lockerz.com იცით?
ეს არის საიტი, რომელზეც ვერ დარეგისტრირდები მოწვევის გარეშე, სადაც შედიხარ ყოველდღე და მოცემულ "დღის კითხვას" პასუხს სცემ. ყოველ შესვლაზე გემატება 2 ქულა, ყოველ გაცემულ პასუხზეც ასევე 2 ქულა.
თუკი 20 ადამიანს მოიწვევ და ისინიც გაწევრიანდებიან, გახდები Z-ლისტერი და 2 ქულის ნაცვლად, 4 მოგემატება შესვლა/პასუხის გაცემაში.
თვეში ერთხელ შეგიძლია შენი მოგროვებული ქულებით გამოიწერო საჩუქარი: ძირითადად აქვთ Apple-ის პროდუქტები, ვიდეო-თამაშები, ფილმების DVD-ები და ლოკერზის ლოგოიანი ნივთები.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ, Ipod Nano-ის გამოწერა შეიძლება 425 ქულიდან , ხოლო მაკის ნოუთბუქის 1500 ქულიდან.
კითხვები არის ძირითადად მარკეტინგული სახის და ალბათ, ისინი ასე მოპოვებულ დიდ სტატისტიკურ ინფორმაციას კარგად იყენებენ. :D
მაგალითისთვის დღევანდელი კითხვა იყო: "რომელ სპორტს ანიჭებთ უპირატესობას ზამთრის ოლიმპიადაზე? "
ამ საიტზე კარგა ხანია ვარ. ადრე Sb-მ გამომიგზავნა მოწვევა. თავიდან ცოტა არასერიოზულად მივუდექი. თვეობით არ შევდიოდი. იანვარში კი ვინანე: სულ რაღაც 150 ქულა მქონდა და ვერაფერს გამოვიწერი მაგით. ახლა ვაგროვებ ნელ-ნელა, 217 ქულა მაქვს. ძალიან ნელა მემატება ქულები, რადგან მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, ისიც ჩემი და :D
გუშინ ფორუმზე შევიხედე და ერთი გინება დამხვდა თემაში. ზოგმა იწუწუნა, წამიშალეს ქულებიო (ეტყობა ჩითერობით მოპოვებული ქულები იყო), ზოგმა- სისულელეა, ძმაკაცმა მითხრა, არაფერსაც არ აგზავნიანო... ესაო ისაო... მერე ერთი გერმანული ვიდეო ვნახე და ხანდახან მარტო Z-ლისტერებს შეუძლიათ გამოწერა, ხან კიდევ ყველასთვის შესაძლებელია ქულების ხარჯვაო. youtube-ზე lockerz unboxing მონახეთ და რიავიც, აგზავნიან აშკარად :D
მეც ვცდი, ჩემი რა მიდის.
აქვე რეკლამა: სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ მაილი და მოგიწვევთ :D
ჰოდა, ჩემი უჭკუობა რაში მდგომარეობს?
მე ხომ განთქმული ვარ უცნობების, მსახიობების, სელებრითების და უბრალოდ ლამაზი ტიპების მიმართ აუხსნელი crush-ებით. ჰოდა, ლოკერზის ორი თანამშრომელი, Dave და Antony, დღიურ შეკითხვაზე აკეთებს ვიდეოს, რომელიც იტვირთება ამავე საიტზე და ერთი ფანი ტვირთავს youtube-ზე.
შავგვრემანი არის დეივი და ქერა ტიპი - ენტონი. საერთოდ, დიდი სათვალე უკეთია ხოლმე, როგორც ამ ვიდეოში:
იდეაში, უნდა გამოვტყდე, რომ ორივე მესიმპატიურება, მაგრამ ეს ქერა... მმმმ... cute cute...
:ლოვე:
გუშინწინ განვსხივოსნდი და შემიყვარდა :D
გადავქექე მას შემდეგ ყველა ვიდეო და რაოდენ დამწყდა გული, გუშინდელ ვალენტინობის დღის ვიდეოში, შეყვარებული ვარო, რომ თქვა :S
ჰოდა, აი, გეკითხებით: არის შანსი, რომ ოდესმე ჭკუა მომემატოს?
:D
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
არაა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ვერა :D
AntwortenLöschenმეც ვარ მანდ და 173 ქულა მაქვს ჯერ :(
AntwortenLöschenქრისტ რამეს თუ გამოიწერ და ჩამოგივა, მოგივა თუ ამოგივა შემატყობინე :D :D :D
ვიდეოები მეც ვნახე ^^ და რაღაც იმედი მომეცა :D
@ Gigoli,
AntwortenLöschen:D
@ clown,
მე ვფიქრობ, რომ გერმანიაში გამოგზავნის პრობლემა არ იქნება. მთავარუა ქულების მოგროვება.
და თუ არ აგზავნიან, აქამდე იმხელა ამბავი აგორდებოდა, რომ გავიგებდით :D
მე ფრიად საეჭვოდ ვუყურებ მაგ საიტს.
AntwortenLöschenარ მჯერა, რომ საქართველოში რამეს გამოაგზავნიან.
კიკი
AntwortenLöschenროცა რეალში რეალურ ადამიანზე გააფანატებ და შეყვარებულიც არ აღმოაჩნდება
და მერე ასეთჳ ცრუსჰები რო გაგივლის
მაშინ
:)))) :პ
@Kate
AntwortenLöschenmus.ge -ს ადმინს ჩამოუვიდა ლეპტოპი , ვიდეოც ვნახე რომ ხსნიდა ^^
ხოო..
AntwortenLöschenრავიცი აბა.
ძალიან საეჭვოდ ვუყურებ მე მაგ საიტს.
თან მგონი ძალიან ბევრი პირადი ინფორმაცია უნდა მიაწოდო საიტს.
@ clown,
AntwortenLöschenჩვენ არ დავნებდეთ, მოვაგროვოთ :D
@ kate,
არ აძლევ პირად ინფორმაციას.
მისამართი მაშინ ჩავამატე, როდესაც გადავწყვიტე, ქულების შეგროვება.
ნუ ახლა,კითხვების სახით მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია, შენ როგორც პიროვნება ფიგურულ სრიას უყურებ თუ სნოუბორდინგს, სხვა საკითხია.
შეიძლება სპამი მოგივდეს 2 ცალით მეტი დღეში.
არის კითხვები, რომლებსაც არ ვცემ პასუხს :D ანუ, გაფილტრვა შეგიძლია რა.
იმედია, ტყუილად არ ვწვალობ :D
იმედია :D :D :D :D
AntwortenLöschenეჰჰ იმედია :|
AntwortenLöschenapple notebook is my dream...
AntwortenLöschenმეც მაგის იმედი მაქვს:)) (ჩემ თავს ვგულისხმობ)
@ kusa,
AntwortenLöschenმაკი გახდა ჩემი ცხოვრების აზრი
:D
და ვერაფრით მივაღწიე იმას, რომ განვადებით მომცემ iMac.
:s
კარგა ხანია არ ვყოფილვარ შენს ბლოგზე და ძალიან მომეწონა ახალი პოსტები. გავხალისდი, ისეთი გახდა შენი ბლოგი, როგორიც ადრე და მომწონს.
AntwortenLöschenლოვე:
@ nan,
AntwortenLöschen:)
ჰო, გაბოროტებულ ელემენტს ვუბრუნდები :D
ნწ, რა გაბოროტება :)
AntwortenLöschenთვითირონია, კარგი, არასტერილური იუმორი და საინტერესო შიდადრეიფები.
ახლა ის მაკლია სიტყვა "სმარაგდისფერი" გამოვიყენო და ეგაა :D :D
@ ნან,
AntwortenLöschen:D
ახალგაღვიძებულმა წავიკითხე და აი, ამერიკულ ფილმებში მსახიობი გაოგნებული სახით და ოდნავ აწეული, დაწვრილებული ხმით რომ ამბობს: WHAT? -> ეგეთი სახე მქონდა :D
გერმანული მიმიკაც მოუხდება მაგას: ტუჩის ცალ მხარეს და ცალ ნესტოს რომ იბზუებენ და "e?"- ბგერას გამოსცემენ. ათვისებული მაქვს ეგ მიმიკა :D