09.05.10

დაპირებული პოსტი ურჩ კლუბელებთან დაკავშირებით

:D

დიდი დიქტატურა ტრიალებს, დიდი :D


ესე იგი, წინა კვირას დავწერე, გადავთვლი კომენტარებს-მეთქი და თქმა და შესრულება ერთი იყო.

ამ ეტაპზე, არცერთ პოსტზე არ დაუწერია კომენტარი thecatcherintheray-ის. სპეციალურად გადავქექე კომენტარები და აშკარად ვერსად ვიპოვნე.
ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, thecatcherintheray გამოეთიშა პროექტს.

(გასაჩივრებები და ამბები მოსულა, კონსტრუქციულად... თუმცა, მანამდე გადახედეთ სუუულ პირველ პოსტს ;) )

სიაში კომენტარები დავთვალე შემდეგნაირად:
  1. მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.
  2. წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D
  3. ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო პირველი წიგნის ჩაგდება შედარებით ლოიალურად შეფასდა.
ანუ, თუკი, რაიმე მიზეზის გამო არ წაიკითხეთ წიგნი, კომენტარი არ ფასდება. :(
ეს ყველაფერი თავიდანვე იყო ასე გათვლილი, სხვა შემთხვევაში ყველას შეუძლია რამე მოუნახოს წიგნს. თუმცა, დაძალებაც ცოტა ისეთი რამეა და ყველაზე უპრობლემო გამოსავლად ეს პრინციპი მესახება.
(თუკი სხვა შემოთავაზება გაქვთ, დატოვეთ კომენტარებში).


პ.ს. ძალიან გთხოვთ, შეეცადეთ, 2 და 22 თვის მერე არ დააკომენტოთ. მგონი, კლუბის წევრები არ იწერენ კომენტარებს და მარტო მე და პოსტის ავტორი ხომ არ უნდა ვიყოთ პრივილეგირებულები. :D



ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: thecatcherintheray-ს ჰქონდა ივლისის თვე არჩეული. ახლა გადავხედე და ბოლო, ანუ 2011 წლის იანვარი ნანას თვეა. თუკი საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, გადმოგაჩოჩებ ივლისში, ნან :)

3 Kommentare:

  1. ამ შემთხვევაში დიქტატურას მხარს ვუჭერ, თუნდაც ჩემს საწინააღმდეგოდ. :D

    საკუთარი თავის რეაბილიტაციისათვის პატარა გეგმა მაქვს მოფიქრებული, თუ დავაყენე საშველი, კატასტროფულად არ მცალია :((

    AntwortenLöschen
  2. @ nan, sheada ivlisis tveze ras ityvi?

    ;;)


    :D

    AntwortenLöschen
  3. მზად ვარ მე. :)) დიდი სიამოვნებით :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates