19.01.10

ლუზერი მზარეულის აღსარება

"როცა გშია, ზაქარია,
ცივი ჭადიც შაქარია"-ო, ნათქვამია.

ჰოდა, როცა მშია და რამეს ვამზადებ, მეგემრიელება. მერე ვდიდგულდები და მგონია, რომ ასე თუ ისე ვიცი საჭმელების მზადება, მააგრამ, თურმე სადა ბანაობ, როგორც ერთი ნაცნობი იტყოდა. :D

კვირას ჩემი სამზარეულოს პროექტის მორიგი, ანუ მეორე შეხვედრა იყო.
ამჯერად ნანიკომ აარჩია კერძი: შემწვარი ქათმის ხორცი ბრინჯით და curry-სოუსით.

დაახლოებით ასეთი უნდა გამოსულიყო.



აღარ დაველოდე ნანიკოს მოსვლას და დავიწყე კეთება, ამიტომ ფოტოები არ მაქვს და ცოტა მშრალი პოსტი იქნება. 3 ადამიანისთვის ვაკეთებდი და რეცეპტიც შესაბამისადაა გათვლილი.



!!!!!არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ ეს სახლში!!!!

!!!! DO NOT TRY THIS AT HOME!!!!!


ეტაპი I:
ყველა ინგრედიენტი დავჭერი. შიგადაშიგ რომ ვიწყებ ხოლმე ჭრას და თან ცალი ხელით ტაფაში ხახვს ვურევ, ყველაფერი წყალში მეყრება.
ასე რომ:

დავჭერი 2 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 20 გრ. Ingwer(კაცმა არ იცის, რა ჰქვია ამას ქართულად.) და დაახლოებით 500 გრ. ქათმის თეთრი ხორცი.
ხორცი უნდა დამეჭრა მოგრძოდ. თითქმის მზა კი ვიყიდე, მაგრამ ყველას ვერ გამოვაცალე ძვალი და მაინცდამაინც ნანიკოს შეხვდა ყველა ძვლიანი ნაჭერი. :D

ამავე დროს 300გრ. ბრინჯი დავდგი მოსახარშად. ვინაიდან, ბრინჯის მოხარშვა არ ვიცი, გამოვიყენე ეშმაკური ხერხი და ვიყიდე პარკში მოთავსებული ბრინჯი:

ასე ბრინჯის მოხარშვა მზარეულის დიდი სირცხვილია, მაგრამ რა მექნა?! დამწვარს ხომ სჯობდა?! თან სულ ქირქილით ვეუბნებოდი მეორე სტუმარს, ნეტა, ნანიკო მხედავდეს-მეთქი. :D


ეტაპი II:

ხახვი უნდა მომეშუშა 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში. შუა გზაში მივხვდი, რომ 1 თავის კვალობაზე დიდი ხახვი იყო და ნახევარი ამოვაკელი. ლოლ... ეს მაშინვე არ მითქვამს ნანიკოსთვის. წარმომიდგენია მისი სახე ამ პოსტის კითხვისას. ნანიკო, დამინდე :D
ხახვი რომ მოიშუშა, დავამატე 2 ჩაის კოვზი curry-ის ფხვნილი. ოდნავ ვაცადე და დავამატე დაკეპილი ნიორი და 500 გრ. ტომატ-პასტა. ეს ეტაპი თითქმის უპრობლემოდ გავიარე.

ეტაპი III:
ცალკე 2 ჩაის კოვზი ფქვილი, უკვე წვრილად დაჭრილი Ingwer, 200გრ. მაწონი და 100 ml. ბოსტნეულის ბულიონი ავურიე ერთმანეთში. მიღებული მასა ჩავამატე ტომატიან ქვაბში და ერთად წამოვადუღე.
მანამდე არ მქონდა რეცეპტი წაკითხული და უცებ ვკითხულობ, რომ ეს მასა თურმე უნდა ავდღვიბო მიქსერისებური დანადგარით, რომელსაც არ ვიცი, ქართულად რა ჰქვია და შევანელო მარილითა და შავი წიწაკით. მომეტევება, კულინარიული სიტყვები და მწვანილების დასახელებები გერმანულად ვიცი, რადგან აქ მომიწია საჭმლის კეთება. ანუ, ამით უნდა ამედღვიბა მოკლედ:



ვაიმე, დედი! საიდან მოვიტანო ახლა ეს მიქსერი?!...
მდას... დარჩა ეს შენი მასა ასადღვები და მაგიტომაც ვიგემე რამდენჯერმე Ingwer-ს მწარე გემო ჩაღეჭვისას. :D

