მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მესამე ფილმი იტვირთება ახლა. ისიც იმიტომ, რომ თმები უნდა დავისწორო და გასართობს ვეძებ.
ერთადერთი იმდენს ვერ ვმეცადინეობ, რამდენიც საჭიროა...
მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი ახლა.
უფრო ისაა საგულისხმო, რომ ყველანაირი პროექტით შეიძლება ჩემი დაინტერესება.
- facebook-ზე ვტვირთავ დღეში თითო ფოტოს ცნობილი One Photo a Day- პროექტის ფარგლებში. ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. სადამდე გავქაჩავ, არ ვიცი, მაგრამ მშვენიერი გასართობია.
- Julie and Julia-ს ნახვის შემდეგ შემოღებულ "სამზარეულო პროექტზე" უკვე დავპოსტე ერთხელ. ხვალ მეორე შეკრებაა და დღეს მთელი დღე რეცეპტების გადამოწმებასა და ინგრედიენტების ყიდვაში გავატარე.
- სვითის დავალებებს ვასრულებ შეძლებისდაგვარად.
- სვითის ვიდეოსთვისაც გადავიღე საახალწლოდ სურათები.
ესე იგი, ყველანაირად იოლი საკბილო ვარ მსგავსი პროექტებისთვის.
ახლახანს წავიკითხე Jane Austen's Club. მერე ფილმიც ვნახე. 6 ადამიანი კითხულობს ჯეინის 6 რომანს. თვეში ერთხელ იკრიბებიან რომელიმესთან და განიხილავენ.
არც ერთს გირჩევთ და არც მეორეს, მაგრამ იდეა მომეწონა ძალიან და საშინლად მომინდა რეალურად შემესხა მისთვის ფრთა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდა რეალში გაკეთება, რადგან წინასწარ ვიცი შედეგი. დღეს მომივიდა თავში აზრად, ბლოგზე დამეწერა შემოთავაზება. რატომღაც ძალიან მინდა ბლოგერებთან მაკავშირებდეს ეს პროექტი.
ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი იდეაა:
გავაკეთოთ მსგავსი კლუბი, ოღონდ ონლაინ, " ბლოგერების წიგნის კლუბი" :D
ყოველ თვე რომელიმე ბლოგერი აირჩევს წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ ყველანი. ეს ბლოგერი თვის განმავლობაში არის "მასპინძელი". მისსავე ბლოგზე წერს პოსტს წიგნის წაკითხვის შემდეგ(რადგან 1 თვეა წიგნისთვის გამოყოფილი, იმ ერთი თვის მანძილზე უნდა დაიდოს პოსტიც). ჩვენ კი კომენტარების სახით გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ვიკამათებთ და ასე შემდეგ. მომდევნო თვეში გვეყოლება სხვა მასპინძელი და ა.შ.
თუკი პროექტით დაინტერესდით,გააგრძელეთ კითხვა, თუ არა, მაშინ დამშვიდებული სინდისით გადით/დააკომენტეთ/ჩემი სხვა პოსტები წაიკითხეთ :)
წესები:
- არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაინტერესდება, ამიტომ ზემოთა ზღვარს ჯერ არ შემოვიღებ. შეიძლება სულ 1 მსურველი აღმოჩნდეს და უხერხულობაში ხომ არ ჩავვარდები. :D
- პროექტი დაიწყება 1 თებერვალს. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი წიგნის წაკითხვა/განხილვა ხდება თებერვლის ბოლომდე.
- მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.
- მონაწილეობის მსურველებმა დააკომენტეთ ან მომწერეთ მაილი ამ მისამართზე: chaoticco@gmail.com.
მაილში/კომენტარში მიუთითეთ, წელს რომელი თვე გირჩევნიათ "სამასპინძლოდ" და რომელ წიგნს ირჩევთ. ჯერ-ჯერობით ყველა თვე თავისუფალია. გაითვალიწინეთ, რომ იანვრის თვე ამოვარდა, ამიტომ ათვლა იწყება თებერვლიდან. - წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D
- წიგნის არჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომ მასალას ირჩევთ. მაგალითად, მე ვიმყოფები საზღვარგარეთ და ქართული წიგნები აქ არ მაქვს. თუკი სადმე წიგნის ონლაინ-ვერსია იქნა, ხომ კარგი, თუ არადა, საშინლად გართულდება ეგ ამბავი. გამოგზავნაც არ ხერხდება. მეც, ჩემის მხრივ არ ავირჩევ წიგნს, რომელიც საქართველოში არ იშოვება.
- აქვე წიგნებთან: წაიკითხეთ თქვენთვის სასურველ ენაზე. :D
- ყველა მონაწილე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემდეგი თვის წიგნი, ცვლილებები სიაში და ა.შ., ჩემგან მიიღებს მაილს. ასე რომ სასურველი იქნება, კომენტარით გამოთქმული სურვილის შემთხვევაშიც იქვე მიუთითოთ თქვენი მაილი.
ვინაიდან, მე ამ წუთას სამი წიგნი მაქვს გამოტანილი და სამივე Austen-ის რომანია, დიდი პლაგიატობა იქნება ჩვენც მასე დავიწყოთ. ასე რომ, დაველოდები თქვენს შემოთავაზებებს. თუკი თებერვალში არავინ გამოჩნდება მსურველი, 1 თებერვლამდე მოვიფიქრებ, ამ რომანიებიდან რომელი ავირჩიო :D
და ისა, მოგეწონოთ იდეა რაა... :user:
mgoni is pirveli da ertaderti var,zeda zgvars ro ar acesebdi...:D
AntwortenLöschennebismier shemtxvevashi minda da aq var da mshvenieri ideaa...
@ nastasia,
AntwortenLöschenჰოდა, გამოუშვი მაილი, დედი :D
axla vtvlem da xval movmeildebi :D
AntwortenLöschenmec rom minda ... tu dzalian patara var ? : ))
AntwortenLöschen@ irina_k,
AntwortenLöschen:S
hmmm...
არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი და სწორი იქნება შენთვის.
ბევრი წიგნი მაქვს "შეუფერებელ" ასაკში წაკითხული და მაგიტომ ვამბობ. :s
მოვიფიქრებ კიდევ... შენც მოიფიქრე, რამდენად გიღირს ...
sorry... :*
ძალიან კარგი წამოწყება :)
AntwortenLöschenძალიან კარგი იდეა :)
აი დუ :)
კიარდა დიდი სიამოვნებით :)
vso, vmonacileob :D
AntwortenLöschendaje shemdegi cignis ideebi ar dameleva arasdros!
ჰეჰ კარგი იდეაა. ხატია რომაა, ბლოგერი, წესით იმასაც უნდა მოეწონოს, რაღაც მსგავსს აკეთებდა მგონი, ოღონდ რეალში.
AntwortenLöschen@ xissunianisaxli,
AntwortenLöschenვაიმე, კიდევ კარგი დაიძრა ყინული, თორენ უკვე მეგონა, რომ მე და ნასტასიას უნდა გვეკითხა მარტო.
:D
@Anouschka,
შენი იმედი მქონდა.
:D
ესე იგი: მაილები გამომიგზავნთ რა. რომელი თვე გაწყობთ და რომელი წიგნი. მე და ნასტასიამ ვისაუბრეთ გუშინ და თებერვალში ეგ გვიმასპინძლებს. წიგნიც აარჩია:
ფამუქის ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილი. შეიგიძლიათ დაიწყოთ უკვე წიგნის ძებნა. ნასტასიამ მითხრა, საკმაოდ სქელკანიანიაო :D
აქამდე მოგროვდა 5 ბლოგერი.
მე,
ნასტასია,
ნანიკო, http://naniko213.blogspot.com/),
xissunianisaxli
და
ანუშკა.
:*
სიამოვნებით შემოგიერთდებით, დავინტერესდი :)
AntwortenLöschenმეც მინდა კლუბის წევრობაა, ხომ არ დავაგიანე უკვე?
AntwortenLöschen@ ნან,
AntwortenLöschen:*
@nini, არა. 1 თებერვალს იწყება.
მაილით მომწერეთ ორივემ სასურველი თვე და წიგნი.
:*
მეილზეც მოგწერე. :) კარგი იდეაა წიგნის საკითხავი დრო რომ გამოვნახო. :) პასუხისმგებლობის გრძნობა კარგი შემჩხიკინებელი იქნება, თორე სულ დავივიცყე ჩემი მრავალგვერდიანი მეგობრები :(
AntwortenLöschendzaan magari ideaa. Tan isedac vapirebdi Tebervlidan wignebTan "dabrunebas". hoda , ase ufro meTi sTimulic meqneba : )
AntwortenLöschenchemi maili: tamta_53@yahoo.com
ai,xo vambobdi me shemogviertebian tqo :D
AntwortenLöschen@ nastasia,
AntwortenLöschenჰო, უკვე რვანი ვართ.
:)
ცოტა დრო კიდე მაქვს, წიგნი უნდა მოვიფიქრო :)
AntwortenLöschenmokled,gamomdinare iqidan rom pirvel tvehsi me virchev cignda da kide gamomdivare iqidan,rom unda gavitnaliscono,ramdenad ishovian qristina da naniko germaniashi imas,rasac chven aq da piriqit,maqvs ori idea,le klezios ,,udabno'',romelic qartulad moipoveba da mtavaria munchen is bibliotekebma ar gadamalon da tu gadamalaven,mashin joisis ,,dublinelebi''
AntwortenLöschenmokled,me ramdenime dgit uinterneto garemoshi mivdivar da ro chamoval,gadacyvetileba migebuli damaxvedter :D
მე მე მე მე მე მე....
AntwortenLöschenვსო, მეც ვმონაწილეობ.
კიტ!!! მეილი მოგწერე უკვე. და ისა...
მარტში მე ვიქნები. რა წიგნი შევარჩიე, ეგეც მოგწერე უკვე.
ნასტასია – ლე კლეზიოს "უდაბნო" ან ჯოისის "დუბლინელები". ამ ორიდან რომელიც გინდა, არჩევანი მომწონს.
"რატომღაც ძალიან მინდა ბლოგერებთან მაკავშირებდეს ეს პროექტი."
AntwortenLöschenაააა, საყვარელიიიიიიი :*
@ Kate,
AntwortenLöschenმიხარია. ვნახავ მაილს და გიპასუხებ.
:*
@ nastasia.
ვიშოვეეეე, Jean-Marie Gustave Le Clézio-ს უდაბნო ვიშოვე... ახლა დავაგზავი მაილს დროულად ყველასთან.
@ ყველა, თებერვალში Pamuk-ის ნაცვლად ვკითხულობთ Clézio-ს "უდაბნოს".
erTi suli maqvs... daviwye ukve wignis modziebaze zrunva (jer mxolod sTaTusebiT, xvalidan ufro aqTiurad chaverTvebi)...
AntwortenLöschenმოკლედ, ლეკლეზიოს ვკითხულობთ ხო??
AntwortenLöschenკიიდე კაი, თორე ჯევდეთი ისეთი დიდი და უინტერესოააააა
მე ყოველშემთხვევაში გემრიელად მივაკრიტიკებდი
dges wignis magaziashi viyavi, Tu ar vcdebi "pepela wignebi" qvia, ar qondaT. sad sheidzleba rom vishovo es wigni???
AntwortenLöschenმომწონს იდეა. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
AntwortenLöschenოღნდ რამოდენიმე პრობლემაა ჩემთან დაკავშირებით:
1. კომპიუტერში ვერ ვკითხულობ (ანუ იმ ლიტერატურა, რომელიც მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება, მე ვერ ვკითხულობ)
2. ვკითხულობ მხოლოდ ქართულ და ფრანგულ ენებზე. ვინაიდან საქართველოში არ იყიდება ფრანგული წიგნები, შესაბამისად - მხოლოდ ქართულად.
თუ ამ ორ საკითხს გაითვალისწინებთ და თქვენ არ შეგიქმნით პრობლემებს, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
ისე კი მასპინძლობისთვის მაწყობს ივლისის თვე :)
@ thecatcherintheray ,
AntwortenLöschenსიამოვნებით მიგიღებთ.
ენას რაც შეეხება, ეს უფრო ჩემთვის და ნანიკოსთვის არის სირთულე, რადგან არ ვართ საქართველოში. მაგრამ ჩვენი არჩევანის დრო რომ მოვა, ისეთ წიგნებს ავირჩევთ, რომლებიც ქართულადაც იშოვება მანდ.
ამიტომ მომაწოდეთ მაილზე თქვენი არჩევანი, ყველამ რომ იზრუნოს წიგნის დროულად შოვნაზე/ან დროულად რომ შევცვალოთ, როგორც ამ თვეში მოხდა.
პ.ს. ივლისი თავისუფალია, ჩაგწერ :D
@ iasamnisferi, ჩამოვა ნასტასია და მოგწერს აუცილებლად. ან მე ვკითხავ და მაილს მოგწერ. :*
mebo,
AntwortenLöschenkai bichi xar ro shemogvierTdi :*
chaoTic,
ok, mec gavikiTxav kdie manamde, iqneb ikos sadme. vinmem ishova neTa??
კარგი იდეეა, მეც მომწონს, ხომ შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობაა?
AntwortenLöschen@adinfernum,
AntwortenLöschenგუშინ დავპოსტე ზემოთ, რომ უკვე 12 ვართ და აღარ ვამატებ, სამწუხაროდ.
ანუ, წიგნის წაკითხვა შეგიძლია, რა თქმა უნდა და კომენტარებში ჩართვა, მაგრამ მასპინძლები ამ წლის ბოლომდე გადანაწილდნენ უკვე და ძალიან გრძელვადიან პროექტს არავინ გაყვება ბოლომდე...
:S
მე უბრალოდ თვალ ყურს გადავნებთ და შევეცები ვიკითხო თქვენს ერთად. პასუხიმგებლობის აღებას ვარიდებ თავს,იმის შიშით რო ჩავარდნა არ მქონდეს და იმდები გაგიცრუოთ :)
AntwortenLöschen@ Sea-Son,
AntwortenLöschenეს პროექტი 2010-ში განვახორციელეთ.
წელს არ ვაგრძელებთ :)
თუმცა, შეგიძლია ბლოგზე პროქტისთვის განკუთვნილი ცალკე გვერდიდან გადახვიდე მონაწილეების პოსტებზე :)
Chaotic hat gesagt...
AntwortenLöschen:D დამავიწყდა,რომ 2011-ია უკვე :S დღეს გავიგე anosmagazines ბლოგიდან ამ პროეკტზე და ვიფიქრე ახალია თქო :)