- ვივლი დარჩენილი ლექციების 70-80%-ზე. როგორც წესი, მარტო პრაქტიკულებზე დავდივარ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ლექციების პოდკასტს მოვუსმენ სახლში მყუდროდ. რაღა თქმა უნდა, სულ ორჯერ მოვუსმინე. ასე რომ, ეს მეთოდი არ გამოდგება.
- ვიმეცადინებ 29-ის ორივე გამოცდისთვის დღეში 1,5 საათს. დანარჩენი გამოცდებისთვის თავს მოვამზადებ სულიერად.
- არ ვუყურებ გრეის ძველ სერიებს. ვუყურებ თითო ახალ სერიას, კვირაში ერთხელ.
- კვირაში მაქსიმუმ 4 ფილმს ვუყურებ და ისიც არა youtube-ზე. მანდ რომ ვიწყებ ერთი ფილმის ყურებას, 8 "შემომეყურება" ხოლმე.
- facebook-ზე ვიზიტების დროს შევამცირებ. ცოტა ხნით დავანებებ თავს ფერმას, ან დღეში მხოლოდ ერთხელ გავხსნი.
- მეორე ფერმას საერთოდ დავიკიდებ ცოტა ხანს.
- დავიწყებ ახალი დროებითი სამსახურის ძებნას, ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად.
- ვეცდები, კვირაში ერთხელ მაინც გავიდე სადმე, "სულიერი საზრდოს მიღების მიზნით" :D
- გავარკვევ ჩემი თავისთვის შეპირებული apple-ის კომპ-ის ამბები წინ მიიწევს, თუ სხვა ფირმას უნდა მივმართო?
- ამსტერდამის ამბავიც არ დამვიწყნია. უბრალოდ, არ იყო ახალ წელს ადგილები.
- ხშირად არ დავპოსტავ-მეთქი, მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამას ისედაც ვასრულებ. ასე რომ...
- რიდერსაც დღეში ერთხელ გადავხედავ მხოლოდ.
- ვინაიდან ცეკვის გაკვეთილები გვიცდება, გავიგებ ფლამენკოზე ასე გვიან მისვლა თუ შეიძლება. თუ არა, კვირაში ერთხელ ვივლი ფიტნესზე, რომელიც პირველ სართულზეა და just, უნამუსობაა გაცდენა :D
- დღე-ღამის რიტმს დავარეგულირებ. წინა ზამთართან შედარებით უდიდესი წინსვლა მაქვს. ყველაზე გვიან 4-ზე ვიძინებ. წინა წელს დილის 9-ის ნახევრამდეც გამიქაჩავს. :D რა გაჭირვება მქონდა, ნეტა :D
- ზემო პუნქტის სისრულეში მოსაყვანად ჩემი დის მიერ გამოგზავნილი ვალერიანის ტაბლეტები და ნაყენი ახალი მოტივაციაა. ამ ბოლო დროს ცოტაზე მეტად აღელვებული ვარ და ღამე ვდგები იმისთვის, რომ გადავამოწმო, ღუმელი გამოვრთე თუ არა. ეს შიშები წინა თვეში გამიმძაფრდა, როდესაც ერთმა მაცხოვრებელმა სანთელი დატოვა ანთებული და ხანძარი გააჩინა სახლში. :ქალისჭკუა:
- ვეცდები, სახლში ყოფნისას მაქსიმუმ 2 ჭიქა ყავა დავლიო დღეში და ისიც საღამოს 6 საათამდე. სამსახურში მაქსიმუმ 3 და არავითარ შემთხვევაში ფილტრის ყავა.
- აუცილებლად შევიცვლი პირად ექიმს. იმჰო, ტორმუზია.
- თებერვალში გადავხედავ და დავწერ, დასახული მიზნების რამდენი პროცენტი შევასრულე
- პ.ს. ადამიანებზე და ურთიერთობებზე არაფერს ვწერ. ეს თვე რეალურად კარიერას, ფინანსებს და უნის ეძღვნება.
10.01.10
ხვალიდან
Labels:
გამოცდა,
გეგმა,
კარიერა,
სამსახური,
უნივერსიტეტი
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
saintereso wamowyebebia. mec ar mawyenda dzilis grafikis shecvla minimum. xo gamocdebistvis momzadebac. ox a zarmaci var :@
AntwortenLöschenისღა დამრჩენია, დავამატო "ამინნნნნნნნნ" :)
AntwortenLöschenვცალერიაბნის ნაყენს მეც ვსვავ :|
AntwortenLöschenამ არდადეგებზე გონებრივად სულ ავურიე..
მომავლის მიმართ მაქვს შიშები :X
ხვალიდან ვიწყებ დიეტას :უსერ
AntwortenLöschenპ.ს. ვაი დედა :(
@ mr.picasso, თავს შემოუძახე :D
AntwortenLöschen@ zuriuss, ჭეშმარიტად :D
@ clown, მომავალში ყველაფერი იმაზე მეტად sucks, ვიდრე წარმოგიდგენია. ასე რომ, relax, relax, take it easy :*
@ ნან, მე ეს დღეები ჭამის მეტი არაფერი მიკეთებია :D
ტებერვლის პოსტის წაკითხვა რა საინტერესო იქნება, შემაჯამებელს რო დაწერ, რა გამოვიდა და რა არ
AntwortenLöschenკიარა
კარგია გეგმები.
აი მე არ დამიგეგმავს ასე მგონი არასდროს, არ მახსენდება და ახლა რო დავფიქრდი, ახლაც არ ვიცი ასეთი რამეები რა უდნა ვქნა, რა არის აუცილებელი, რას ვაპირებ და ბლაბლა :D whatever works
zureiuss vuertdebi, kargi iqneba tu naxevars mainc sheasruleb:))
AntwortenLöschenp.s. rcheva yvelaze didi chafaxebis ostatisgan:)
ძალიან კარგი. მომწონს გეგმები. ვნახავ მერე თებერვალში რეებს დაწერ. ასე დაახლოებით 20-28–ისთვის თუ დაწერ, კარგი იქნება. ანუ თვეზე მეტი დრო გექნება.
AntwortenLöschenმე ბაბისას დავეთანხმები და ვიტყოდი,რომ მეც არ შემიძლია ხოლმე ასე დაგეგმვა. სამწუხაროდ.
+ erti marad ugegmebo me movedi da cadi adamiano bolo-bolo am amsterdamshi :D
AntwortenLöschen