26.01.10

მამები vs. შვილები

არ ვიცოდი, რა სათაური უნდა მიმესადაგებინა ამ თემისთვის.

ახლახანს სოფიმ ახსენა ფსიქოლოგიურ პორტრეტზე საუბრისას.
facebook-ზე რაღაც მამებთან დაკავშირებულ ჯგუფში გაერთიანდა რამდენიმე ბლოგერი, რასაც, რაღა თქმა უნდა არ გამოგვაპარებს ცუკერბერგის შვილი.

დალინკვა საშინლად მეზარება, ასე რომ, მე მაპატიეთ.


დღეს კიდევ სამსახურში ერთი თანამშრომელი შემოვიდა და მამა მიკვდებაო... :(
მე, საკმარისია," ვიღაც კვდება"-თი დამიწყო საუბარი და უკვე მზად ვარ პანაშვიდი დროზე ადრე მოვაწყო. სახე მომეღვენთა ეგრევე და ამ დროს ამ ქალმა თქვა, რომ წლებია მამამისთან კონტაქტი არ აქვს, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ... დეტალები შორს წაგვიყვანს, მაგრამ, მიდის სანახავად ახლა-უფრო დასამშვიდობებლად, ვიდრე საპატიებლად, არ გამომდისო და აბსოლუტურად დავეთანხმე. არის რაღაცეები, რაც არ გამოგდის.

ეს ქალი ისეთი ბრაზით საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გაუშვა მამამისმა ბევრი შანსი ხელიდან, ჯანმრთელობის მხრივ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის მხრივ. ვუსმენდი და მეგონა, იმიტომ უფრო იყო გაბრაზებული, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მამისგან სითბო არ ახსოვდა და რომ მამამისი ასე, აი, ხვალ თუ არა ზეგ კვდება და ამ ყველაფერს ჩაიტანს დაბლა.

მთელი ის დრო ჩუმად ვიჯექი და მერე რაღაც რომ მკითხა, ისეთი გაბზარული ხმა მქონდა, ეგრევე ყავის ჭიქა მივიყუდე, რომ არ დამეწყო საჯაროდ ღნავილი...

რა ჭირს შენი შესაცოდიო, ვიღაც მეტყვის და ვიღაც, ვისაც მამასთან ცუდი/დაძაბული ურთიერთობა აქვს, შეურაცხყოფადაც მიიღებს ამ წინადადებას, მაგრამ აი, საშინლად შემეცოდა. ყველაზე მეტი სითბო, რაც კი ვაგროვე დედამიწაზე, მამისგან მაქვს. ყველაზე უფრო მეიმედება მისი "ნუ ნერვიულობ", მაშინაც კი, როცა მართლა ცუდადაა საქმე და წესით, ძალიან უნდა ვნერვიულობდე. ყველაზე მეტად მისი საყვედური მეწყინება, თუ სადმე თვითშეფასების ნატამალი მომეპოვება, უმეტესწილად ამის გამო და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორი ვიქნებოდი ამ ყველაფრის გარეშე.

ხომ არის რაღაც სტერეოტიპი, რომელიც გაქვს სხეულში გამჯდარი და ვერ წარმოგიდგენია, სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს. ზუსტად მასე ვარ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მამის გეშინოდეს და გატრუნული იჯდე მთელი საღამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცუდ ხასიათზეა რატომღაც... ან, როგორ შეიძლება იმდენად არ გენდობოდეს, რომ მეგობართან გაგიშვას დაბადების დღეზე... ან გიყვიროს, ხელის გარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ... ან არ დაგიყვავოს, არ მოგეფეროს, შენით არ იამაყოს... როგორ ახერხებენ მამები იყონ ისეთი ტირანები, რომ დროთა განმავლობაში საკუთარ შვილებს ეზიზღებოდეთ?

მაგიტომ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ტერორით და სიმკაცრით დიდ სამსახურს უწევენ სხვებს.

ერთხელ სადღაც წავიკითხე, მამის ოჯახთან დაძაბულმა ურთიერთობამ მასწავლა, როგორი არ მინდოდა ყოფილიყო ჩემი შვილის მამაო. გამორიცხვის მეთოდი ხშირად კარგია, მაგრამ მას თითქმის ყოველთვის სჯობს სწორი პასუხის წინასწარ ცოდნის პრივილეგია ;)

:totallyadoremydad:

7 Kommentare:

  1. მე მაქვს მამასთან ამ წუთას ცუდი ურთიერთობა - არა, ცუდი არა, უბრალოდ არ მაქვს ურთიერთობა მას შემდეგ რაც დედაჩემს დაშორდა (16 წლის ვიყავი) წელიწადში ალბთ ერთხელ ვახულობ... ვიცი რომ ეს ორივეს ბრალია/. არადა თუ რამე კარგი ვიცი-მამასგან.

    ადამიანები ხანდახან მართლა ისე შეტოპავენ, რომ მერე ორივეს უჭირს პატიება და ყველაფრის თავიდან დაწყება.

    AntwortenLöschen
  2. ჰო, ისე ვურეკავ და მირეკავს ხოლმე თითქმის ყოველ კვირა დღეს, და მე ძალიან ბევრს ვტირი და ვერ ველაპარაკები იმიტომ რომ ძალიან მენატრება.

    მერე თვითონ სულ მპირდება რომ მნახავს და არ ჩანს, მერე ისევ მირეკავს და ასე... :)

    სევდიანი ისტორიები ანუშკასგან :)))))

    AntwortenLöschen
  3. გაიტანეთ მამები აქედან! :|
    მზაღს :)

    AntwortenLöschen
  4. me miyvars mamachemi ki arada,sastiakd miyvars da mgonia rom tu sadme kargi adamiani arsebobs,egaa da zalian didxans megona rom yvelaferi sheezlo da yvelaze kargi da magali da chkviani iyo da mokled egetebi...

    da zustad gushin velaparakebodi chem megobars,romelsac mamastan principulad ar aqvs urtiertoba 8 celia da tan ert saxlshi cxovroben da sastiakd ganicdis mamamisis monstrobas da egeti ambebi ro mesmis xolme,ragac mgonia ro chemi kargi mamit imat vparav taviant cil bednierebas...

    mokled,ar vici,chem shvilsac kargi mama unda yavdes odesme :)

    AntwortenLöschen
  5. @ Anuschka,

    :(

    ხო, და თან ასეთ დროს სხვისი კომენტარები, როგორიცაა: მიდი, დაურეკე... მაინც მამაა/ძმაა/ქმარია/დედაა იმდენად უადგილოა ხოლმე.

    მე ამ ქალის მესმის კარგად თუ არა, ცოტა მაინც იმ მხრივ, რომ ზუსტად იგივე რაღაცეების გამო მაქქვს ჩემს უფროს ძმასთან ცუდი ურთიერთობა და ვიცი, რას ნიშნავს "ვერ პატიება". :(

    @ clown, ბიჭებისთვის დედაზე დავწერ იგივე პოსტს და მოვიგებ თქვენს გულს. :P

    @ nastasia,
    ჰო, ადრე ვმეგობრობდი ორ დასთან. მამას ვერ იტანენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. "ის სახლშია?"-ასე კითხულობდნენ ხოლმე და სულ მწყდებოდა გული. მე ამ დროს 1 სართულით დაბლა ჩავდიოდი და სანამ მამაჩემი კურიერს უყურებდა, მის კალთაში მეწყო ფეხები.... :( ის გაფუჭებული ურთიერთობა ცალსახად მამის ბრალი იყო, იმჰო.

    AntwortenLöschen
  6. მე უბრალოდ ვერ ვიტან არ ქვია იმ გრძნობას რასაც მამაჩემის მიმართ განვიცდი . არც ტირანია და არც რამე ისეთი მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა რომელსაც არასდროს ვაპატიებ . ყველაზე მეტად უყურადღებობას . ბოლოს სამი წლის წინ მივახალე ყველაფერი რასაც მასზე ვფიქრობდი და მას შემდეგ აღარც შემხმიანებია. არც მე გამხსენებია დიდად დედაჩემიც რამდენიც მიხსენებს ვცდილობ რაც შეიძლება მალე გავაჩუმო. ის ყველაზე კარგი მაგალითია როგორი არ მინდა რომ ვიყო. როგორც მამა და როგორც ადამიანიც პრინციპში. მოკლედ რთული ამბავია და ყველაზე ბედნიერი დღე მაშინ მქონდა როდესაც ყველაფერი ვუთხარი თუ როგორ ვერ ვიტანდი და მის სახეს რომ ვუყურებდი ხმაც არ ამოვაღებინე კარგია რომ მას შემდეგ აღარც გავხსენებივარ :)

    AntwortenLöschen
  7. @ Mr. Picasso, ისე, შენს კომენტარს რომ ვკითხულობდი იმ ადგილას, თუ როგორი არ გინდა, რომ იყო, შეიძლება გავავლოთ პარალელი მამაჩემის "სიკარგესთან". 1 თვის იყო მშობლები რომ გაიყარნენ და ბებიამ გაზარდა. დედასაც ცალკე ჰქონდა ოჯახი და მამასაც.

    მამას, ალბათ, ვერც ნახავდა ვერასოდეს, დედინაცვალს(!) რომ არ მოეძებნა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მაგრამ უზომოდ კარგი ქალი ყოფილა. მას შემდეგ აქვს მამის მხარესთან ურთიერთობა. ბევრი ნახევარ და/ძმა ჰყავს, მაგრამ რაღაცნაირად არცერთი "მართლა დედმამიშვილი". თავის ბიძაშვილებს უფრო მოიაზრებს დებად, იმიტომ რომ მათთან ერთად გაიზარდა. ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მამიდები და ბიძებიც მიყვარს, ისინი უფრო არიან მამიდები. მათ უკეთ ვიცნობ, უფრო ხშირად ვხედავდი და ლოგიკურია, ასეთი განწყობა.

    ჰოდა, რისი თქმა მინდოდა: მამაჩემი ნასვამი ფრიად გულახდილია ხოლმე და ერთხელ თქვა ასეთი რაღაც: მე უმშობლებოდ გავიზარდეო, როცა გინდა, რომ მოგეფერონ და სითბო გაჩვენონ და ვიცი, რაც არისო, ამიტომ ჩემმა შვილებმა ეგ არ უნდა იცოდნენო.

    პრინციპში, ისევე ბრაზდება რაღაცეებზე, როგორც სხვა მამები. ისევე ვბუზღუნებთ და ბუზღუნებს. ანუ, ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაციაა, მაგრამ ერთადერთი რაც არასოდეს გვაკლდა იყო ზუსტად ეგ სითბო.

    რა თქმა უნდა, რაღაც Fail-ებიც იყო, მაგრამ იმდენად წვრილმანი, რომ არ მახსოვს მართლა.


    პ.ს. მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ ავცდი. სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ მე სხვანაირად ვარ გაზრდილი, მამაჩემს ჩემთვის არ უყვირია ცხოვრებაში და ამიტომ მამრების დიქტატორულ გამოხტომაზე თავი დახრისთვის არ ვარ ზედგამოჭრილი-მეთქი და რაც მამაჩემმა დაგვიყვავა და გვათამამა ჩემი ძმა სერიოზულად ცდილობს აანაზღაუროს. მაგ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი, როგორი არ უნდა იყოს ძმა. აბსოლუტურად გამინადგურა ყველანაირი და/ძმობის იდეალი. :(

    Thank God, მეორეც მყავს. ის საყუარელია :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates