28.10.10

To all the bullies out there: FUCK YOU

ალბათ, გემახსოვრებათ ჩემი პოსტი ძალადობაზე.
თუ არ წაგიკითხავთ ჯერ, გადახედეთ.
იქ მქონდა საუბარი ტერორზეც, რომელიც არაა აუცილებელი, ფიზიკური შეურაცხყოფის სახით ხდებოდეს.
ქართველ მამრებს აქვთ ფრიად ბედნიერი "საკუთარი დასამარებული თვითშეფასების" ამაღლების მცდელობა მსგავსი ტერორის სახით. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, მაგრამ უმეტესობამ, უბრალოდ, არ იცის, როგორ გაარკვიოს ურთიერთობა კონსტრუქციული საუბრის გზით. ამისთვის განათლება, გამოცდილება, თვითშეფასება, კულტურა, შეგნება, პატივისცემა არ ჰყოფნით....

მოდით, ვისაუბროთ ასეთ ფენომენზე: "გაჩერდი ახლა, თორემ შეგაგინებ!" :D (sorry, უნდა გავიცინო :D).

ჰა?! ძალიან გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით, ამ დროს რისი თქმა უნდათ? ან რას ელიან, რომ ქალი ჩაიფსამს?

"buhuuuu, მიგაჩმორებ ახლა" ტიპის მუქარაა?!
ანუ, ის, რომ 21-ე საუკუნეში ვიღაცის გინება საუკეთესო გამოსავლად ითვლება და თან მერე იმის მტკიცებაც, რომ საქართველოში მდედრობითი სქესის პატივისცემის კულტი ქართლის დედის სიმაღლეებსაც გადასცდა, სერიოზული გონრებრივი ჩამორჩენილობის პირდაპირპროპორციულია, აღარ განვავრცოთ...

არის კიდევ ერთი ვარიანტი: ისინი ელიან, რომ შენ აცრემლებული გავარდები და დააყენებ თავზე ძმას, ბიძაშვილს და ასე შემდეგ, რომლებიც შენს მაგივრად აახევენ სახეს და დაიცავენ შენს ღირსებას და მთელი ეს BULLSHIT. ამ შემთხვევაშიც უსულო საგანი ხარ, შენი პრობლემები ვერ მოგიგვარებია მამრობითი სქესის ნათესავების ჩაურევლად და მაინც მიჩმორებული ხარ, Buhuuuu...

წმინდა დიდაქტიკური გადასახედიდან, ღირს ამ ადამიანებთან კიდევ რამეზე საუბარი?!
არა!!!
რატომ უნდა იყო ვალდებული, ადამიანს უხსნა და უმტკიცო, რომ dickhead-ია?!

უნდა ეცადო, რომ დაივიწყო და ურთიერთობა განაგრძო?
არა!!!
რუსებს აქვთ რაღაც ანდაზა, ის რაც ერთხელ მოხდა, გარანტირებულად მოხდება მეორედაც და ის რაც ორჯერ ხდება, უკვე მუდმივად ხდებაო... იგივე ჩვენი და რუსების პოლიტიკის მაგალითზეც დარწმუნდებით, რომ ეს ანდაზა ამართლებს!!!

გადააგდეთ ასეთი ხალხი თქვენი ცხოვრებიდან! გადაუშვით ნაგავში. თვქენი ნერვების და გარემოს დაბინძურების მეტს მაინც არაფერს აკეთებენ!

და რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ, როცა ამ ყველაფერს დააპირებთ. იმჰო, ფეხები არ მოგჭამონ!!!!


ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა შინაარსობრივად სხვა რამეზეა, მე მაინც მინდა მისამღერი მივუძღვნა მსგავს dickhead-ებს მთელი გულით! :D :D :D

enjoy

3 Kommentare:

  1. მე უკვე გადავაგდე :) მშვენივრად მესმის შენი,და ეხლა მეამაყება :)

    AntwortenLöschen
  2. გეთანხმები აბსოლუტურად.

    AntwortenLöschen
  3. @Kiwi, მეც გადავაგდე! თან წარმოიდგინე, მე ვარ ის ბლოგერი, ვინც ყველაზე მეტად წუწუნებს სქესთა შორის არათანასწორუფლებიანობაზე და ამბოხებისკენ მოუწოდებს მდედრობით სქესს და რა პონტში არ გადავაგდებ :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates