14.02.10

მეწამული ცა და რძესავით ჩამოწოლილი ნისლი

ძალიან უცნაური მკითხველი ვარ.
შემიძია ისეთი რამის გულისთვის ავიკვიატო წაკითხული, რისთვისაც თავად ავტორს არ მიუქცევია საერთოდ ყურადღება.
შემიძლია ერთი წინადადების გამო ჩავუყარო მთელი შრომა წყალში.
აი, ასეთი: ჭირვეული მკითხველი ვარ.

მეათე კლასში დიდოსტატის მარჯვენას რომ გავდიოდით, მასწავლებელმა ფერების და ციხეების სახელები ამოგვაწერინა და რომანის ერთადერთ ძლიერ მხარედ მასში ასე მრავლად მოყვანილი ფერები ესახებოდა. კარგით რა, კარგით: წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ყელი აქვს ხოხობს და სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ მადარდებდა ახლა, როგორი საწმერთული ეცვა შორენას. ან ისრიმისფერი რა ფერია?! ისრიმი არის ყურძენი "ბავშვობაში". :D ჰოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ მწვანეა რა. გინდა ისრიმისფერი უძახე და გინდა "ახლადწამოჩეკილიყურძნისმტევნისფერი"...

მაშინაც მძაბავდა ეს ზიზილ-პიპილო, მაგრამ კარგი, სხვა ეპოქა იყო, სხვანაირად წერდნენ.
ახლახანს რომელიღაც წიგნს ვკითხულობდი და " რძესავით ჩამოწვა ნისლი და ირგვლივ ყველაფერი შეიმოსა ბლა ბლა ბლა "-ო... თან ამ საუკუნეში დაწერილი წიგნია. ჰაჰ, როგორ ვბრაზდები ამ დროს.
ახალ ნამუშევრებში ასეთ პომპეზურობას და მაღალფარდოვან Bullshit-ს დასანახად ვერ ვიტან. იქვე სმარაგდისფერ თვალებზე იყო კიდევ საუბარი. რაღაც ისეთ შეგრძნება მაქვს ხოლმე ასეთ დროს, რომ ავტორს ჰგონია, "მწვანე თვალები"-ო თუ დაწერს, უინტელექტო გოიმად მოიხსენიებენ.

დაწერე რა ეს მწვანე. რა სმარაგდი აგიტყდა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახლანდელი მწერლობის ენა უნდა იყოს ძალიან პირდაპირი, ფაქტებზე დამყარებული ენა, თუნდაც სლენგი და არა ფერთა გამის და კრისტალების ტუტორიალი.

კიდევ ერთი სუსტი წერტილი: ბუნების აღწერა წიგნებში, როგორიცაა მაგალითად: "მზე ამოიწვერა და ათასფრად აალდნენ ნამის წვეთები. ირგვლივ ჩიტების საამო ჭიკჭიკი ისმის. ხეზე მწვანე ფოთოლს სამი ხაზი ისე მკვეთრად ემჩნევა, თითქოს, უცნობი მხატვარი უჩუმრად მოიპარა და დახატაო... მტრედისფერი ნისლი ნელ-ნელა აიკრიფა და ცხელი რძესავით აალდა..." ups... მაპატიეთ, ჩამძინებია და რომელ აბზაცზე გავჩერდი?!

FUCK, რატომ, აი, რატომ?
დაწერე რა, რომ გათენდა და დანარჩენი მე რომ წარმოვიდგინო, არ შეიძლება? არ მინდა ეს მოხარშული რძის სუნი ამ შუაღამეს, ვახ... ისეთი რომ წარმოვიდგინო ნისლი, როგორიც ის სინამდვილეშია, არა?! მაინცდამაინც არაბუნებრივად უნდა ჩამოწვეს?

მწვანე თვალები ისეთად რომ აღვიქვა, როგორიც ადამიანების უმრავლესობას აქვს, ამით რამე დაშავდება?
ჰოდა, მე ნერვებზე აშლის ჩემპიონი ვარ, ვზივარ მერე და ნერვები მეშლება.
ამიტომ გადავწყვიტე: თანამედროვე ლიტერატურას რომ წავიკითხავ და სადმე ზურმუხტის, სმარაგდის, ამეთვისტოს ან რძისფერი ნისლის ნასახი შემხვდება, დავხურავ ამ წიგნს და გადავდებ. :D
ვოტ!


პრეტენზიები, როგორიცაა: ნისლი მართლა ჰგავს რძეს და შენ თუ ფანტაზია არ გაქვს, სხვა საქმეა, იცით სადაც კეთდება ხოლმე და Go ahead :yes:


პ.ს. თქვენ არ გძაბავთ ასეთი ენა?

12 Kommentare:

  1. ეს "ზიზილ-პიპილო" რაღაცეები მართლაც არაა სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ პირადად მე ჩემი ფანტაზიით ვცვლი ხოლმე რაღაცეებს ^_^

    AntwortenLöschen
  2. რაც მე ეგ ფერები მაქვს ამოწერილი :)))))) იმ ეპოქაში კაი იყო, ახლა მგონი მართლა ზედმეტია მგონია, რომ რობაქიძეს და გამსახურდიას ბაძვენ :)

    AntwortenLöschen
  3. ამაზე დაწერას ვაპირებდი, სხვათა შორის, მერე ვიფიქრე, არ ჩამქოლონ-მეთქი.
    გამიხარდა, რომ მარტო არა ვარ :| ინგებორგ ბოხმანი ამიტომ ვერ წავიკითხე, რომ საკმაოდ თანამედროვე მწერალია და ისე საშინლად არის ნათარგმნი ქართულად, დავიტანჯე. შენ გერმანული კარგად იცი და თუ ოდესმე წაიკითხავ ორიგინალში, გეხვეწები, მითხარი, იქაც თუ ასე ნაკადულის ჩუხჩუხები და მზის ათინათებია აღწერილი.

    ისე, ხან ვფიქრობ, იქნებ მე ვეღარ აღვიქვამ სილამაზეს და მაღალფარდოვან სიტყვებს-მეთქი , მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა დროს თავისი ენა და აღქმა აქვს, ამიტომ წიგნებიც შესაბამისად უნდა იწერებ-ითარგმნებოდეს.

    So, Christina, you made my evening!

    AntwortenLöschen
  4. "ახალ ნამუშევრებში ასეთ პომპეზურობას და მაღალფარდოვან Bullshit-ს დასანახად ვერ ვიტან." აუ როგორ ვერ ვიტანნ... ატანა არ მაქვს.

    ხო, აი მგონი მართლა ჰგონიათ, რომ უინტელექტო მწერლებად გამოჩნდებიან.

    არადა სადაც ბუნების აღწერა და ეგეთი დებილობები არის ხოლმე, ვტოვებ ხოლმე მაგ გვერდებს.

    "დიდოსტატის მარჯვენა" არ წამიკითხავს. არც მაშინ, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი. არ დავინტერესებულვარ და იმიტომ. და არც ვაპირებ.

    AntwortenLöschen
  5. @ clown, მეც. :D

    @ lalena, აი, რას გვერჩოდნენ, ა?! :D

    @ Sophie, რატომ უნდა ჩაგქოლონ, შენი ბლოგია და შენს აზრს წერ.
    რაც შეეხება სილამაზის აღქმას: არ მგონია, რომ ისრიმისფერი თუ არ იქნა, ისე მწვანეს ვერ წარმოვიდგენ ლამაზად. უბრალოდ, "სხვაგან ვართ" საერთოდ და თანამედროვე ლიტერატურა ამ სხვაგან ყოფნას უნდა ასახავდეს.

    @ kate,
    არა, მე ნასწავლიც მაქვს და მიყვარს კიდეც, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინა საუკუნის ავტორია. კი, მაღიზიანებდა ეს ფერები, მაგრამ ყველა ეპოქას თავისი სტილი აქვს. იგივე ახლა რომ მხვდება, ეგ არ შედის ჩემს თავში ... :D

    AntwortenLöschen
  6. ამაზე ჯერ კიდევ პუშკინი წერდა, 2 საუკუნის წინ, პროზა სადა უნდა იყოს ყოველგვარი ზედმეტი მაღალფარდოვნების გარეშეო. ზედმეტ ზიზილ-პიპილოებს ვერც მე ვიტან წიგნებში, მაგრამ ფერებთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმები, ამ შემთხვევაში პირიქით, მომწონს "ისრიმისფერი". არა იმიტომ, რომ მწვანე ნაკლებად ინტელექტუალურია, არამედ იმიტომ, რომ მწვანე ფერის უამრავი სახეობა არსებობს ბუნებაში და ისრიმისფერის შემთხვეაში შედარება უფრო კონკრეტულია, უფრო ლამაზიც, ჩემი აზრით.

    AntwortenLöschen
  7. aratu mzabavs- momwons :)
    singurisferi da smaragdisferi da a,sh
    momwonda

    simartivec momwons, sirtulec
    gaahcnia mwerals, mis enas, iams razec wers da tviton mweralic rogoricaa.
    kosta sxvanairad ver dawerda, misi nawarmoebis ert-erti xivli es formis mravalferovneba da siucxovea. aseti mwerali an mogwons , an ara.

    igive begbederi ver dawers romantiulad da didi agwerilobebit.

    anu stilia sxvadasxva, vfiqrobar unda movtxovot mwerlebs, yvelam ertnairad martovad weros :)

    AntwortenLöschen
  8. როცა მწერალს მსგავსი შედარებები მოჰყავს მგონია რომ დიდი სიფრთხილე მართებს, ამ დროს მწერლის კალამი ბეწვის ხიდზე გადის და ერთი უადგილოდ ნათქვამი სიტვა ყველაფერს აფუჭებს. შეიძლება მწერალი მკითხველისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკიდან გადაიჩეხოს და ფოთოლზე შერჩენილი ობოლი წვიმის წვეთივით მარტო დარჩეს. :) მაგრამ, მაგალითად თუკი ვაჟა ფშაველამ ნისლს მთების ფიქრი უწოდა, მგონი ამით არაფერი არ დაშავებულა, პირიქით. MTAVARIA OSTATOBA!
    მწვანე ფერის შედარებაც შეიძლება, ხან ზურმუხტთან, ხანაც შუქნიშანზე მოციმციმე მწვანე ფერთან, ანდა შეიძლება ასეც დაიწეროს: კაცმა, ქალს, ”კამპ ნოუზე” მობიბინე ბალახის ფერივით თვალებში ჩახედა. :)

    AntwortenLöschen
  9. მე არც ძველ ლიტერატურაში მომწონს და არც ახალში.

    მაგრამ გააჩნია. რაღაცეებში მომწონებია.

    AntwortenLöschen
  10. @ babisa, სწორედ მანდ ვარ მეც.

    ანუ, ისევე როგორც დაბლა ჯორჯ პაიკმა აღნიშნა, მაგ.: ვაჟა ან ჩოხელი რომ აღწერენ ბუნებას, არასოდეს მოგწყინდება. შეიძლება იმიტომ, რომ ხელოვნურობის ნატამალი არ არის მაგ სიტყვებში და მართლა იჯერებ, რომ ეგრე ხედავდნენ.

    გამსახურდია ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ იგივე მისი მოთხრობები საკმაოდ რთულად იკითხება და შენც გეთანხმები, რომ ყველა არ უნდა წერდეს სადად. მისი წერის მანერა იყო მისი სავიზიტო ბარათი, შეიძლება გზადაგზა მაღიზიანებდა, მაგრამ ისიც მქონდა სულ თავში, რომ საერთოდ სხვა დროის ავტორი იყო და ისტორიულ რომანებში უფრო ძველი ენა სჭირდებოდა. იგივეს მაგალითად მთვარის მოტაცებაში არ იმეორებს (ან ისეთი მცირე დოზით, რომ მე არ მახსოვს).


    ახლა ავიღოთ შენი მოყვანილი ბეგბედერი: სადმე ეგრე მაღალფარდოვნად რომ წეროს, შეიძლება ისტერიულად ვიცინო, მაგრამ ყველაფრის ახსნას ახერხებს ისე, რომ იგებ. ესეც აბსოლუტურად დროის და ეპოქის ხიბლია. ანუ, ინტერნეტით რაღაც დავგუგლეო რომ წერს და იქვე მიაყოლოს გუგლს სმარაგდისფერი ლოგო ჰქონდა იმ დღესო, ცოტა ვერ ხო?! :D

    სწორედ მაგაზე მქონდა გაკეთებული აქცენტი.

    @ ჯორჯ, მწვანე ფერის შედარება ბევრ რამესთან შეიძლება, თუკი ეს შედარება უადგილო არაა.თუკი ამ შედარებებს იმდენ დროს უთმობ, რომ მთელი წიგნი ფერების ტუტორიალი ხდება, ნახ. ეგეთი მწვანე ფერი, არ მინდა :D

    AntwortenLöschen
  11. ძალიან კარგი პოსტია, მაგრად ვიხალისე :))

    ფრასუაზა საგანი გამახსენდა რატომღაც. მისი წიგნი ორ სათაურადაა თარგმნილი ქართულად; "მზის ნამცვრევი ცივ წყალში" და "ცოტა მზე ცივ წყალში". ეს პირველი რა უბედურებაა, რა მოგანდომებს ასეთი სათაურის მქონე წიგნის წაკითხვას ჰა?! :))

    AntwortenLöschen
  12. @ nan,
    :D

    ლოლ.

    დღეს ზუსტად Austen-ის რომანს ვკითხულობდი და ქალი ჯერ კიდევ როდის კაიფობდა მაგაზე.
    :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates