის კიდეც ფილმის "ჯული და ჯულია" შთაგონების შედეგი.
ყოველი თვის მესამე შაბათ-კვირას მოვამზადებ რაიმეს და ამ დიად რაიმეს ჩემს ნაცნობებში ყველაზე კრიტიკული გურმანი, ნანიკო შეაფასებს.
ამ კვირისთვის ავარჩიე სპაგეტი-კარბონარა.
რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.
პირველად ვაკეთებდი და წარა-მარა ლეპტოპისკენ გამოვრბოდი, რამე რომ არ შემშლოდა. ნანიკო ფოტოებს იღებდა, კრიტიკას რომ დაგიწერ, არაფერი დამავიწყდეს, ყველაფერი უნდა გადავიღოო :D
კომენტარებში იხილავთ მის დიად და რაც მთავარია ობიექტურ კრიტიკას.
რა არ გამომივიდა კარგად:
- 500 გრ. სპაგეტიო, ეწერა რეცეპტში, მაგრამ ასე ბრმად არ უნდა დამეჯერებინა. აშკარად ბევრი იყო იმ სოუსისთვის...
- სამწუხაროდ, დიდი ჯამი არ მქონდა და ორ ჯამში მომიწია გადანაწილება სპაგეტისა და სოუსის... ვერ იყო კარგი ამბავი...
რა გამომივიდა კარგად:
- კვერცხის ცილა და გული განვაცალკევე უბადლოდ :D
- ზოგადად, კერძი გამიმივიდა კარგი, ჩემის აზრით :D
მთელი დღე ვიმტვრევდი თავს, ეს მორჩენილი 4 კვერცხის ცილა სად წამეღო :D
დეკემბრის მენიუს ნანიკო შემიკვეთავს და ჯერ არ ვიცი, რისი მომზადება მომიწევს :D
ეს ფოტო-რეცეპტი ბონუსად.
ჰაჰ, ვიამაყე რა :D
150 გრ. ლორი იბრაწება 2 სუფრის კოვზ ზეთისხილის ზეთში.
ლორს ვამატებთ ნიორს და ძეხვს.
ამ ყველაფერს ვურევთ 100 გრ. ნაღებს (სლივკი ხომ ეგრე ითარგმნება? :spy:) და 2 წუთი ვაჩერებთ ცეცხლზე.
ამასობაში სპაგეტი მოიხარშა და გადაწურეთ. ჯამი და თეფშები გააცხელეთ ღუმელში :D
გაცხელებულ ჯამში ერთმანეთს ურევთ 4 კვერცხის გულს, 100 გრ. ნაღებს და ყველს სახელად "პარმეზანი".
ჯამში უთავაზებთ მოხარშულ სპაგეტსაც
ზემოდან მოასხამთ ლორისა და ძეხვის სოუსს, დაამატებთ შავ წიწაკას და ამ ყველაფერს კარგად აურევთ.
შემდეგ თბილ თეფშებზე გაანაწილებთ ულუფებს, მოაყრით პარმეზანს და ისღა დაგრჩებათ, მიირთვათ.
აი, ასე გამოიყურებოდა ჩემი კულინარიაში დახელოვნების მცდელობა :D
შეგიძლიათ შეაფასოთ :D
ვაიჰ, რა კარგია ეს ოხერი? :((
AntwortenLöschenროცა ყველა ინგრედიენტს მოვუყრი თავს, მეც გავაკეთებ :))
უხ, როგორი გრძელი მაკარონებია, მაგას რა დაახვევს ჩანგალზე. :) ისე კარგია ეგეთი ”აჯაფსანდალი” კერძები.
AntwortenLöschenრაღაც გემრიელი ჩანს ^^
AntwortenLöschenauu
AntwortenLöschenmomshivda
wavide rame shevchamo
kiara mec vnaxe eg filmi, kargia :)))
da ra kargad gamogsvlia ras erchi :)))
@ zuriuss, სხვათა შორის, წერისას გამახსენდი. ადრე შენც გქონდა სპაგეტზე პოსტი :D
AntwortenLöschen@ ჯორჯ, მშვენივრად იხვევა ჩანგალზე, სუფრის კოვზს თუ მოიშველიებ ;)
ძალიან გემრიელი სპაგეტი გამოვიდააა :)
AntwortenLöschenკვერცხის ცილას კიდე რა ემართება გეტყვი:
მიქსერით ათქვეფ დიდიხანი, მერე ნელ-ნელა შეათქვეთ შაქრის პუდრას - რამდენად ტკბილი გიყვარს იმის გატვალისწინებით. (ამას ქვია ბეზე) ოღონდ, გამოცხობს მაგივრად ჩაყრი ადუღებულ რძეში თითო კოვზ ბეზეს, მალევე ამოიღებ და მოასხაბ გამდნარ სოკოლადს, გააცივებ და შეჭამ :)
აი რა ემართება კვერცხის ცილას.
ვგიჟდები მაკარონზე, ნებისმერ ფორმაში. მგონი უმის ჭამაც შემიძლია. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება :)
AntwortenLöschenui,daicyet eg masterklasebi? :)ganskurtebit bolo suratse
AntwortenLöschenmshvenivrad gamoiyureboda...
@ nastasia, ხო, შენ კულუარებში ჩახედული ქალი ხარ და კი იცოდი წინასწარ :D
AntwortenLöschen@ Anuschka, მიქსერი არ მაქვს :s
მეც ვნახე ეგ ფილმი და შტრუდელის გაკეთების იდეა მომივიდა, მერე გადავტრიალე ინტერნეტი და უამრავი რეცეპტი ვნახე. ოდესმე გავაკეთებ ალბათ :))i hope so...
