მუსიკალური ფონი:
P!nk-ის ამ სიმღერას ვუსმენდი ამას წინათ. მერე იგივე სიმღერაზე ვნახე ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ პირველ რიგში, მის გარდაცვლილ მეგობარზე დაწერა, მაგრამ ყველა დაკარგულ მეგობარზეც შეიძლება სიმღერის განზოგადება.
If someone said three years from now
You'd be long gone
I'd stand up and punch them out
Cause they're all wrong
ეს სიტყვები ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ რატომღაც, სულ ახლახანს დავაკვირდი და დავუფიქრდი. (ყველა ჩემი აწ უკვე ყოფილი მეგობარი ცოცხალია და ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს.)
3 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემს ერთ ყოფილ საუკეთესო მეგობარზე, რომ 3 წლის შემდეგ ერთმანეთს შორიდან მოვუვლიდით, წელიწადში ერთხელ მოვიკითხავდით, დაწვრილებით არ გვეცოდინებოდა ერთმანეთის ყოველი დღის დეტალის შესახებ, მართლა ძალიან ვიჩხუბებდი.
აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ შეიძლებოდა, როდესმე ცხოვრებაში მოსულიყო დრო, როცა არ ვიმეგობრებდით. (ნუ, ათასში ერთხელ მოკითხვას მე მეგობრობას არ ვეძახი და თქვენი არ ვიცი).
მაგრამ, მოვიდა ეს დრო. :)
და რა მასწავლა ამ ყველაფერმა? ალბათ ის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომლის გარეშეც ვერ გაძლებ... არ არსებობს ურთიერთობა, რომელიც სრულყოფილია... არ არსებობს დაუსრულებელი ამბები... მთავარია, კარგი დასასრული მოუნახო და არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდეს ის დადებითი, ლამაზი, რაც მიიღე.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება შეეგუო ასეთ ცვლილებებს, მე მივხვდი, რომ ის დღე, როცა მე ღიმილით და მართლა შორეულ ბავშვობაში გადამხდარი კარგ ამბავივით გავიხსენე ჩემი ყოფილი მეგობარი, იყო დღე, როდესაც ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, ოღონდ ლამაზად...
კიდევ მივხვდი იმას, რომ აბსოლუტურად ამოვწურე ყველა რესურსი. არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოდინი და მოთხოვნები არ უნდა გქონდეს ურთიერთობაში. BULLSHIT... ყველა ურთიერთობა რაღაცას გაძლევს. ასე რომ არ იყოს, იგი არ იარსებებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან ბევრი რამ მივიღე: უზომოდ დიდი გამოცდილება, ყურადღება, სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მეც გავეცი ბევრი რამ. ახლა კიდევ, ვერაფერს გავცემ ამ ურთიერთობისთვის და თავადაც არაფერს მაძლევს ახალს, ან ისეთს, რაც ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე შემავსებს.
კიდევ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: "ქრისტ, რომ გითხრან, 3 წელში ეს ადამიანი შენთან არ იქნებაო, რომელზე არ დაიჯერებ"?
ასეთი ადამიანი არ არსებობს... :)
სულ რაღაც 3 წლის წინ ეს პასუხი საშინლად მატკენდა გულს. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი გამოცდილება არ მქონდა მაშინ. ახლა, ამ გადასახედიდან ვიცი, რომ როგორც დოსტოევსკი ამბობდა: "ადამიანი ყველაზე შემგუებლური ცხოველია დედამიწაზე"... რომ საკუთარი თავის არყოფნის გარდა, ყველას არყოფნა ჩვეულებრივია...
მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, დიდხანს იარა, თუ ცოტა იარა, მაინც დატოვა კვალი და მერე წავიდა თავის გზაზე. იმ კვალისთვის - მადლობა... :)
I won't forget you my friends
მაგრამ,
who knew?!
22.06.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
kargi posTia! mec chems bolo posTshi vwer, rom chemi dzveli megobari, romelTanac meeqvsedan meate klasamde dzalian dzalian axlos viyavi turme txovdeba da me es gushin gavige, sruliad shemtxvevit.
AntwortenLöschentumca, simartle gitxra, dges mainc arian iseti adamianebi, viszec verafrit davijereb, rom odesme davkargav... arvici
ho, ukve araferia warmoudgeneli da gasakviri
AntwortenLöschenda rac mtavaria, ramdenic ar unda tqvas sxvam da es gesmodes, arasdros gjera manam, sanam aqamde tavad ar mixval adamiani
samwuxarod simartlea :)
საერთოდ აღარაფერი არ მიკვირს. საერთოდ.
AntwortenLöschenსამწუხაროდ მეც არაერთხელ გამომიცდია მსგავსი რა. :((((
ეს სიმღერა მიყვარს.
@ LiLaC,
AntwortenLöschenრა თქმა უნდა, ყველაფერი ფარდობითია. არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მიყვებიან ცხოვრების ბოლომდე ერთნაირად ინტენსიური ურთიერთობით.
მე უბრალოდ, აღარ მჯერა ამის. იყო დრო, სხვანაირად ვერ წარმომედგინა.
@ babisa, აი, ზუსტად. სულ დაახლოებით იმას ფიქრობ, რომ ეს სხვებს ემართებათ და შენ ამ გამოცდას გადაურჩები და მერე, იგივე ადგილას რომ ხარ, გეღიმება შენს მეამიტ თავზე. :)
@ Kate, არა, გაკვირვებით ჯერ კიდევ ბევრი რამ მიკვირს. საერთოდ, ვაძლევ ადამიანებს და მოვლენებს შანსს, გამაოცონ და აღმაფრთოვანონ.
ამის ხარჯზე, ალბათ მეტ უსიამოვნებასაც ვიწვნევ, მაგრამ es ist halt so... :)
Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschenხო, მართალი ხარ.
AntwortenLöschenდამაფიქრა ამ პოსტმა.. სულ მინდოდა ჩემს ყოფილ მეგობარზე დამეწერა და ახლა უფრო შემართებით დავწერ :)
AntwortenLöschenმდამ..
AntwortenLöschenაი, რომ დავიბადე და იქიდან რომ ძმაკაცი მყავდა მეათე კლასამდე. ერთად რომ ვჭამდით, ვსვამდით და ვცხოვრობდით, მისი სახლი ჩემი რომ იყო და პირიქით, მასზე რომ ეთქვათ, მალე ეს ის ერთადერთი ადამიანი იქნება, ვის გახსენებაზეც გული აგრევაო, რა თქმა უნდა, მთქმელს გიჟად შევრაცხავდი, კაკ მინიმუმ.
მაგრამ ხდება ხომლმე..
რა აღარ ხდება...
@ Ket_eva_n, ჩემი პოსტების ნახევარი მეგობრებზეა და ნახევარი კიდევ ფემინიზმის ზეიმია :D
AntwortenLöschenკარგი მასალაა, ხომ იცი ... ;)
@ ზურ, აი, ზუსტად მაგის თავიდან ასაცილებლად გავაკეთე მართლა ყველაფერი. იმას, რომ ადამიანს კარგავ, აიტან და გაიგებ და ა.შ., მაგრამ ის, რომ ზიზღამდე მიდის ურთიერთობა მე მორალურად მანადგურებს.
სერიოზულად გავფრიკავდი მანდამდე რომ მივსულიყავით. არადა, იყო ტენდენციები, მაგრამ მე დროზე ვიმოქმედე და ასეთი დასასრული Rocks :D
chems bolo mdomareobas dzalian gavs. me magalitad megobarTan dashoreban depresiashi chamagdo, tumca chemtvisac rom etqvaT 2 weliwadSi yvelaferi damrTavdebao, mashin dzneli gadsatani qineboda, axla ufro kargad gavige.
AntwortenLöschenar vici , me mainc mjere rom shemtxvevit rataomgac araferi xdeba da tu vigaca iyo shevns gverdiT iseigi unda yofiliyo da Tu wavida ecei albat uketesobisTvis moxda :))))da kidev bevri rame... warmatebebi
@ კოპალა,
AntwortenLöschenმადლობა კომენტარისთვის.
მეც ზუსტად მასე ვიყავი. თან ჩემთან ისიც დაემთხვა, რომ ყველგან პრობლემა მქონდა: უნიში, ფინანსურად, პირადში მორიგ asshole-ს ვიკიდებდი და მორალურად ვეღარ გავუძელი ამხელა წნეხს, მეგობართან პრობლემაც რომ დაემატა.
აბსოლუტურად გავასოციალურდი. მთელი ზამთარი გამოვიძინე იმ წელს, დილით 9ზე ვიძინებდი და მერე მთელი ღამე ვიჯექი ბუსავით... საშინელება იყო. ახლა რამდენიმე დღე რომ გადავაბამ ხოლმე და გვიან ვიძინებ, პანიკა მიპყრობს, იგივე მდგომარეობაში არ გადავვარდე-მეთქი.
მაგრამ, როგორც პოსტშივე ვთქვი, არ არსებობს ურთიერთობები, რომლების არ არსებობასაც ევრ გადაიტან.... მე უბრალოდ, მთელი ჩემი მსოფლმხედველობა გადავატრიალე იმ წელს... მამენტ, დადებითიც იყო ამ ყველაფერში.
პ.ს. აბსოუტურად გეთანხმები იმაში, რომ თუ ვიღაც წავა, ესე იგი, ასეა საჭირო... თუ ვიღაც მოვა, ესეც :)