15.05.10

მომისმინე, დაიკო!

არსებობს მიმართვის ფორმები, როდესაც გიჩნდება სურვილი, კედელზე არტყმევინო მოსაუბრეს თავი.

აქ წარმოგიდგენთ ჩემს "NO-GO" მიმართვების დიად სამეულს.
  • მესამე ადგილი: "პატარა გოგო, იცი რას გეტყვი?!"- ჰა?! ვინაა შენი პატარა გოგო?! იმ წამსვე ჩემი Body-language გამოხატავს თავდასხმისთვის მზადყოფნას. მითუმეტეს, თუკი მამრობითი სქესის ადამიანი მომმართავს ასე, დაძაბული სიტუაციის დროს. ისინი, ალბათ, ფსიქოლოგიურად ცდილობენ პატარა, უსუსურ არსებაში "გადაგანაცვლონ" და ამით გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ. ნწნწნწნწ... ჯერ ჩემთან არ გამოსვლიათ და... :D
  • მეორე ადგილი: "დაიკო"- საშინლად არ მიყვარს ასე რომ მომმართავენ. თან, ძირითადად, 2 საათის წინ გაცნობილი ადამიანების სახასიათო სიტყვებია. სულ მიჩნდება შეგრძნება, რომ საერთოდ, ამ სიტყვის ძირეულ აზრს აკნინებენ. ასე შეიძლება მომმართოს საკუთარმა ძმამ, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილმა, მაგრამ არა ვიღაც სადარბაზოსთან მობირჟავე ტიპმა, რომელთანაც არანაირი შეხება არ მაქვს.
  • პირველი ადგილი: "ჯიგარო"- stop! აი, აქ უკვე რადარები მერთვება. სულ "ევროტური"-ს გოგო მახსენდება, მეგობრები რომ "ბიჭო, პიდარასტი ხარ?!"-ით მიმართავენ. თავი ვიღაც ღიპიანი ბიძა მგონია, ყანწით ხელში... ან კიდევ, ვინმე "ბლატნოი", სადარბაზოსთან უსაქმოდ აყუდებული მასტი :D

ადამიანებო, ნუ მომმართავთ მსგავსი სიტყვებით, მარტივად დასამახსოვრებელი სახელი მქვია, აშკარად !

:)

17 Kommentare:

  1. ვერც მე ვიტან დაიკოთი რომ მომმართავენ! მოძველბიჭო–მოშავო ბირჟავიკ ელემენტებს სჩვევიათ ძირითადად.

    AntwortenLöschen
  2. ვაიმეეეეეეეეეე...
    როგორ მძაგს...
    როგორ
    როგორ
    როგორ
    როგორ

    ვერ ვიტან, მეზიზღებაააა :((((((((

    AntwortenLöschen
  3. უუუუუსაშინლესი მიმართვებია, უუსაშილესი!!!
    ნერვებზრ "მირტყამს" პირდაპირ

    AntwortenLöschen
  4. მე ვიცი "დაო" ან "კეთილო ადამიანო".
    ვისაც ეგენი არ მოგწონთ, გარეთ მგონი კიდე წვიმს :))

    AntwortenLöschen
  5. ჰეჰე :D:D კიდევ არსებობს რამდენიმე მიმართვის ფორმა რომლებიც მაგ სამთან ერთად მეც ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ არ დავასახელებ და ნერვებს არ ავიშლი :))))

    AntwortenLöschen
  6. ჰაჰააა
    დაიკო მაგარია :D
    ჯიგარო :givi:
    რა ხშირდ მესმის :D ჯიგარო, ერთი კბილის პასტაც არ მეკუთვნის?
    :@
    მაგ დროს მეკეტება :@

    AntwortenLöschen
  7. ჰაჰ, ყველა გოგოს რომ ერთნაირი კომენტარი აქვს დატოვებული, რა საკაიფოა. დროა მამრებმა გადახედონ ლექსიკას.

    @Zuriuss, "დაო" საერთოდ სხვა რამეა. თუმცა, ახალი გაცნობილისგან არც ეგ მომეწონება. არავინ მომმართავს ეგრე, სიმართლე გითხრა და ამიტომ ვერ შევაფასებ.

    დაიკო იმენა მატრაკვეცა მიმართვაა. "დაიკო"-თი ფლირტაობენ, ხომ ხვდები?! მაგიტომ ვერ ვიტან. ტიპი რომ გეპრანჭება აშკარად და დაიკოო- გეტყვის, ცოტა ვერ რა :D

    @ აღასპერ, ხოდა ისე გეკეტება, რომ სიცოცხლის ბოლომდე აღარ სჭირდება კბილის პასტა, იმიტომ რომ კბილები აღარ აქვს, ხო? :D :D

    AntwortenLöschen
  8. ვაი ამ ჯიგაროს ატანა არ მაქვს :|

    ან კიდე ერთი ფრაზა: "მაგას როგორ მიბედავ, იცი ვინ ვარ?"

    ამ კითხვაზე ყოველთვის ვპასუხობ : "ვინ ხარ და ბებრის *ლე"

    :D :D
    ხოდა ესეთ მომენტებში მეც ხშირად მინდება Body-language-ის გამოყენება :D :D

    AntwortenLöschen
  9. მე ვერც ”გოგო!”-ს ვიტან :(

    AntwortenLöschen
  10. isa d shen xo germaniashi xar d sad shoulob jigaro xalxebs? :(

    AntwortenLöschen
  11. @ Anuschka,

    :D

    yvelgan arian, amat ra dalevt.
    saqartveloshi tu vinmes velaparakebi, isinic gamoureen xolme :D

    @ babisa,
    mase aravin mommartavs, ase rom, ver davkonkretdebi :D

    AntwortenLöschen
  12. აუ "ოქრო"-ს როგორ ვერ ვიტან... :((((((((((((((((

    AntwortenLöschen
  13. ver vitaaaaannn.
    ase ver vitan roca sul ucxo meubneva - sayvarelo, sixarulo . gind qali gind kaxi. ver vitam!

    AntwortenLöschen
  14. სულ არ შეცვლილხარ :D ეს კარგია თუ ცუდი?

    მეორე ”პუნქტში” რომ ტექსტი გიწერია, ერთი ერთზე გაქვს ნათქვამი ”იმათთვის”, სამარცხვინო საზოგადოება..

    პს.
    რატომ მიწევს კომენტარის გასაკეთებლად ორი ინსტანციის გავლა?

    AntwortenLöschen
  15. @ Doloress, მე რა შემცვლის აწი-მეთქი, მინდოდა მეთქვა, უფრო თუ დავღვინდი, თორემ ...

    ამ მიმართვებს, მგონი, ჩემი წყობილებიდან გამოყვანა პაჟიზნი შეუძლიათ :D

    მეორე პუნქტზე ვერ გავიხსენე, ვისთვის მაქვს ნათქვამი?

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates