(აქ შეხვდებით ტერმინებს, რომელთაც შეგნებულად არ ვთარგმნი საკუთარი ინიციატივით და ვტოვებ ინგლისურად.)
საგანს, რომლის ფარგლებშიც მსგავს საკითხებს გვასწავლიან ჰქვია: Human Computer Interaction (HCI). ამ საგნის ოფიციალურ გვერდზე დევს ლექციების PDF ვერსიები ინგლისურად. იქვე ნახავთ ლექციების პოდკასტს, მხოლოდ გერმანულ ენაზე.
დღეს შევჩერდები ჯეიქობ ნილსენის, ანუ Usability-ს გურუს მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულ პირველ 5 ძირითად შეცდომაზე. თუმცა, არ მგონია, 2 წელში საგრძნობლად დიდ სხვაობას ჰქონოდა ადგილი. ასე რომ, ეს შეცდომები დღესაც აქტუალურია.
- Bad Search -> როდესაც ძიების ფუნქცია არ არის გამართული, ან თავად გრაფა "ძებნა/ძიება" არის ხშირ შემთხვევაში რთულად საპოვნი.
- შედეგი: მომხმარებელი ვერ პოულობს ინფორმაციას, რომლის მისაღებადაც შემოვიდა საიტზე და ტოვებს საიტს.
- მაგალითი: კიკიტოს ბლოგი. ან მე ვერ მივაგენი და ან საერთოდ არ აქვს საძიებო სისტემა. აქ რა თქმა უნდა, არ შევჩერდები იმ ოქროს წესზე, რომ უკლებლივ ყველა (!) ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს საძიებო სისტემა.
- გამოსავალი: ნუ დაიზარებთ და დაამატეთ თქვენს ბლოგზე ძებნის ფუნქცია. ნუ განათავსებთ მას ალოგიკურ ადგილას, მაგ.: გვერდის ბოლოში. ყველაზე კარგი ადგილი საამისოდ არის გვერდის/საიდბარის დასაწყისი.
- PDF-ფაილების გამოყენება ონლაინ რეჟიმში კითხვისთვის: იცვლება User Interface, მომხმარებელს არ აქვს ნავიგაციის საშუალება.
- შედეგი: მომხმარებელი ტოვებს საიტს.
- ამის მაგალითი ბლოგზე არ მოიპოვება, მაგრამ ყველა თქვენგანს ექნება გამოცდილი, რა გულის გამაწვრილებელი პროცესია, როდესაც რაღაცას ეძებ და ყოველ ნაბიჯზე ახალი PDF-ფაილი უნდა გახსნა.
- ლინკებს, რომლებზეც უკვე იყო მომხმარებელი არ ეცვლებათ ფერი.
- შედეგი: მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელ გვერდზე იყო აქამდე და შეცდომით ხვდება ერთსა და იმავე გვერდზე რამდენჯერმე. მომხმარებელს უწევს გონების უსაფუძვლოდ დაძაბვა.
- მაგალითი: ჩემი ბლოგი :user: თუ არ გავამუქე, ვერც მიხვდება ადამიანი, რომ ლინკები მაქვს პოსტში გამოყენებული. პრობლემის მოგვარება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დღეებში დავძებნი თავიდან. (აბა, იპოვნეთ თუნდაც ამ პოსტში პირველი სამი ლინკი :P)
- Non-Scannable Text. ცნობილია, რომ მომხმარებელი არ კითხულობს მთელ ტექსტს სიტყვა-სიტყვით. იგი თვალს ავლებს მას.
- შედეგი: თუ ტექსტი ძალინ გრძელი და ერთფეროვანია -> მომხმარებელი იწყენს და ტოვებს საიტს.
- მაგალითი: ზოგადად, რადიო თავისუფლების ბლოგი. ზოგი პოსტი იმხელაა და ისე იწელება, ჩემმა მტერმა წაიკითხა :D. განსაკუთრებით ია ანთაძის პოსტები იყო ასეთი, თუმცა ამ ბოლო დროს რამდენიმე პოსტი უკვე ბლოგერულ სტილში ჰქონდა. სამწუხაროდ, ბლოგის და გაზეთის ფორმატებს შორის განსხვავებას ყურადღება ნაკლებად ექცევა.
- გამოსავალი: Sweet-ს ჰქონდა ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებული. საჭიროა გავხადოთ ტექსტები კითხვადი და სკანირებადი ცხრილების, ლინკების, საკვანძო სიტყვების გამუქების საშუალებით და სხვ.
- Fixed Font Size.
- შედეგი: ტექსტის შრიფტის ზომა მკაცრად არის განსაზღვრული, რაც მომხმარებლის გარკვეულ კატეგორიას უქმნის პრობლემებს კითხვისას -> მომხმარებელი ტოვებს საიტს.
- მაგალითი: ახლა ვცადე და როგორც ბლოგსპოტის, ასევე ვორდპრესის შემთხვევაში გააქტიურებულია Zoom-ის ფუნქცია.
- გამოსავალი: თუ თავად ქმნით გვერდს, ნუ გამოიყენებთ ფონტის მკაცრად განსაზღვრულ ზომას. ვინაიდან, ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, გაითვალისწინეთ ისეთი სტუმრებიც, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. იგივე კატეგორიაში შედის ტექსტის ფერების არჩევაც. მხედველობაში იქონიეთ მომხმარებლები, რომლებსაც ფერების აღქმა უჭირთ.
გაგრძელება იქნება ამ დღეებში :)
p.s. შემთხვევით დავაკლიკე გამოქვეყნებაზე და რიდერში ვისაც გყავართ, შეგიძლიათ იხილოთ განსხვავება პოსტებს შორის. :D ესეც მორიგი მაგალითი :D
მშვენიერი პოსტია! :)
AntwortenLöschenკაი პოსტია ^^
AntwortenLöschensasargeblo postia namdvilad!
AntwortenLöschenfont size-ს რაც შეეხება ეგ პრობლემა ბოლო 2 წელიწადშიც და ცოტა ადრეც მოგავრდა უკვე :) ანუ Ctrl+mouse scroll თითქმის ყველა თანამედროვე ბრაუზერს აქვს. მე მაგალითად მართლა დიდ დისკომფორტს მიქმნის პატარა ფონტი, მხედველობასთან პრობლემა მაქვს და ვეღარ მივაღწიე ამ ექიმთან :) ამიტომ, Browser Zoom-ი ჩემი მეგობარია :) ისე კაი პოსტია პატივისცემ :)
AntwortenLöschen@ Urban Monkey,
AntwortenLöschenვერ დაგეთანხმები. უბუნტუზე გახსენი ბრაუზერი, მაგრამ არა მელაკუდა და აკრიფე google.com. იმჰო, საერთოდ თუ რამე დაინახო ან გადიდება შეძლო :D გაწამებული ვიყავი უნიში, სანამ მელაკუდა არ ჩამოვტვირთე :)
კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ ვუყვარვართ მომხმარებელი გუგულის :) უბუნტუზე (ან ნებისმიერ ლინუქსზე როცა მოხვდები შემდეგში გუგულის რეპოზიტორები დაიმატე და ქრომი მოქაჩე :) ყველაფერი გადასარევად იხსნება :) და ისე რამდენადაც მახსოვს ლინუქსის ყველა დისტროს "აუთ ოფ ბოქს" მოყვება FF ასე რომ ეგ არაა პრობლემა :)
AntwortenLöschenP.S. და ისე უნიში უბუნტუზე რა ეყეყნა? ნაუტილუსი? :))
@ Urban Monkey, მთელი ეს პოსტიც მაგაზეა, რომ მე, როგორც მომხმარებელს არ უნდა მიწევდეს იმაზე ფიქრი, რა ჩამოვტვირთო დამატებით :D
AntwortenLöschenრაც შეეხება გუგლს, ვაღიარებ, რომ მიყვარს და ვგიჟდები, მაგრამ მეორე მონოპოლისტია მისი სახით ბაზარზე და ეგ ვერ უნდა იყოს კარგი ამბავი. კონკურენცია გადაგვარჩენს :D
ammm hoda magas vambobdi rom yvela linuxs moyveba FF defaultad :)
AntwortenLöschenmonopoliazec getanxmebi eg cudia... shmidti (tu ra gvaricaa) ro agar iqneba mere vnaxot ra moxdeba tore jerjerobit marto fulebze ar zrunaven (da chemi azrit magitomac arian egeti popularuli da mdidrebi)
da ise saertod google-is search engini ro daiwera pirvelad piroba iyo eseti: mtavaria ro yvelaze kargi enginia tore fuli amisgan rogor vishovot movifiqrebt. (nu ra tqma unda daaxloebit) da sxebi ese iwereboda modit davwerot iseti search engine rom imiti vishovot bevri fuli. vabsheta zaan risiani xalxis gaketebulia eg compania. (maatiet gaumartavi gramatikisa da areuli azristvis magram memgoni gasagebad davwere:) )