08.05.10

კვირის წვრილმანები

მოკლე და ლაკონურ პოსტებს თუ ვერა, წინადადებებს მაინც შემოგთავაზებთ... :)


უარი ვთქვი- ერთ პრაქტიკაზე, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა აღწერილობის შესაბამისი. თან გაირკვა, რომ არ მჭირდება ის ქულები. ასე რომ, გადავიტანე ყურადღება დარჩენილ 6+1 საგანზე.

ჩავაბარე- გადატანილი გამოცდა და ფაქტიურად, კმაყოფილი ვარ ჩემი წინა სემესტრის შედეგებით.

დავლიე- წინა კვირას ლუდი+წითელი ღვინო+ ორნახადი ჭაჭა. სასიამოვნო საღამო იყო.

გავათენე- ღამე ზემოთხსენებული სმის შემდეგ და მომდევნო დღეს გასიებული თავით ვწერე დავალება.

აღმოვაჩინე- რომ ერთი ახალი ნაცნობი, ძალიან ახლო ნათესავების ძალიან ახლო ადამიანია. საქართველო პატარაა :D

გავაცილეთ- თანამშრომელი სამსახურიდან და ვიმწვადავეთ იქვე... მმმმ... ვიღაცას მოუწევს სირბილი კვირაში ორჯერ, გული მიგრძნობს! :wasntme:

გავიარე- გასაუბრება ახალ სამსახურთან დაკავშირებით. "დაგირეკავთ"-ო, მითხრეს, მაგრამ ეჭვი მეპარება ფრიად.

ვიყიდე- yeaaaaaah... მაინც ვიყიდე ბალერინები :D ბინის ქირის ფული რომ აღარ დამრჩა, არ შევიმჩნიოთ :D

ველაპარაკე- ორ ძალიან ახლო მეგობარს და

გავიგე- ერთი ძალიან კარგი ამბავი, ასევე ძალიან ახლო მეგობარზე.... :party:

მივულოცე- ჩემს დას 34-ე დაბ.დღე და იქვე ველაპარაკე მამას და დედას :love: ....

დავეჭვდი- თან, მგონი, საფუძვლიანადაც. ამიტომაც

მჭირდება- ნანიკო სასწრაფო წესით, რათა დაწვრილებით განვიხილოთ ზემოთხსენებული ამბის რაობა :D

დავაეჭვე- მე ასე მგონია, მაგრამ ღიად დავტოვოთ :D

შემადარეს- ეკონომიკის ლექციას... შუა ფლირტის დროს :ღმერთოუროაღარჩამარტყაესეცმეყოფა:

გავაკეთე- ტირამიზუ.... ამაზე ცალკე პოსტი იქნება, პროექტისთვის ვაკეთებ მეორედ...

მომენატრა- ზღვა, მზე, ჩემი მეგობრები, ჩემები, თბილისი, ბათუმი, დასავლეთისკენ წასვლა და რიკოთზე გამოწერილი შესვენების გაკეთება, თბილისში დიღმის შემოსასვლელიდან დაბრუნება, ჩემი სკოლის ეზოში შესასვლელი მწვანე ჭიშკრის შეღება, ნათლიაჩემთან ჭორაობა, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი პეკინის გადასახვევიდან გელოვანის პარკამდე, მესხეთი, ჩემი ის სახლი აფხაზეთში, ჩემი სოფელი ადიგენში და ჩეჩილი ყველი...

8 Kommentare:

  1. ეგ უკვე კვირის მსხვილმანებია, დაო :))

    AntwortenLöschen
  2. კარგია კარგად როა ყველაფერი ^_^

    :*

    AntwortenLöschen
  3. უფ გამახსენე, რომ მეც ბევრი რამ მენატრება :)

    AntwortenLöschen
  4. nayofieri kvira gqonia, raga wvrilmanebio :))

    AntwortenLöschen
  5. ახლა ცავიკითხე, იმ ცემს სახლში ხომ ინტერნეტი არ მაქვს. გირეკავ და მიპასუხე!

    AntwortenLöschen
  6. ``მომენატრა მესხეთი, ჩემი სოფელი ადიგენში...`` - ვაი, დამაინტერესე და გაცნობა მომინდა.

    ბლოგის გამო მომინდა კიდევ გაცნობა, ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და გადავიკითხე სიამოვნებით.

    AntwortenLöschen
  7. ``მომენატრა მესხეთი, ჩემი სოფელი ადიგენში...`` - ვაი, დამაინტერესე და გაცნობა მომინდა.

    ბლოგის გამო მომინდა კიდევ გაცნობა, ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და გადავიკითხე სიამოვნებით.

    AntwortenLöschen
  8. @ nino, მადლობა :)

    პ.ს. დედამიწა ისეთი პატარაა, რა იცი, როგორი ახლობლებიც აღმოვჩნდეთ, არა? მითუმეტეს, რომ უდეში ნახევარი ჩემი ახლო და შორეული ნათესავია, მგონი :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates