20.02.10

გა-(ვ)კეთილ-დი

"ვინც წინა წელს ჩემს პოსტებს კითხულობდა"-თი მინდოდა დაწყება, მაგრამ გადავიფიქრე.

just, წინა წელი ჩემი მსოფლიოსთან "შელაპარაკების" წელი იყო. მე გახლდით თავად ბოღმა და კარჩაკეტილობა სტუდიაში. არც ისე მადგას შარავანდედი თავზე, მაგრამ წინა წელს საერთოდ ყველა მეზიზღებოდა, მგონი :D. თავს ძალასაც კი არ ვატანდი ამ ყველაფრის დამალვაში და სახეზე დიდი "Fuck you all" გამომეტყველება მედო.

as usual, ასეთი წლები დიდხანს არ გრძელდება. განვლო ამ ერთმა წელმა და მათ, ვისი დანახვაც არ მინდოდა, არც ახლა ვპატიჟებ დიდის ამბით სახლში ან ნეტში, მაგრამ აი, ზიზღის მომენტმა გაიარა და ინდიფერენტულობისა და საკუთარ თავთან მშვიდობის დრო დადგა.
საერთოდ არ ვნანობ, ისე.

ჰოდა, ეს ჩემი მესიჯი ან გვიან მივიდა რამდენიმესთან და ან კიდევ ისე დაუჯდათ ჭკუაში, რომ სრული 1 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით თუ არა, დიდი მცდელობით "ბოროტდებიან". :D
მგონი გარედან ჩანს, რომ ძალიან cool სულიერი მდგომარეობები მაქვს ხოლმე და ვის არ უნდა cool-ობა?

ჰოდა, რა მაინტერესებს ახლა: წელს ლამაზად გადაფარებული ღიმილის წელი მაქვს, შიგადაშიგ აგრესიულ და PMS-ურ მომენტებს თუ არ ჩავთვლით და ზუსტად 1 წლის თავზე გაუღიმილდებათ პირისახე, თუ უფრო ნაკლები დრო დასჭირდებათ ამ ამბისთვის?!
თან კიდევ ვფიქრობ, დავასპოილერო და ვთქვა, მომავალ წელს როგორი ვიქნები, რომ თავიდანვე იცოდნენ 2 წელში რა იქნება მათ თავს, თუ დავტოვო სიურპრიზად?!


"დედამიწა ჩემს ირგვლივ ტრიალებს, იმჰო" :D

8 Kommentare:

  1. ჩემთვის ეს წელი ნახევრად ზიზღიანი იქნება, როგორც ვატყობ :D

    AntwortenLöschen
  2. ბიჭო რა მომენტია იცი...
    არ მახსოვს, მე რამდენი ხანია რაც ამ ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ სულ რამდენიც არ უნდა წერო...
    კიარადა შენ ბევრს წერ ამაზე...
    ხოდა ისა...
    რამდენიც არ უნდა წერო იმაზე, რომ ვიღაც გეზიზღება...
    მე მაინც უფრო მეტად მევასები.
    აი ხომ საერთოდ არ გიცნობ...
    საერთოდ...
    მხოლოდ ბლოგი და facebook–ი და მეტი საერთოდ არაფერი....
    მაგრამ აი მკიდია რა...
    რაღაცნაირად მკიდია.
    გუშინ ღამე ვფიქრობდი, რომ მქონდეს კიტოს ნომერი, მივწერდი გერმანიაშიმეთქი. იმიტომ, რომ "რაღაცნაირად" ახლობელი ხარ.
    ყველა იმ შენი ზიზღებით...
    არვიცი, შეიძლება გაგიცნო და შემზიზღდე...
    აზრზე არ ვარ.
    მაგრამ ახლა, ამ გადასახედიდან.
    რაც უფრო მეტად გეზიზღება ხალხი, მით უფრო მაგრად მევასები მე.


    ფორუმზე მაქვს ასეთი signature : "მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ."
    თავის დროზე Mr.M–მა მკითხა, ეგ როგორ უნდა გკიდიაო... როგორ უნდა გეკიდოს სხვა რას გრძნობსო...
    მაგრამ რავიცი, ეგრე ვარ.
    არავის ვთხოვ, უბრალოდ მე მიყვარს ის...
    ყოვლად უანგაროდ.


    ხო, კიდევ რა...
    ააა, ხო, მთვრალი არ ვარ. სიფხიზლეში დაწერილი კომენტარია.

    წავედი
    მაგინებს blogger.com–ი.

    AntwortenLöschen
  3. @ Kate,
    woooow... გავოგნდი.

    thanks a lot :*

    ვიცი ეგ შენი სიგნაჩა ;)
    სანამ ბლოგამდე მოვიდოდი, მანდ მახსოვს.

    ერთი რამე არის კიდევ მნიშვნელოვანი: ადამიანებს საერთო უნდა ჰქონდეთ. მე აღარ მქონდა საერთო... ჩვენი ინტერესები განსხვავდებოდა და თან რეალში უფრო ცუდი ასატანი ვარ. ნეტში ჩაკეცავ ბლოგს და ეგაა :D ბევრი კი არ უნდა :D

    :*

    AntwortenLöschen
  4. @ Kate,
    სიგნაჩაზე კიდევ: I looove being loved :D

    ასე რომ, კი, რაღაც დონემდე შეიძლება უპასუხოდ მიყვარდეს ვინმე, მაგრამ მხოლოდ რაღაც დონემდე.

    მაგდენი გასაცემი რესურსი არ მაქვს
    ;)

    AntwortenLöschen
  5. ეგ არაფერი...
    :D :D :D :D :D


    babisa - აი სულ წოტაც რა.
    ორ წიგნს შორის ვარ გაჭედილი.

    AntwortenLöschen
  6. @ Kate,
    გოგო, წიგნზე არ უთქვამს ეგ. ყველგან რომ გელანდება :D

    :*

    AntwortenLöschen
  7. უი...
    მე მაპატიეთ. :D :D :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates