29.05.10

Not much longer 25

სულ რაღაც 5 დღე და ოფიციალურად დავხურავ საუკუნის მეოთხედს.

სკაიპის პროფილმა უკვე პოსტის სათაურის გერმანული ვერსია გაააქტიურა პროფილში ჩემი ასაკის გასწვრივ!

არადა, მთელი 5 დღე დამრჩა!!!!

მაცადეთ, ბატონო!

აქ ასაკს საერთოდ ვერ ვგრძნობ. სასაცილოდ პატარა რიცხვია 25. საქართველოში კი უკვე გადადებული ვყავარ ბევრს და ერთი ნაცნობის თქმისა არ იყოს, "ცხვარს მაბამენ ფეხზე". :D
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მამაჩემი წინა წლის "თავში ხელების ცემას" არ გაიმეორებს, როცა ვეტყვი, რომ 25-ის კი არა, 26-ის ვარ და აი, როგორ დავბერდი :D



ყველაფერი დაგეგმილი მაქვს Brainwash-party-სთვის, მაგრამ მე რის Chaotic ვიქნებოდი, სიბრძნის კბილს გუშინ რომ არ მოსვლოდა თავში აზრად, ღრძილი ამოეჭრა?!

ჯერ-ჯერობით არ მტკივა. იმედია ოთხშაბათამდე გავქაჩავ ისე, რომ ზაზუნის ყბა-სახე-ლოყა არ გამოვიბა და პარასკევს ჩემი ფეხით წავალ ოთხივეს ამოსაღებად.


პ.ს. არსებული სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტების გათვალისწინებით, არსებობს შანსი იმისა, რომ მობილური გავთიშო 2-ში. თუმცა, მეორეს მხრივ, 2-3 არასასურველი ზარის გამო რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს საყვარელ კომუნიკაციის საშუალებაზე წელიწადის ყველაზე საყვარელ დღეს?!

პ.პ.ს საჩუქრებს მივიღებ ყველანაირი წუწუნის გარეშე. :D

6 Kommentare:

  1. აუ დაბადების დღე ერთ ერთი ყველაზე მაგარი დღესასწაულია მე თუ მკითხავ!!
    ჰოდა ისა უნდა დატკბე ”პა პოლნოი” რომ იტყვიან მაგ დღეს!! და ვინც არ გინდა გაუშვი &^$&%$^-სკენ და შენც დაისვენებ და იმათაც ეცოდინებათ საით იარონ

    AntwortenLöschen
  2. მიყვარს დაბადების დღე ^_^

    AntwortenLöschen
  3. რა მაგარია! ეჰ, მე მგონი მე ყველაზე ბებრუხანა ბლოგერი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი, ვერც მე ვგრძNობ ასაკს :D

    AntwortenLöschen
  4. არ გათიშო. 2-3 შეგაწუხებს და რამდენი გაგახარებს?!
    ჰოოდა, კბილებს რაც შეეხება, 4 უნდა ამოიღო? :(( რიგრიგობით მაინც ქენი :პ

    AntwortenLöschen
  5. @ ჩორვენი, მეც ძალიან მიყვარს. ახალ წელსაც მირჩევნია.
    ზუსტად მაგ გეგმას მივყვები, რაც შეც აღწერე :D

    @ Clown, :*

    @ ნან, ჯერ რა დროს სიბერეა, არ გადამრიო.

    @ კუდა, ხო, მეც ეგ ვიფიქრე. უბრალოდ, არის საშიშროება რომ მაგის გამო ჩამიმწარდეს დღე და კიდეც შევიშლები ჭკუიდან!!!! და დავიმხობ თავზე ყველაფერს, მიუნხენის ჩათვლით!
    :D

    კბილების ამბავი ასეა: ჯობია, ამოიღო ოთხივე და დაისვენო, ვიდრე ნაწილ-ნაწილ იარო ნაკერებით. ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ ერთის გაჭრა მოეუწევთ, დანარჩენებმა თავისით ამოჭრეს. თან ადგილი არ აქვთ ამ კბილებს და ისე სასაცილოდ ამოდიან, ციცაბო კლდეზე ხე რომ გამოებმება ხოლმე, ხანდახან უადგილოდ, ხომ გინახავს... :D

    AntwortenLöschen
  6. მიყვარს ხოლმე წინასადღესასწაულო განწყობები :)
    :*

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates