01.07.10

დასაბამითგან იყო...

სიტყვა, მათთვის, ვინც კითხულობს ბიბლიას.
ბაქტერია, მათთვის, ვინც მეცნიერებას მიაგებს უმეტეს პატივს.
მაგრამ, როდესაც საქმე ადამიანებზე მიდგება, ორივე მხარე ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ "დასაბამითგან იყო კაცი", მიუხედავად უახლესი მეცნიერული აღმოჩენისა, რომ ყველაფერი დაიწყეს X ქრომოსომებმა.

ამ დროს მოვიდა დორის ლესინგი და იკითხა: რატომ?!

რატომ არ შეიძლება დავწერო რომანი სულ პირველ ადამიანებზე, რომლებიც იწვნენ ზღვის ნაპირას, შიგადაშიგ ლაღად ცურავდნენ წყალში, სავსე მთვარისგან და ტალღებისგან ფეხმძიმდებოდნენ და ულამაზეს გოგონებს აჩენდნენ?!

და ყველაფერი ისე მშვიდი და იდეალური იყო მანამ, სანამ არ გაჩნდნენ უცნაური "ურჩხულები", რომლებიც შეშინებულებმა არწივებს მიუგდეს საძიძგნად...

ყველაფერი სრულყოფილად მშვენიერი იყო, მანამ სანამ, ეს "ურჩხულები" არ გაიზარდნენ და გამრავლების ერთადერთი გზა მათთან "თამაში" გახდა....

მთელი იდეის დაწვრილებით გადმოცემა დორის ლესინგს მივანდოთ. მე კი ვიტყვი, რომ ნაწილობრივ იმედი გამიცრუა წერის სტილმა. ძალიან მშრალი და უემოციო იყო ადგილ-ადგილ. ნაწილობრივ გავღიზიანდი: თავიდან იმით, რომ ქალმა, რომელიც ფემინიზმის იდეებს ქადაგებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ქალებს "არ მისცა უფლება" ეფიქრათ... ისინი მხოლოდ სადღაც, სანაპიროზე იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. არ ფიქრობდნენ არაფერზე, არ ინტერესდებოდნენ არაფრით. შემდეგ დაიბადა პირველი კაცი და ჰოპლა, პირველივე თაობამ ზედმიწევნით გამოიკვლია თავიანთი სანაპიროს შემოგარენი, ისწავლა ქოხების აგება, ნადირობა...

იქნებ, ეს იყო მორიგი მცდელობა ქალის მსხვერპლად გამოჩენისა? ასეთ შემთხვევაში ეს მცდელობა ფრიად დაუჯერებლად იყო დახატული...

შეიძლება ეს იყო უკვე მხცოვან ასაკს მიღწეული დაღლილი ქალის მიერ ფარ-ხმლის დაყრა და ბედთან შეგუება, რომ მის ფანტაზიაშიც კი, მთელი იმ ბრძოლების შემდეგ, რაც მას გადახდა, ის არაა იმდენად თავისუფალი კლიშეებისგან, რომ დაწეროს რომანი, სადაც ქალს არ ჩაგრავენ (რაც ფრიად დამაჯერებელი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ბევრ კულტურაში მატრიარქატი სუფევდა.)

იქნებ, ეს იყო მცდელობა, გაეგო სად იღებს სათავეს ყველა ის კლიშე ქალსა და კაცზე, ან დარწმუნებულიყო იმაში, რომ არაფერი შეცვლილა: თაობიდან თაობამდე იარსებებენ წუწუნა ქალები, თავგადასავლებს მოყვარული კაცები, ქალების საყვედურებით თავმობეზრებული კაცები, ქალები, რომლებიც პატარა ბავშვივით უნდა ჩაიხუტო და კაცები, რომლებსაც პატარა ბავშვივით უნდა აპატიო თავზეხელაღებული საქციელი...

მოდით, მე ვიტყვი, რომ ეს იყო მისი მორიგი "გათვლილი" ნაბიჯი, მოენახა "აქილევსის ქუსლი" ქალებში და ეთქვა: "არ მოგწონთ ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო? არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება, თუნდაც თქვენს თავს? მაშინ შეცვალეთ ხედვა, იბრძოლეთ იმისთვის, რაც თქვენია, იმიტომ რომ სხვა არ გააკეთებს ამას თქვენს ნაცვლად და არც იქნება ვალდებული"...

თქვენ რას იტყვით?! :)

8 Kommentare:

  1. წერის სტილზე გეთანხმები, უემოციო, მშრალი და დამღლელი, იმდონეზე დამღლელი, რომ მე პირადად 3 კვირიანი ბრძოლის შედეგად მაინც ვერ დავძლიე საკუთარ თავს და შუაში შევეშვი. გამაღიზიანა მოხუცმა ქალებმა, უვიცმა ახალგაზრდობამ, ამ "თამაშებმა".
    ვერ გავუძელი, მაპატიეთ.

    AntwortenLöschen
  2. ეჰ, 2ნი შემოვრჩით? არადა როგორ ველოდები ამ წიგნის შეფასებას, იქნებ მე ვერ გავიგე რამე_თქო :))

    AntwortenLöschen
  3. @ nati, :)

    როგორც ჩანს, ორნი შემოვრჩით.

    :)


    whatever :)

    AntwortenLöschen
  4. @ nati, სიმართლე გითხრა, ამ წიგნს რომ ვირჩევდი,საერთოდ სხვა რამეს ველოდი. რაღაც ისეთს, რომ გადაგდგამს....

    AntwortenLöschen
  5. am wignis wakitxva mas shemdeg mindoda rac uelbekis "elementaruli nawilakebi " wavikitxe (uelbekis wignshi naxsenebia "naprali.) me piradad 3 dgeshi wavikitxe da arc mshrali da arc arafeministuri momchvenebia, vici es chemi subieqturi azria. me vfiqrob realobaa asaxuli shelamazebis gareSe, asaxulia is fsiqologiuri safexurebi rasac qali da mamakaci zrdis periodSi gadis. tavidan vifiqre dorisma gadawyvita kacobriobis ganviTarebaze cham shexedulebas davwero magram, mere Zalian gamecina Cem Tavze aseTi ram rom vifiqre radgan dorisi pirvelyofil adamianshi Tanamedrove adamians aSiSvlebs. (sul sxva komentaris daweras vapirebdi magram chaotic-ma damaswro:))

    AntwortenLöschen
  6. @ kusa,
    გეთანხმები იმაში, რომ განვითარებაზე წერდა, მაგრამ როგორ გითხრა: საკუთარი თავიდანაც რომ გამოხვიდე, იცი, რომ რაც დაწერა სიმართლეა. რომც არ დაეწერა, ისეც გეცოდინებოდა. :)

    რაღაც ვერ ვხსნი კარგად, რა მინდა :D

    რაც შეეხება არაფემინისტურობას, პოსტშიც დავწერე, რომ ორივენაირად შეგიძლია დაინახო. თუმცა, მე შიგადაშიგ ბრაზი მერეოდა ამ ინდიფერენტულ "ჩემთვის ბულკივით ვწევარ" ქალების შემხედვარე და ისიც დორისის ქალების :D

    პ.ს. დაწერე, რასაც აპირებდი. აქ ცენზურა არ მოქმედებს, ხომ იცი :D

    მადლობა კომენტარისთვის

    AntwortenLöschen
  7. vici, cudi saqcielia, magram es wigni ver/ar wavikitxe. tavis martlebas da mizezebis weras ar daviwyeb, ubralod ase moxda da gulwrfelad vinanieb.
    tu es chemi klubidan garicxvis mizezi ar iqneba, aucileblad wavikixtav ivlisis wigns. tan, ukve ardadegebic mewyeba da agar gavaxaltureb

    AntwortenLöschen
  8. @ LiLaC,
    lol, ეტყობა ძალიან სასტიკი ფორმულირება მქონდა მაილში :D

    უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა, ვინ აგრძელებს და ვინ არა.

    ნანიკოს დავურეკე და გავარკვიე, რომ ვერ ახერხებს წაითხვას. შეიძლება ისე შემოგვიერთდეს ხოლმე.

    მაგრამ ყველას ხომ ვერ დავურეკავ სათითაოდ. :D

    + ვერ ვიტან ხვეწნებს და რაღაცეების დაძალებებს. ვისაც არ უნდა, თქვას და ვსe.

    :)


    კარგი იქნება, თუ წაიკითხავ ივლისის წიგნს. თებერვლის წიგნს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ვერ იშოვა ხალხმა, აქამდე ყველა წიგნი გაქვს წაკითხული და რავი, არ ექნება ხალხს პრობლემა, ვგონებ. :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates