კონკურსი დასრულდა და შეპირებისამებრ, გამარჯვებული პოსტის დადების დრო დადგა.
Guest-post-ის ავტორია, სოფი. :მქუხარეტაშიდამისთანანი:
გილოცავ, სოფი და მადლობა პოსტისთვის :* It sure meant a lot :)
(გემრიელი Body-Butter-ს გადმოცემის ცერემონიალისთვის საჭირო კოორდინატების გაცვლა და ა.შ. მოხდება უკვე ბლოგის გვერდის ავლით, მეილის მეშვეობით :D )
სოფის პოსტს ვაქვეყნებ შეუცვლელად:
21–ე საუკუნის ამ პერიოდში როგორი უნდა იყოს ბლოგი, რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს; თანაც ისე, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვკითხულობდე და არ მბეზრდებოდეს. ხანდახან ვფიქრობ, damn, რატომ ვკითხულობ chaotic reality–ს, მეც ხომ არ "მაბნევს სხვების დალაგებული რეალობა–მეთქი"? სადაც უმეტესად ავტორის ბუზღუნი და წუწუნი მხვდება?
მერე დიდი ფსიქოანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრ საერთოს ვპოულობ "ქაოტიკთან", ასაკისა და ერთი საცხოვრებელი ქვეყნის ჩათვლით. განსხვავება ისაა, რომ მე იმ ყველაფერზე ვერ ვწერ, რაც მაცოფებს; ჩემში ვმალავ და "შიგნიდან" ვბობოქრობ. ამიტომ შემოვდივარ ამ ბლოგზე და სიამოვნებით ვკითხულობ. როგორც ერთ ფილმშია, წარმოვიდგენ, რომ ყველას ვეუბნები იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მინდა, და ვისვენებ.
ძალიან უცნაურია, რომ მიუხედავად დეპრესიულ–ბრაზიანი პოსტებისა – სასწაულად დადებითი აურაა ამ ბლოგზე. სასწაულად. როცა მე ვამბობ "სასწაულად", ეს ნიშნავს, რომ მართლა სასწაულად.
ქრისტინამ, კონცეფციაო. არ ვიცი მე კონცეფციები, მე ვიცი – ემოციები. მე მიყვარს, როცა რაღაც შთამაგონებს, ხან მასევდიანებს და ხან - სიგიჟემდე მაცინებს.
ამაზე ერთი საღამო (შეიძლება დილა) მახსენდება, როცა ქრისტინას სურათებს ვათვალიერებდი; მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში და ისეთი ნოსტალგია მქონდა, რამდენჯერაც ხიდან ჩამოყრილ ფოთლებს დავხედავდი, იმდენჯერ ვტიროდი. ერთი სურათის ნახვის შემდეგ, ხიდან ჩამოყრილი ფოთლები არ დამჭირვებია, ისე ავბღავლდი (სამწუხაროდ ახლა ვერ ვიპოვე ის ფოტო, მაგრამ მსგავსი ვნახე).
ფოტოზე ქრისტინას "ხატების კუთხე" იყო. არ ვიცი, რატომ ამიჩუყდა ასე გული. შეიძლება იმიტომ, რომ მარტო ვგრძნობდი თავს და ასე მეგონა, ჩემი და ღმერთის გარდა აღარავინ იყო დარჩენილი. მერე წარმოვიდგინე, რომ ქრისტინაც ხშირად ასე გრძნობს თავს ამ ცივ და გაუცინარ გერმანიაში და ერთადერთ თავშესაფრად, სწორედ, ხატების კუთხე აქვს. იმაზეც ვტიროდი, მიუხედავად განსხვავებული რელიგიებისა, შეხედულებებისა, ყველას რომ ერთნაირად სჭირდება ნაპირი, თავისი უკაცრიელი კუნძულიდან გასაქცევად და თავმისადრეკად (ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობდა ასე, გახსოვთ?).
აი, ყველაზე საუკეთესო კონცეფცია. ბლოგის ყველაზე კარგი კონცეფცია მისივე ავტორია – ემოციური, ნამდვილი და ძალიან, ძალიან გონებამახვილი.
კიდევ მოვყვე რამე? არ მოვყვები, დანარჩენს აქვე, არქივში იპოვით ;)
With lovey love მსოფლიოს ყველაზე სოციალისტი იუდაისტი & გულჩვილი "ნოსტალგიკოსი",
სოფი SUNNY გოლდენი
P.S. ბლოგიდან ვერ წავალ დრიუ ბერიმორის ფილმის გარეშე ;) Viva 80's
--
http://norteri.com
http://sunnygold.blogspot.com
http://geojews.blogspot.com
20.10.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
არაჩვეულებრივია!!!!
AntwortenLöschenსოფი გილოცავ გამარჯვებას. ნამდვილად იმსახურებდი.
სოფის პოსტი არის ზუსტად 10-ში გარტყმული. ძალიან მომეწონა. ხშირად მიფიქრია სოფი როგორ არაფერს ამბობსმეთქი, თურმე რამდენს ინახავს გულში.
ხოდა ორივე ძალიან ძვირფასები ხართ და გერმანიამ არ დაგჩრდილოთ არცერთი.
მეც მინდოდა პოსტის დაწერა, მაგრამ ნუ მოკლედ რა. მიზეზები არ დამელია.
რა საყვარელი პოსტია ^_^
AntwortenLöschenხოდა, სოფი გილოცავ :*