AntwortenLöschenქრის დიდი მადლობა, ძალიან კარგი საღამო გავატარე შენთან. პირველი კრიტიკა პირადასდ შენს მიმართ, ძალიან კრიტიკული იყავი საკუთარი თავის მიმართ!
AntwortenLöschenისე კი , გაბედული ნაბიჯი იყო სპაგეტი-კარბონარას გაკეთება. ბევრი იტალიურ რესტორანშიც კი ვერ აკეთენებ კარგად. შენი გაკეთებული რამდენიმე რესტორანში გაკეთებულს ბევრად ჯობდა, ანუ გემრიელი იყო, მაგრამ არ ეს არ იყო ნამდვილი ,,სპაგეტი-კარბონარა,,.
კი იცი, რომ ჩემთვის კულინარია ხელოვნებაა და არ მარტო საჭმელი, ამიტომ მიკერძოება არანაირი ქრთამის ფასად არ გამოვა....
საჭმელი უნდა იყოს არა მარტო გემრიელი, არამედ კარად უნდა გამოიყურებოდეს, Das Auge isst nicht nur mit, es macht auch satt!
ასე რომ ჩემი + და - პუნკტები. (სურათების თანმიმდევრობით შევაფასებ)
ეს დაახლოებით მომზადების ყველა პუნკტს ეხება, პოტენციალი გაქვს , მაგრამ საჭმლის მომზადების დროს იყავი ძალიან აღელვებული, ამ დროს კი სიმშვიდეა საჭირო და სწორად უნდა გათვალო რა რამდენი გჭირდება, აუცილებელი არაა ყველაფერი ისე გააკეთო როგორც რეცეპტშია მოცემული. დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად როგორი მასალა გაქვს ან რა ღუმელზე აკეთებ.
ყველაზე მნიშვნელოვანი Du brauchst gefühl zum kochen! (ქართულად რაღაც ცუდაც ჟღერდა).
1. პირველად, როგორც მახსოვს, ძეხვი და ნიორი დაჭერი. სიმართლე გითხრა ორივე ისე დაჭერი, ძეხვი შემეცოდა. ამიტომ -
AntwortenLöschen2. ცილის და კვერცხის გულის განცალკევება + , თუ გავითვალისწინებ რომ პირველად გააკეთე ++.
3. ლორი! აქ მინდა გითრა რომ -, რადგან მაღალ ცეცხლზე წვავდი. ლორი თავიდა დაბალ ცეცხლზე უნდა შეწვა, ასე უფრო არომატულია და არ შრება. იგივე ეხება ძეხვს და ნიორს.
4. რაც შეეხება ნაღებს (ქართულად ნამდვილად ასე ქვია) აქ კი დროს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამდე უნდა დაელოდო სანამ ამოვა, როგორც რძის დუღილის დროს! ამიტომ -
5. ნუ რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი სპაგეტი! მისი მოხარშვის ოქროს წესი დაიცავი, ანუ ხარშვის დროს არ უყავი ზეთი და მოხარშვის შემდეგ ცივი წყალი არ გადაგივლია. ამ აშეცდომებს ბევრი გამოცდილი მზარეულებიც კი უშვებენ. ამიტომ +++ , მაგრამ ერთი მინუსი სამწუხაროდ, მოხარშვის შემდეგ თავ დახურული დატოვე, რაც არ შეიძლება, რადგან ორთქლი გარეთ არ გამოდის და ამ დროს ხარშვას განაგრძობს. და კიდევ შენ თვითონაც თქვი, სპაგეტი ძალიან ბევრი იყო!
6. ნუ დანარჩენმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ ცოტა ნელი ხელი გაქვს, რასაც დიდი მნიშველობა აქვს.
7. ნუ ვიცი რომ დეკორაციის თავი არ გქონდა, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტუმრებისთვის ამზადებ.
საბოლოო ჯამში შენი „სპაგეტი-კარბონარა“, იმის გათვალისწინებით რომ პირველად მოამზადე , ძალიან გემრიელი იყო!
ნუ რაკი ასეთი რთული კერძიდან დაიწყე, შემდეგი საღამოსთვის გთავაზობ Gebratene Hähnchen mit Reis und currysauce.
Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschenDieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschen@ naniko, ჰეჰ, მადლობა კომენტარისთვის. რა ნიუანსებს დაკვირვებიხარ, აზრზე ხარ?
AntwortenLöschenმშვიდად უნდა ყოფილიყავიო, იოლი სათქმელია, თავზე მადექი და :D
[quote]ნუ რაკი ასეთი რთული კერძიდან დაიწყე, შემდეგი საღამოსთვის გთავაზობ Gebratene Hähnchen mit Reis und currysauce.
[/quote]
Schätzchen, wir haben Fastenzeit. Wer isst das Essen? :D
auuuu es tepshebic maxsovs es kovzebic da am adamianis gaketebuli salati balsamicotiii da kide mindaaaaaaaaaaa :D:D:Dmagari chans esec ashkarad ara ra megrul gens ver daukargavt am gogos :D:D:D
AntwortenLöscheneg mere gamaxsenda, ara ushavs, mokled qatmis magivrad tevzi an kiborchxala. currysauce qoqosis rzit an soios nagebit shegizlia gaaketo. da nu brinji samarxoa.
AntwortenLöschengamarjoba : ))
AntwortenLöscheniqneb chems blogzec shemoixedo? ragac axali tag-tamashi wamoviwyeT amasTan dakavshirebiT da dodkam mirchia shesdzaxeo : ))
es linki