თან ფქვილის ჩაყრისას შეცდომით წავიკითხე და ჩაის კოვზის ნაცვლად სუფრის კოვზით ვყარე. :D

OMG :D

ეტაპი III:
დაჭრილ ხორცის ნაჭრებზე უნდა მომეყარა 2 ჩაის კოვზი curry და კარგად ამერია. ეს იოლი საქმე იყო. შემდეგ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში შევწვი ეს ხორცი და ვთვლი, რომ კარგად შევწვი. ბოლოს მოვასხი 1 სუფრის კოვზი სოიოს შავი სოუსი და წესით უნდა გადმომეღო, მაგრამ ნანიკო არ იყო ჯერ მოსული და გამორთულ პლიტაზე დავტოვე, რამაც ოდნავ გამოაშრო ხორცი.



ამასობაში მოვიდნენ გოგოებიც. გადმოვიღე ბრინჯი, ქათმის ხორცი. ზემოდან მოვასხი მომზადებული სოუსი და თან კი გული მისკდებოდა, მაგრამ გულიანად დავღეჭე პირველი ლუკმა.


დიდი დიზასტერი:
არ ვიცი რატომ, მაგრამ სოუსი იყო ისეთი, გეგონებოდა მჟავე კიტრის შრატში მომეხარშოს. ნანიკომ თავიდან ნელ-ნელა შემოაპარა კრიტიკა, ვინაიდან მშიერი იყო და ჯანდაბას, შევჭამო, იფიქრა, მაგრამ მერე უკვე ისე იმუქრებოდა, მალე დაწერე პოსტიო, რომ კომენტარებში სახე ამძვრება, გული მიგრძნობს.


დღის გმირი: კუპატის მზარეული მეგრელი ქალი
, რომლისგანაც დედაჩემი საგანგებოდ ყიდულობს კუპატს და მიგზავნის ხოლმე. იმდენად დიდი დიზასტერი იყო ჩემი საკვები, რომ ამით მაინც მოვიგებ ჟიურის გულს-მეთქი. გაჭრა, მინდა ვთქვა. ჰოდა, მედალი იმ ქალბატონს. დედაჩემს ნომერს გამოვართმევ და დავპოსტავ, უფასოდ გავუკეთებ რეკლამას. მერწმუნეთ, უუუმაგრეს კუპატს აკეთებს.

რაც შეეხება მეორე სტუმარს: დაახლოებით ჩემნაირი ჩაინიკია კულინარიაში, მაგრამ უეჭველი მიხვდა ეგეც, რომ რაღაც ვერ იყო სოუსის ამბავი კარგად.
-ცოტა მჟავეა და რა უქენიო? :D


lol!


შემდეგ თვეში ტირამიზუს გაკეთება გადავწყვიტე და ვაიმე, ვაიმე....



წავედი ახლა მე, სახის ამძრობი კომენტარის მოლოდინის სიყვარულში, როგორც დათუნი იტყოდა.

:D

13 Kommentare:

  1. დამაინტერესა მაგ კერძმა (არ მიყვარს სიტყვა ”კერძი”, მარა აბა რა ვთქვა)
    ჰოდა
    ნეტა ინგვერ როგორაა ქართულად ან ეგ ცურრყ სოუსი აქ თუ არის მმმ
    იმას მდღვებავი ქვია თჲ რაღაც ეგეთჳ :დ მგონი
    და ბრინჯზე რომ თქვი, მოხარშვა არ ვიცი და პარკით ვიყიდეო, ანუ მოხარშული იყიდება?

    ტირამისუ მიყვარს ძალიან
    არასდროს გამიკეთებია

    ამ დილაადრიან ისე მშია და კუპატის ხსენება იქნებოდა?! :დ მომინდა

    AntwortenLöschen
  2. :)))))
    ძალიან ძლიან ვიახლისე, ჩემი თავი გამახსენდა და საშიონლად მომინდა იგივეს გამეორება სახლში :))

    პ/ს საყვარელი ბლოგი გაქვს :)

    AntwortenLöschen
  3. au chemtvis iseti carmoudgenelia egeto ramis moxdena samzareuloshi :D rom ravic

    zalian didi siamovnebas vigeb ketebisgan da tanac tu recepti ar maxsovs chemi gemovnebit da gamocdilebit vurev da vamateb yvelafers :D ase magalitad bolo moconeba da agfrtovaneba chemi mdnari yvelis sousma da bostneulis chxirebma dimsaxures :D arada chemi mogonili receptit da ideebit shevqmeni sousi da gaamartla ^_^

    AntwortenLöschen
  4. მჟავე სოუსს რა უჭირს, დიდი ამბავი! თან პირველად გააკეთე, პირველად ყველა კერძი ბანძი გამოდის. ნუ თითქმის.. თუ შეფ–მზარეულის მონაცემები არ გაქვს რათქმაუნდა.
    წავედი შევჭამე ჩემი ყვითელი და წვნიანი ფორთოხლები. მესამე დღე მაქვს დიეტის :ბისს

    AntwortenLöschen
  5. ზუსტად ეს საჭმელი არ გამისინჯავს, მაგრამ დედაჩემი აკეთებს ძალიან გემრიელად ქათამს ბრინჯით, ჩემი საყვარელი საჭმელია.

    საერთოდ ქათამი და ბრინჯი კარგი ტიპები არიან, ერთადაც და ცალ-ცალკეც.

    AntwortenLöschen
  6. @ babisa,
    curry ინდური სუნელების ნარევია. არ ვიცი, მანდ თუ იშოვება.

    ბრინჯი არაა მოხარშული,უბრალოდ პარკშია და მოხარშულ წყალში დებ ამ პარკს, რომ ბრინჯი კარგად მოიხარშოს. არც მიგეწვება, არც ფაფასავით იქნება. პრაქტიკულია ჩემთვის ძალიან.

    @ Tjorven,
    მარტო ვცხოვრობ და ეგრე რაღაცეების ერთმანეთში არევით ვიკვებები, მაგრამ ზოგი საშინელება გამოდის რა :D

    @ნან, მაინც ქრეშ-დიეტას აწვები არა?
    :)


    @ Sophie,

    ხო. სხვა რეცეპტიც ვიცი, ბრინჯი+ ქათმის ხორცი ნაღების სოუსში. უგემრიელესია.

    AntwortenLöschen
  7. რამდენი ვიხალისე ამ პოსტის კითხვის დროს :D :D :D :D :D

    AntwortenLöschen
  8. ნეტავ ოდესმე თუ ვისწავლი რამის კეთებას...
    გარდა ღომისა...

    AntwortenLöschen
  9. @ Kate,

    ღომის კეთება იცი და სხვა რამეში ეჭვი გეპარება?

    oO
    :D

    AntwortenLöschen
  10. dagtage magram rogorc chans ukve gagiketebia :)))))

    http://kate9alukard.wordpress.com/2010/01/22/ნიუ-ტეგ-თამაში-lilac-ისაგან/

    AntwortenLöschen
  11. Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.

    AntwortenLöschen
  12. bodishi dges bolo gamocda mqonda da rogorc iqna movicale kompiuteristvis. nu marto chemi gamocdebis bralic ar iko,kupatis xatrit, cota dro gavcele zalian mcare komentari rom ar gamomsvloda.


    chemi sayvareli kerzi unda kofiliko cesit.

    mokled mteli oritve velode am chems sakvarel kerzs. kvira sagamo iko, filarmoniashiu vikavi gedebis tvis sanaxavad. specialurad ar vchame sagamos chemi sakvareli kerzi melodeboda megona!....

    martla zalian mshieri viyavi gagimartla.

    kidevb kargi momzadebas ar vuyure, tore mere genaxa chemi citeli komentari!


    mokled
    1: brinji didi - , pirveli radgan parkit moxarshe, da meore miuxedavad imisa rom parkit moxarshe mainc aklda moxarshva, minimum 2 cuti.

    rac sheexeba qatams. es unda kofiliko qatami Cury sousit, magram gamovida qatami curryt da ingwa sousit (ufro scorad mjave kitris sousit).

    nu miuxedavad amisa qatmis xorci kargi shemcvari iko ++, magram cvlebi rom gamogecala ufro kargi iqneboda - , ar vici rogor shecvi magram tavidan shecvis dros erti ori cuti magal temperaturaze unda shecva, anu garedan unda sheicvas da shemdeg tavsaxuri unda daaxuro rom shignit xorci ar gamoshres da cvniani ikos.

    nu sousze komentars ar kavaketeb kupatis xatrit. ertaderti rac souss kargi qonda, nu citeli feris iko.


    nu shemdegze adre moval, momzadebis koveli cvrilmani rom chemi tvalit vnaxo...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates